სიახლეები
8 ნოემბერი, 2024
პროფესორი, ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი და “პედიატრთა აკადემიის” პრეზიდენტი, მაია ჩხაიძე საუბრობს ფაგიო®-ს შესახებ:
„მშობლებს მოვუწოდებ, სეზონური ინფექციების დროს ნუ მიმართავთ ანტიბიოტიკებით თვითნებურ მკურნალობას. ვირუსის შემთხვევის დროს ანტიბიოტიკის დანიშვნა და მიღება არასწორია, არ არის რეკომენდებული.
მინდა აღვნიშნო ფარინგიტების, ლარინგიტების, სინუსიტების და ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების დროს, შეგვიძლია გამოვიყენოთ „ფაგიო“, რომელიც არის ანტიბიოტიკის ბუნებრივი ალტერნატივა. ის შერჩევითად მოქმედებს, ანადგურებს მხოლოდ „მავნე“ ბაქტერიებს და ჯანმრთელ მიკროფლორას არ ებრძვის.
ამიტომ, „ფაგიო“ ძალიან კარგი საშუალებაა ბაქტერიებთან ბრძოლისთვის. ანტიბიოტიკს კი – გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რაც ძალიან დიდხანს გრძელდება ორგანიზმში. მე ვფიქრობ ფაგებს კარგი მომავალი აქვს და გარკვეულწილად შეგვიძლია ფაგებით ჩავანაცვლოთ ანტიბიოტიკოთერაპია.“
18 ოქტომბერი, 2024
ბიოქიმფარმის მოდერნიზებულ ფაგების ისტორიულ საწარმოს სახელოვანი ექიმები ეწვივნენ:
ექიმებმა მოინახულეს ფაგების განახლებული საწარმო და დაესწრნენ პრეპარატი ფაგიო®-ს ევროპული სტანდარტით წარმოების პროცესს. სტუმრებმა ბიოქიმფარმის გუნდთან ერთად განიხილეს თანამედროვე მედიცინასა და პედიატრიაში ფაგოთერაპიის მნიშვნელობის საკითხები.
25 სექტემბერი, 2024
თბილისში, გოთუას ქუჩაზე მდებარე ბაქტერიოფაგის შენობაში შებიჯება დროში მოგზაურობას ჰგავს. უზარმაზარ თეთრ სვეტებს გასცდები თუ არა, დიდ ფოიეში აღმოჩნდები, სადაც საბჭოთა არქიტექტურის მკაცრი მონუმენტურობა თავს ერთბაშად გატყდება. უძველეს მონაცრისფრო სტენდზე ათწლეულების განმავლობაში შექმნილი წამლების გაცრეცილი ეტიკეტებია გამოფენილი. საბჭოთა სტენდიდან რამდენიმე მეტრში კი ხასხასა ყვითელ კედელზე მანათობელი ასოებით ფაგების საწარმო წერია. წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია. რომ არა ეს კუთხე, ვერაფრით მიხვდებოდი, რომელ ეპოქაში იმყოფები. კარს მიღმა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ფაგების ისტორიული ტექნოლოგიის გამოყენებით ინოვაციურ პრეპარატებს აწარმოებს.
„ეს ამიერკავკასიაში ყველაზე სუფთა ოთახია”, — მიხსნის კომპანიის გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი საწარმოს დათვალიერებისას. შემინულ ოთახში ჰაერი წუთში ერთ-ნახევარჯერ სრულად იცვლება, მძლავრი ჰეპაფილტრები მტვრის ნაწილაკებსა და ბაქტერიებს ეფექტიანად იჭერენ, თუმცა ფილტრებზე დიდ პრობლემებს ამ შენობაში ბაქტერიებს ფაგები უქმნიან. ეს სივრცე, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის ყველა დანარჩენი ელემენტი, მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის მონაპოვარია. 2021-2023 წლებში საწარმოს განახლებაში 17.5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო და ფაგების ისტორიული შენობის 60-მდე ოთახი სრულად გადაიარაღდა. კომპანიამ ევროპული სტანდარტებით განსაზღვრული GMP (Good Manufacturing Practice) სტატუსიც მოიპოვა, რაც „ბიოქიმფარმს“ საშუალებას აძლევს, მომავალში ვაქცინებიც კი აწარმოოს. სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდეს, არსებული საწარმოს მთავარი მიზანი მსოფლიოსთვის ანტიბიოტიკების ალტერნატივის შეთავაზებაა.
ფაგების მიმართ გლობალური სამეცნიერო საზოგადოების ინტერესი არათუ ყოველწლიურად, არამედ ყოველთვიურად იზრდება. მთავარი მიზეზი კი ანტიბიოტიკური რეზისტენტობის გლობალური კრიზისია. დაახლოებით 80 წელია, კაცობრიობა გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს მასობრივად იყენებს. ამ პერიოდში ბაქტერიებმა კარგად შეისწავლეს ანტიბიოტიკების მოქმედების პრინციპი და მათ მიმართ შეუვალები გახდნენ. ბაქტერიებს, რომლებზეც ჩვენთვის ცნობილი არც ერთი ანტიბიოტიკი აღარ მოქმედებს, სუპერბაგებს ანუ სუპერბაქტერიებს უწოდებენ. ისინი ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდებიან. მეცნიერების გათვლით, თუკი დროულად არ ვიმოქმედებთ, 50 წლის შემდეგ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა უფრო დიდ პრობლემას შეუქმნის კაცობრიობას, ვიდრე სიმსივნე და დიაბეტი ერთად. მსოფლიო აქტიურად ეძებს ანტიბიოტიკების ალტერნატივას, თუმცა ისეთი მეთოდის პოვნა, რომელიც ბაქტერიებს დააზიანებს, ადამიანს კი — არა, არც ისე მარტივია. გამოსავალი შეიძლება არა ახალი მეთოდის გამოგონება, არამედ კარგად დავიწყებული ძველი ტექნოლოგიის გახსენება იყოს.
ფაგები დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმები არიან და უკვე მრავალი საუკუნეა, გარემოში ბაქტერიების რაოდენობას არეგულირებენ. მათი კულტივაციის პრინციპი მარტივია — სადაც ბაქტერიას პოულობ, როგორც წესი, იქვეა მასზე მონადირე ფაგიც, თუმცა ამ უმცირესი ცოცხალი ორგანიზმების გამოცალკევება, შესწავლა და კატალოგიზაცია არც ისე მარტივი საქმეა. ფაგები სამეცნიერო ფანტასტიკიდან გადმოსულ რობოტებს ჰგვანან — დიდი თავით, გრძელი ტანითა და პაწაწინა ფეხებით, რომლითაც ბაქტერიების ზედაპირს ეჭიდებიან, მემბრანას არღვევენ და ბაქტერიაში საკუთარი გენეტიკური ინფორმაცია შეჰყავთ. გამრავლების შემდეგ ფაგები ბაქტერიას ხეთქავენ და ამ პროცესს იმდენჯერ იმეორებენ, სანამ საკვები არ გამოელევათ, ანუ — ინფექცია არ ამოიწურება. ეს ერთადერთი „წამალია”, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ დამოუკიდებლად იმრავლებს თავს. თუ ანტიბიოტიკები ნაღმივით მოქმედებენ და გარშემო ყველაფერს ანადგურებენ, ფაგები სნაიპერებს ჰგვანან, რომელთაც მიზანში კონკრეტული ობიექტი ჰყავთ ამოღებული. ფაგების მაღალი სპეციფიკურობა უპირატესობაცაა და ხელის შემშლელი ფაქტორიც. უპირატესობა იმიტომ, რომ ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატები ადამიანის სხეულში არსებულ ჯანსაღ მიკროფლორას საფრთხეს არ უქმნიან, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ თითოეულ ბაქტერიას საკუთარი ფაგი უნდა მიუსადაგო. ეს დახვეწილ ტექნოლოგიებს, ფინანსებს, დროსა და მოთმინებას მოითხოვს.
რატი იმ დანადგარს მაჩვენებს, სადაც „ბიოქიმფარმი“ ფაგებს ამრავლებს. ბიორეაქტორში ფაგებსა და ბაქტერიებს შორის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს. მიკროსკოპული საბრძოლო ველიდან ფაგები ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიან: „ჯერ ბაქტერიებს ვაჭმევთ თავიანთ საჭმელს და მოვაძლიერებთ, შემდეგ კი კონკრეტულ დროს შეგვყავს ფაგები, რომლებიც ამ ბაქტერიებს ფაქტობრივად ფაგების გამამრავლებელ ქარხანად აქცევენ”, — მიხსნის ის. პროცესის ბოლოს ბიორეაქტორში განადგურებული ბაქტერიები და მილიარდობით და ტრილიონობით ფაგი რჩება. მრავალჯერადი ფილტრაციის შემდეგ ფაგების კონცენტრირებული მასა საინიექციო წყალში იხსნება და მედიკამენტად გარდაიქმნება. ამ მომენტისთვის საწარმო ფაგების გამოყენებით 15-ზე მეტ მედიკამენტს აწარმოებს.
34 წლის რატისთვის ფაგები საქმეცაა, ცხოვრებისეული მისიაც და საოჯახო ბიზნესიც. ის ფარმაცევტების ოჯახში გაიზარდა და ბავშვობაში ლამპის შუქზე ისმენდა ამბებს ყოჩაღი ფაგებისა და ვერაგი ბაქტერიების შესახებ. მამამისმა, ალექსანდრე ღოლიჯაშვილმა ფაგების საწარმოში 1982 წელს დაიწყო მუშაობა, 1999 წელს კი კოლეგებთან ერთად ამავე შენობაში „ბიოქიმფარმი“ დააარსა. ფაგების ისტორიული საამქრო, რომლის ბაზაზეც კომპანია შეიქმნა, თითქმის 100 წელს ითვლის.
ფაგების ისტორია საქართველოს ისტორიასთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ორი მეცნიერის, კანადელი ფელიქს დერელისა და ქართველი გიორგი ელიავას მეგობრობით იწყება. 1917 წელს დერელმა განგის დაბინძურებულ წყლებში სუფთა არეები აღმოაჩინა და მათი არსებობა ბაქტერიებზე მონადირე უხილავ მიკროორგანიზმებს დაუკავშირა. პასტერის ინსტიტუტში, სადაც დერელი მუშაობდა, ამ ჰიპოთეზას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. იმ დროისთვის მიკრობიოლოგია, როგორც სფერო, ჩანასახის ეტაპზე იყო და ფაგის პირველი ფოტოს გადაღება ელექტრონული მიკროსკოპით მხოლოდ 1940 წელს შეძლეს. დერელმა კოლეგების სკეპტიციზმის გასაქარწყლებლად დამაჯერებელი არგუმენტები ვერ წარმოადგინა, თუმცა მეცნიერის შეუპოვრობამ და ძალისხმევამ გარკვეულ წრეებში შედეგი მაინც გამოიღო. „პატარა მომაკვდინებელ ბაცილებს მათზე კიდევ უფრო პატარა მტრები ჰყავთ”, — ასე აღწერდა ფაგებს 1925 წელს New York Times-ი.
იმავე პერიოდში, როცა დერელი თავიდან ფეხებამდე იყო ჩაფლული საკუთარი აღმოჩენის კვლევაში, პარიზში ვაქცინაციის ტექნოლოგიის შესასწავლად ქართველი მეცნიერი, გიორგი ელიავა სტუმრობდა. ელიავა ჯერ დერელის მოწაფე გახდა, შემდეგ კი — მეგობარი. ფაგების იდეით აღტაცებულმა ელიავამ დერელი საქართველოში მოიწვია. მეცნიერებმა ერთად დაარწმუნეს საბჭოთა მთავრობა, რომ თბილისის იმდროინდელ გარეუბანში, საბურთალოზე მსოფლიოში პირველი ბაქტერიოფაგებზე ფოკუსირებული კვლევითი ინსტიტუტი შეექმნათ. ბაქტერიოფაგების ინსტიტუტის მშენებლობის პარალელურად დერელი თბილისში გადმოვიდა სამუშაოდ და აქ წიგნიც კი დაწერა, მაგრამ ორი კოლეგის იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მშენებლობის დასრულებიდან ცოტა ხანში, 1937 წელს გიორგი ელიავას სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება (ეპიდემიის მომზადება) დააბრალეს და მეუღლესთან ერთად დახვრიტეს. ამ ამბით თავზარდაცემული ფელიქს დერელი საქართველოდან გაიქცა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა, ფაგების ისტორია კი ინსტიტუტის დამფუძნებლების გარეშე გაგრძელდა.
დერელის აღმოჩენიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ მსოფლიომ პენიცილინის შესახებ შეიტყო და ფაგების მიმართ ისედაც ძლივს გაღვივებული ინტერესი დასავლეთში მალევე მინელდა. ფაგებმა გლობალური თვალთახედვიდან საბოლოო გაუჩინარებამდე სხვა ამპლუაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს: ფაგის მარტივი მოლეკულური აგებულება დნმ-ში არსებული გენების შესწავლის კარგ ინსტრუმენტად იქცა. ნობელიატი მაქს დელბრუკი და ფრენსის კრიკი, რომელთაც დნმ-ის კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, თავდაპირველად სწორედ ფაგებს შეისწავლიდნენ.
რკინის ფარდის მიღმა ფაგების ტექნოლოგიის შესწავლა და განვითარება არასდროს შეუწყვეტიათ. კვლევითი საქმიანობის ზენიტში, მეორე მსოფლიო ომის დროს ინსტიტუტში 1300-მდე ადამიანი მუშაობდა. ფაგების საამქროს მიერ წარმოებულ მედიკამენტების მთავარი მომხმარებელი კი საბჭოთა არმია იყო. ინსტიტუტი, რომელიც ორ დიდ მიმართულებას, კვლევასა და წარმოებას მოიცავდა, მთელ საბჭოთა კავშირს ემსახურებოდა. ცენტრი კვირის განმავლობაში 150-200 ტონამდე მოცულობის სხვადასხვა პრეპარატს აწარმოებდა, მათ შორის, ვაქცინებსა და შრატებს. წარმოება იმდენად მასშტაბური იყო, რომ ინსტიტუტის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სარკინიგზო ხაზი შემოდიოდა და მასალით დატვირთული ვაგონები პირდაპირ დანიშნულების ადგილებისკენ მიემართებოდა. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ფაგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო საბჭოთა მთავრობამ კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებშიც გახსნა საწარმოები, თუმცა თბილისი ისევ ფაგების სფეროს ლიდერად რჩებოდა.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ფაგების საამქრო, რომელიც როგორც შესყიდვების, ისე ნაწარმის გავრცელების კუთხით მოსკოვზე იყო დამოკიდებული, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა და ჯერ მრეწველობის სამინისტროს, შემდეგ კი მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადავიდა. აი, როგორ აღწერდა 1996 წელს საქართველოში ჩამოსული სამეცნიერო ჟურნალისტი პიტერ რადეცკი ისტორიული შენობის მდგომარეობას Discover Magazine-ში: „მდინარე მტკვრის ნაპირზე განლაგებული სამეცნიერო კამპუსი ნაწილებად იშლება. წყალი და ელექტროენერგია შენობას დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება. დერეფნები პირქუშია, ოთახების უმეტესობას მძიმე ბოქლომი ადევს და შენობაში ისევე ცივა, როგორც გარეთ”.
რატი ღოლიჯაშვილს დანგრევის პირას მყოფი ფაგების საწარმოც ახსოვს, დაჟანგებული დანადგარებითა და ჩამსხვრეული ფანჯრებით. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ფაგების ინსტიტუტისათვის, თუმცა თანამშრომლებს მუშაობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტიათ. ისინი ხშირად უხელფასოდ, რთულ პირობებში აგრძელებდნენ კვლევებს, მხოლოდ იმ განცდით მოტივირებულები, რომ არ შეიძლებოდა, საქართველოს ბიოტექნოლოგიური ტრადიციის ისტორია ასე დასრულებულიყო. იმ პერიოდისთვის ფაგების სფეროში 15 წლის გამოცდილების მქონე მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრე ღოლიჯაშვილმა ყველაზე უიმედო სიტუაციაში პერსპექტივის დანახვა შეძლო. მან და მისმა კოლეგებმა ნასესხები ფულით ისტორიული საამქრო შეისყიდეს და მინიმალური ფინანსური სახსრებით შეუდგნენ აღდგენას. „იმ მომენტში მამამ კოლეგებთან ერთად ძალიან გარისკა. მეც რისკიანი ვარ, მაგრამ ასეთი თამამი ნაბიჯი ჩემთვისაც კი სასიამოვნოდ გასაკვირია. მართლა სჯეროდა ამ იდეის. ახლა ერთად გვჯერა”, — ამბობს სიამაყით რატი.
თავდაუზოგავი შრომისა და პარტნიორების მოძიების შედეგად „ბიოქიმფარმის“ დამფუძნებლებმა ნელ-ნელა აღადგინეს დანგრეული ინფრასტრუქტურა და 2000-იანი წლების ბოლოს შუა აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ექსპორტი განაახლეს. საქართველოში ფაგების ტექნოლოგიური ტრადიცია არა მხოლოდ გადარჩა, არამედ განვითარდა კიდეც. ამავე პერიოდში დასავლეთი უფრო და უფრო დაინტერესდა ერთ დროს მივიწყებული ტექნოლოგიით. 1996 წელს Discovery Magazine-ში რადეცკის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის შემდეგ თბილისში BBC-ის გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა და ამ საკითხზე ფილმი მოამზადა. 2000 წელს კი თბილისში ბაქტერიოფაგების კვლევას ვრცელი სტატია მიუძღვნა New York Times-მა.
2010-იანი წლებიდან რატი ეტაპობრივად ჩაერთო კომპანიის საქმიანობაში. მისი კარიერა „ბიოქიმფარმში“ კომპანიის სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციით დაიწყო. მისი მოვალეობა იყო, ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატების შესახებ ექიმებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა. მშობლებისგან ზეწოლა, რომ კარიერა აუცილებლად „ბიოქიმფარმისთვის“ უნდა დაეკავშირებინა და საოჯახო ბიზნესი გადაებარებინა, არასდროს უგრძნია. მალევე იპოვა ამ საქმეში „უდიდესი აზარტი” და კომპანიის გლობალურ პოტენციალში თავადაც დარწმუნდა: „მივხვდი, რომ ეს არ იყო ერთი ჩვეულებრივი ფარმაცევტული მცირე ბიზნესი, რომელიც საქართველოთი შემოიფარგლებოდა. დაახლოებით ორ წელიწადში უკვე ვხედავდი, საით და როგორ უნდა წავსულიყავით”.
რატიმ სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციიდან მარკეტინგში გადაინაცვლა და 2014-2015 წლებში „ბიოქიმფარმის“ ფლაგმანი პროდუქტის, „ფაგიოს” მარკეტინგული კამპანია განახორციელა. დაბალბიუჯეტიანმა, მაგრამ ძალიან ეფექტურმა სარეკლამო რგოლმა, რომელშიც ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ფაგებისთვის დამახასიათებელი სიზუსტით ანადგურებდა სამიზნე „ბაქტერიებს”, „ფაგიოს“ ცნობადობა ახალ საფეხურზე აიყვანა. კამპანიის სამიზნე აუდიტორია მშობლები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იყვნენ — სეგმენტი, სადაც ფაგებზე დაფუძნებული წამლები განსაკუთრებით მაღალ ღირებულებას ქმნიდა. „არც მშობლებს და არც პედიატრებს არ უნდათ, ბავშვებს მისცენ ანტიბიოტიკები, თუ ამის თავიდან არიდება შეიძლება”, — განმარტავს რატი. დღეს „ფაგიო“ საქართველოს 1000 აფთიაქში, ჯამში კი მსოფლიოს 8000-მდე აფთიაქში იყიდება.
2020 წელს უკვე გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მყოფმა რატი ღოლიჯაშვილმა გუნდთან ერთად „ბიოქიმფარმის“ შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გადაწყვიტა: „დრო იყო, ქვეყნისა და რეგიონის წრე გაგვერღვია და შესაძლებლობა გვქონოდა, ჩვენი პროდუქტები ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაგვეყიდა”, — ამბობს ის. ამისთვის კი აუცილებელი წინაპირობა ევროპული ფარმაცევტული სტანდარტების დაკმაყოფილება და კომპანიის სრული განახლება იყო. საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების ორწლიანი პროექტი ევროკავშირის, EBRD-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტოების – „აწარმოე საქართველოში“ და GITA-ს (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს) მხარდაჭერით განხორციელდა.
დღეს „ბიოქიმფარმი“ ერთადერთი საწარმოა ამიერკავკასიაში, რომელიც წამლის სტერილურ სითხოვან ფორმებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს. მოდერნიზაციის შემდეგ „ბიოქიმფარმში“ დასაქმებულთა რაოდენობა 30-დან 72-მდე გაიზარდა. კომპანია საქართველოში ფაგების ბაზრის 95%-ს ფლობს და მსოფლიო მასშტაბით ფაგების ინდუსტრიაში ანგარიშგასაწევი მოთამაშეა. საწარმოს ყოველწლიურად 30 მილიონამდე ფლაკონი პრეპარატის წარმოების პოტენციალი აქვს. „ბიოქიმფარმში“ და ზოგადად, საქართველოს ბიოტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების დანერგვამ რატის სამჯერ მოუტანა Forbes 30 Under 30-ის ტიტული როგორც მეცნიერების, ისე მეწარმეობის კატეგორიაში. ის ასევე არის საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის თავმჯდომარე და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის საბჭოს წევრი.
„საქართველოში თითქმის ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა ამ პროექტის განხორციელება მცირე ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა და ამ სფეროში ექსპერტიზის ნაკლებობის გამო. დამატებით ფაგების ტექნოლოგიის სპეციფიკურობაც გასათვალისწინებელი იყო. ფაქტობრივად გადავხტით და გზაში ავაწყვეთ თვითმფრინავი”, — იხსენებს რატი. მისი თქმით, მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ, თუმცა პროექტის წარმატება საბოლოოდ ძლიერმა ორგანიზაციულმა კულტურამ, მისიის სიცხადემ და მულტიდისციპლინური გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ განსაზღვრა: „მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი გუნდი მთავარი მისიის გარშემო გაერთიანდა: ერთად გვებრძოლა ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მქონე პაციენტებისთვის სიცოცხლის გადამრჩენელი მედიკამენტები მიგვეწოდებინა. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შეუპოვრობაა ის იარაღი, რომელიც ამბიციურ ხედვას რეალობად გარდაქმნის”.
მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია „ბიოქიმფარმს“ საშუალებას აძლევს, საექსპორტო არეალი მნიშვნელოვნად გაზარდოს და რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისათვის კიდევ უფრო ეფექტიანი მედიკამენტები შექმნას. მთავარი ბარიერი, რომელიც ევროპის ბაზარზე ქართული ფაგების ექსპორტთან იყო დაკავშირებული, უკვე გადალახულია. მიმდინარე გამოწვევა შესაბამისი პარტნიორების პოვნა და ევროპის ქვეყნის მოქალაქეებამდე ქართული ფაგების მიტანაა.
ფაგოთერაპიის მიმართ დასავლეთი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დიდ სიფრთხილეს იჩენდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბჭოთა კავშირის მეცნიერებისადმი უნდობლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში ფაგებთან დაკავშირებული დაახლოებით 50 კვლევა მიმდინარეობს, ფაგებით მკურნალობის შესახებ მონაცემების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდისაა, შესაბამისად, ახალი სამეცნიერო მიდგომებისა და ტექნოლოგიების ფონზე გადასინჯვას საჭიროებს. წლების განმავლობაში ფაგოთერაპია ექსპერიმენტულ მკურნალობად ითვლებოდა და მას მაშინ იყენებდნენ, როცა სხვა დანარჩენი მეთოდები არ მუშაობდა, თუმცა ეს ტენდენცია სწრაფად იცვლება. მკურნალობაში ფაგების წარმატებით გამოყენების ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა 2016 წელს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულ ქალს უკავშირდება. მძიმე დაზიანებების მქონე 30 წლის პაციენტს ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, სეპტიკური შოკი განუვითარდა. ექიმები ანთებით ქსოვილებში აღმოჩენილ ბაქტერიებს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მაღალი დოზით ორ წელიწადზე მეტხანს უშედეგოდ ებრძოდნენ. საბოლოოდ ქალის სიცოცხლე თბილისიდან გამოგზავნილმა ბაქტერიოფაგმა იხსნა.
2023 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ფაგის ტექნოლოგია იმ 10 ტექნოლოგიას შორის დაასახელა, რომელთაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ. განსაკუთრებით საინტერესო მიმართულება – ფაგების ინჟინერიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიებით პროგრამირებულმა ფაგებმა შეიძლება ცალკეული ბაქტერიული სახეობები სამკურნალო მოლეკულების საწარმოებლად გამოიყენონ, ან კონკრეტული წამლების მიმართ მგრძნობიარე გახადონ. მეცნიერებს შეუძლიათ, ფაგები კიდევ უფრო სპეციფიკური პრობლემების მოსაგვარებლად მიმართონ და დაავადებების ფართო სპექტრი განკურნონ როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებსა და მცენარეებში.
2024 წლის გაზაფხულზე ევროპის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის ხარისხის მარეგულირებელმა საბჭომ ფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტებისათვის რეგულაციური ჩარჩო შეიმუშავა: „განისაზღვრა, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატი ხარისხობრივად და შინაარსობრივად, რათა ევროპის ქვეყნებში გაიყიდოს, — ამბობს რატი, — ეს, ფაქტობრივად, მწვანე შუქია ფაგებისათვის და გვინდა, რომ სწორედ ქართული ფაგები აღმოჩნდნენ პირველი ფაგები ევროპის ბაზარზე”.
დღეს ფაგოთერაპიის გარდა, „ბიოქიმფარმის“ პროდუქცია აქტიურად გამოიყენება საკვების უსაფრთხოებასა და სოფლის მეურნეობაში. PowerPhage ანტიმიკრობული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში, მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების ფაგებით ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. მთელ მსოფლიოში გამოყენებული ანტიბიოტიკების 80% სწორედ ფერმებზე მოდის, სადაც მათ ცხოველებში სწრაფად წონის მოსამატებლად და ფერმებში ჰიგიენის შენარჩუნების იაფ ალტერნატივად იყენებენ. სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება გლობალური პრობლემის ჭრილში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანტიბიოტიკებს კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ არ იღებთ, თქვენს ორგანიზმში ანტიბიოტიკების გარკვეული დოზა საკვებიდან სისტემატურად მაინც ხვდება.
რატი ღოლიჯაშვილი დარწმუნებულია, რომ ფაგების ტექნოლოგიის მომავალი იმედისმომცემია და საქართველო, როგორც ამ ტექნოლოგიის პიონერი, უახლოეს წლებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის დამარცხების საქმეში. „ანტიბიოტიკორეზისტენტობა ამ მომენტისთვის დაახლოებით იმავე მასშტაბის პრობლემაა, როგორიც გლობალური დათბობა ან კიბო, ჩვენ კი გვაქვს წამალი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით”, — ამბობს რატი.
რატის თავდადება „ბიოქიმფარმისა“ და ფაგების ტექნოლოგიების მიმართ, პროფესიულის გარდა, ცხადია, პერსონალური მიზეზებითაცაა განპირობებული. მის სამსახურსა და ცხოვრების დანარჩენ სფეროებს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად არის გადაჯაჭვული მისი ბიოგრაფია ფაგებთან. როგორც ბიოფარმაცევტული კომპანიის მენეჯერს, საკმაოდ რთული მისია აკისრია: უზრუნველყოს უწყვეტი სამეცნიერო პროგრესი კომპანიაში და ეს პროცესი კომერციულ ინტერესებთან დააბალანსოს. რომ აღარაფერი ვთქვათ გლობალურ მისიაზე, რაც თანამედროვე ბიოტექნოლოგიების რუკაზე საქართველოს პოზიციონირებას უკავშირდება.
რატის სჯერა, რომ კარგი მენეჯერი თავად უნდა აკეთებდეს იმას, რასაც სხვას სთხოვს: „ვცდილობ, რომ მაქსიმალურად პირდაპირი ვიყო სამსახურებრივ ურთიერთობაში და სხვებისგანაც ამას ვითხოვ”. „ბიოქიმფარმი“ სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ტრადიციისა და ინოვაციის, წინა თაობის გამოცდილებისა და ახალგაზრდა თანამშრომლების შეუპოვრობის სინთეზის დამსახურებაა კომპანიის უწყვეტი ზრდა.
აღსანიშნავია ისიც, თუ რამდენად ზედმიწევნით იცნობს რატი „ბიოქიმფარმის“ მუშაობის ყველა დეტალს. როგორც თავად იხსენებს, კომპანიის განვითარების თითოეულ ახალ ეტაპზე ათეულობით წიგნს კითხულობდა და ცდილობდა, თეორიული ცოდნა მაშინვე გადაეტანა პრაქტიკაში. ასე შეისწავლა ფარმაცევტული მარკეტინგი, ბიოტექნოლოგიური პატენტირების სპეციფიკა და მაღალტექნოლოგიური კომპანიის განვითარების სტრატეგიები. მოდერნიზაციის ეტაპზე კი გუნდთან ერთად უზარმაზარი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი დასჭირდა: “ვიცი, თითოეული დანადგარი რა ფასად არის ნაყიდი, რა პარამეტრები აქვს და რა სპეციფიკაციები. ინჟინერი, ტექნოლოგი, იურისტი, შესყიდვების მენეჯერი, ხარისხის გუნდის წარმომადგენლები — ყველანი ბოლომდე ვიყავით ჩართულები გადაიარაღების პროცესში”.
რატის მიერ წარმოდგენილ მომავალში „ბიოქიმფარმი“ არა მხოლოდ ფაგების, არამედ მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე გლობალური მოთამაშე ხდება და მისი დამსახურებით საქართველო ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბად იქცევა: „შეიძლება თითოეული ნაბიჯი წინასწარ არ ვიცოდე, მაგრამ იმას, როგორ ვართ მაგ პოზიციაში, თვალნათლივ ვხედავ. როგორც ჩემი, ისე სხვა თანამშრომლების თითოეული გადაწყვეტილება მაგ წერტილამდე მისვლას ემსახურება”, — ამბობს ის.
ახალგაზრდა ინოვატორი დარწმუნებულია, რომ საკმარისი მონდომებითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით საქართველო ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლაზე მომუშავე მკვლევრების, მეცნიერების, ბიზნესებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრის ადგილად იქცევა. მომავლის მკაფიო ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რატის, როგორც ლიდერის კიდევ უფრო შთამბეჭდავი თვისება ისაა, რომ შეუძლია, წარმოდგენილი დიდი სურათი სხვებსაც დაანახოს და მთელი გუნდის ძალისხმევა ერთი მიზნისაკენ მიმართოს.
„ბიოქიმფარმი“ ჩვეულებრივი ბიოფარმაცევტული კომპანია არაა. უნიკალური ისტორიული კონტექსტის გამო ფაგების საწარმო საქართველოს ბიოტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროების სავიზიტო ბარათად იქცა. ისტორიული საამქროს მაღალტექნოლოგიურ კომპანიად ტრანსფორმაცია იმის დასტურია, რომ წარსულსა და მომავალს შორის ხიდის აგება ნამდვილად შესაძლებელია. თუ ფაგების მიმართ მსოფლიოს მზარდ ინტერესს გავითვალისწინებთ, გიორგი ელიავას ხედვა, რომელშიც საქართველოში შექმნილი ტექნოლოგია სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის, შეიძლება განხორციელებისაგან არც ისე შორს იყოს.
23 სექტემბერი, 2024
ბიოქიმფარმი ულოცავს “პროკრედიტ ბანკს” 25 წლის იუბილეს.
18 სექტემბერი, 2024
მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სოფო სამხარაძე საუბრობს ფაგების მომავალზე სტომატოლოგიაში:
„ფაგებს სტომატოლოგიაში დიდი პერსპექტივა აქვთ. ფაგის პრეპარატები მავნე ბაქტერიის წინააღმდეგ მოქმედებენ და არ აზიანებენ სასარგებლო მიკროფლორას.“
4 სექტემბერი, 2024
პლატფორმას “დედამიცის” ესაუბრება პედიატრი და კლინიკური დირექტორი თეა შავთვალაძე.
ანტიბიოტიკო რეზისტენტობა რამდენ აქტუალური საკითხია ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში თქვენს პრაქტიკაში?
ანტიბიოტიკო რეზისტენტობა გლობალური პრობლემაა, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მიმართულებით ფართო კვლევები არ ტარდება და არა მარტო ამ მიმართულებით, ზოგადად კვლევების კუთხით პრობლემა გვაქვს. მსოფლიოს სტატისტიკის გათვალისწინებით ვხედავთ, რომ ანტიბიოტიკო რეზისტენტობის პრობლემა საკმაოდ ზრდადია და ვფიქრობ, რომ ძალიან საყურადღებო. ანტიობიტიკო რეზისტენტობის ზრდადობას უკავშირდება სიკვდილიანობის მატებაც და სწორედ ამიტომ აქვს საშიში მიმდინარეობა ამ პრობლემას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ანტიბიოტიკო რეზისტენტობა დიდი პრობლემა გახდება 2050 წლისთვის და შესაძლოა ამ დროისთვის ტრილიონამდე ადამიანიც კი იმყოფებოდეს ამ პრობლემის ქვეშ (რაც ავტომატურად მათი სიკვდილიანობის რისკს გაზრდის). აუცილებელია, აღვნიშნო ის, რომ ანტიბიოტიკრეზისტენტობას მარტო ორგანიზმის მიკრობიოტის მდგომარეობა ან ანტიბიოტიკის არასწორი მიღება არ აპროვოცირებს, მას აპროვოცირებს და ზრდადს ხდის ის საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ყოველდღიურად. ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება ანტიბიოტიკები/ჰორმონები – ბოსტნეული, ხილი,მარცვლეული და მათ შორის ცხოველებიც კი ზოგჯერ ანტიბიოტიკის/ჰორმონების გადაჭარბებული დოზებით იკვებებიან/ინკურნებიან და სწორედ ამ საკვების მიღება ხდება ამ პრობლემის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი. ამის გარდა, ანტიბიოტიკო რეზისტენტობას ზრდის ქირურგიული ოპერაციების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობების, ხშირი ავადმყოფობების დროს არასწორი დოზებით,დღეებით თუ ხარისხობრივად დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპია.საქართველოში სამწუხაროდ ხარისხიანი ანტიბიოტიკების არსებობის სერიოზული დეფიციტი გვაქვს(მიზეზი ბევრია).
მე როგორც ერთი ექიმი-პედიატრი, სწორედ ამ პრობლემების გამოსავლად არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც კი ვხედავ ფაგოთერაპიას და ძალიან მახარებს “ბიოქიმფარმის” აქტივობა საერთაშორისო მასშტაბით.
რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში რესპირატორული ტრაქტის ინფექციები, ნაწლავური ინფექციები ?
რესპირატორული ტრაქტის ინფექციები საკმაოდ ხშირია ჩემს პრაქტიკაში და არა მარტო ჩემს პრაქტიკაში ეს პრობლემა ზოგადად ჭარბობს ყველა პედიატრის პრაქტიკაში , შემდეგ მოდის ნაწლავური და სხვა სისტემის ინფექციები. რესპირატორულ და ნაწლავურ ინფექციებზე ერთად მომართვიანობის დაახლოებით 80-85 % მოდის.
გვესაუბრეთ ფაგიოს და ბიოქიმფარმის ახალი პროდუქტის “ფაგესტის” შესახებ. როდის გამოიყენება ის და რა დაავადებების სამკურნალოდ?
პირველ რიგში როგორც ექიმს, როგორც პედიატრს და როგორც ქართველ პედიატრს ,განსაკუთრებით მეამაყება რომ ფაგები ქართული პროდუქტია.მე ფაგებს ყოველთვის ვიყენებდი წარმატებულად და იმის მიუხედავად რომ პროტოკოლ/გაიდლაინებში მათ შესახებ არ ეწერა და ჯერაც არ წერია თავს ვაძლევდი და ვაძლევ უფლებას ამ პროდუქტის დანიშვნით ჩემი პაციენტები ვასარგებლო .
ძალიან მიხარია “ბიოქიმფარმის” დახმარებით რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავა ქართული ფაგი ,მათ შორის “ფაგესტი” ,რომელიც კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროდუქტია.
“ფაგესტი” გამოიყენება ბევრი ავადობის დროს, იქნება ეს – ინფექციური/მოგზაურთა დიარეა , კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტები, კვებითი ინტოქსიკაციები,სხვადასხვა ბაქტერიული თუ პარაზიტული ინფექციები.
“ფაგესტი” ეფექტური და უსაფრთხო ანტიბაქტერიული პრეპარატია და ის გამოიყენება სიმპტომების გამოვლენისთანავე,საპრევენციოდაც კი , მათ შორის ბავშვებში სიცოცხლის პირველივე დღეებიდან(უკუჩვენების არ არსებობის გამო) და ეს ძალიან კარგია, როგორც ბავშვისთვის, ასევე ექიმისთვის. ყველამ იცის და დედებმა პირველ რიგში,რომ პატარა(ახალშობილები/ჩვილები) ასაკში, ჩვენ(პედიატრი/დედა) შეზღუდულები ვართ პრეპარატების მიცემაზე.სწორედ ამ კუთხით ძალიან კომფორტულია ექიმისთვის ფაგიოს ან “ფაგესტის”გამოყენება საჭიროებისამებრ.
რა პრეპარატს ურჩევთ მშობლებს ზღვაზე წასაღებად შესაძლო კუჭ–ნაწლავის გართულებებისგან თავის ასარიდებლად?
ვურჩევ რა თქმა უნდა “ფაგესტს”.
დედებმა კარგად იციან, რომ დიარეა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ყველა ბავშვს ემართება.ნაწლავური ინფექციების მხრივ ზაფხულის პერიოდი აქტიური იმიტომ არის, რომ სიცხეში ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან,ეს ხდება როგორც საკვებიდან,ასევე წყლიდან ,რასაც ემატება ჰიგიენური პირობების დაუცველობა ზღვაზე ბავშვებთან და შედეგიც არ აყოვნებს ხოლმე.
ექიმები მშობლებს ყოველთვის ვურჩევთ განსაზღვრულ პრეპარატებს როდესაც მიდიან დასასვენებლად და ამ ნუსხაში მათ აუცილებლად უნდა მონიშნონ “ფაგესტი”.
რესპირაციული ტრაქტის დაავადებები როდის არის აქტიური, თქვენ რა სტადიაზე მოგმართავენ და როგორ მართავთ?
რესპირაციული ტრაქტის დაავადებები დღეს უკვე წელიწადის ყველა დროში აქტიური გახდა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის შემდეგ, თუმცა უფრო მეტი აქტიურობით მაინც შემოდგომა-ზამთრის-ადრეული გაზაფხულის პერიოდია. როგორც ზემოთ მოგახსენეთ მომართვიანობის 80-85 % რესპირატორულ/ნაწლავურ ინფექციებზე მოდის. მოგვმართავენ ძირითადად ავადობის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს. მომართვიანობა ძირითადად უკავშირდება ტემპერატურას,დიარეას ან სურდო – ხველას.
აღსანიშნავია პედიატრებს ხშირად გვიწევს დედები დავარწმუნოთ იმაში, რომ არამც თუ ყოველ ჯერზე,არამედ საკმაოდ იშვიათად არის ანტიბიოტიკის მიღება საჭირო და ხშირად ბავშვი სიმპტომური მკურნალობით გამოდის მდგომარეობიდან, თუმცა საჭიროა დაკვირვება და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
ამასთან პედიატრს/თერაპევტს ბაქტერიული გართულების საშიშროების ნიშნები არ უნდა გამოეპაროს და ზოგჯერ სასწრაფოდაც საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება და აი აქ მნიშვნელოვანია სწორედ დოზების შერჩევა ბავშვის წონიდან გამომდინარე და დღეების შერჩევა ავადობის სიმწვავიდან და თავად ანტიბიოტიკიდან გამომდინარე.
ბაქტერიული ინფექციის საშიშროებისას მე პირადად ძალიან მეხმარება ფაგიო ან ფაგესტი, რომელიც მიკეთებს როგორც დაავადების პრევენციას, ასევე დიდწილად მარიდებს პაციენტთან ანტიბიოტიკის დანიშვნის აუცილებლობას და ეს უკვე წლებია გრძელდება. მადლობა ფაგებს და “ბიოქიმფარმა”-ს ამისთვის.
23 აგვისტო, 2024
Enterprise Georgia-ს მიერ #ვაძლიერებთსაქართველოს პროგრამის ფარგლებში შექმნილი ვიდეო რგოლი – “ბიოქიმფარმის” წარმატების ისტორია.
მადლობა ვუხდით პროექტის მხარდაჭერისთვის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
29 ივლისი, 2024
პედიატრი გვირჩევს:
თამთა ივანაშვილი – პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პედიატრიული კლინიკა მმედი22-ის სამედიცინო და სამეცნიერო განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი,ჯანმრთელობის დაცვის რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტი.
“ბავშვები განსაკუთრებულ მოვლას, მზრუნველობას და სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებენ. მშობლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე რეკომენდაციების ცოდნა, რადგან ადრეული ასაკის ბავშვზე ადექვატური ზრუნვა და შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა ბავშვის ჯანმრთელობისა და სრულფასოვანი განვითარების საფუძველია. არსებობს ძირითადი რეკომედაციები, რომელთა გათვალისწინება მშიბლებს დაეხმარება, რომ უზრუნველყონ ბავშვების საუკეთესო პატრონაჟი და რა თქმა უნდა, უმჯობესია ეს რჩევები ექიმთან კონსულტირებით მივიღოთ. დღეს ვისაუბროთ ბიოქიმფარმის პროდუქციაზე, მათი გამოყენების ჩვენებებზე, უსაფრთხოებასა და სარგებლიანობაზე. ამ პროდუქციას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვთა დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში, როგორც ქართულ, ბუნებრივ, უნიკალური ტექნოლოგიით მიღებულ საშუალებებს, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ბავშვთა ასაკში გავრცელებული უხშირესი დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს.”
თქვენს პრაქტიკაში რამდენად ხშირია Რესპირატორული და ნაწლავური ინფექციები?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, რესპირატორული ინფექციები პირველ ადგილს იკავებს დაავადებების გავრცელების რეიტინგში, განსაკუთრებით ბავშვთა პოპულაციაში – შესაბამისად, რესპირატორული ინფექციები არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც მშობლები მიმართავენ ჯანდაცვის სპეციალისტებს. ბავშვთა იმუნური სისტემა გარკვეულწილად არ არის სრულყოფილი, ადრეულ ასაკში ისინი ხშირად ავადობენ ვირუსული ინფექციებით.დაავადების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება დღენაკლულობა, დაბადების მცირე წონა, სუსტი იმუნური სტატუსი, იმუნოდეფიციტი, კარდიო-პულმონალური პრობლემები, მალნუტრიცია, გარემოს დაბინძურება, მშობლების მიერ თამბაქოს გამოყენება, ძუძუთი კვების არარსებობა. რაც შეეხება ნაწლავურ ინფექციებს, ეს ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ანთებით მიმდინარე დაავადებებია, რაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსებმა, ბაქტერიებმა, უმარტივესებმა. ვირუსული ინფექციები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციით მიმდინარეობს, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის გარდა ორალურ-ფეკალური გზითაც ვრცელდება. მომართვიანობა განსაკუთრებით იმატებს საკურორტო სეზონზე, როდესაც ვერ ხდება ჰიგიენის ნორმების და კვების პირობების შესაბამისი დაცვა. მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვების პირადი ჰიგიენის წესების დაცვას, პირველ რიგში, ხელების ხშირი დაბანას, საკვებად კარგად გარეცხილი პროდუქტის და სასმელად სუფთა წყლის გამოყენებას, სურსათის მაცივარში შენახვას და ა.შ. პაციენტების ( განსაკუთრებით ეს ეხებათ ადრეული ასაკის პაციენტებს) პედიატრიული პროფილის პაციენტების ექიმთან მომართვიანობის ხშირ მიზეზს სწორედაც რომ რესპირატორული და ნაწლავური ვირუსული ინფექციები წარმოადგენს.
გვესაუბრეთ ფაგიოსა და ასევე ბიოქიმფარმის ახალი პროდუქტის “ფაგესტის” შესახებ. Როდის გამოიყენება ის და რა დაავადებების სამკურნალოდ?
ბიოქიმფარმი უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას სრულიად ჯანსაღი, ბუნებრივი და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად იყენებს. ფაგიო პრაქტიკაში უკვე ფართოდ დანერგილი პროდუქტია, რომელიც პედიატრიული ასაკის პაციენტების მშობლების უმრავლესობამ კარგად იცის და ხშირად წარმატებითაც იყენებენ კიდეც. ფაგიოს უნიკალური თვისებები აქვს, იგი გამოიყენება მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ბავშვებსა და მოზრდილებში. გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს , როგორიცაა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები, ანგინა, სინუსიტი, ბრონქიტი, შუა-ყურის ანთება, უროგენიტალური ინფექციები, ცისტიტი, ურეთრიტი , დისბაქტერიოზი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ფაგიოს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, მოქმედებისას ანადგურებს მხოლოდ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.
ფაგესტი – ანადგურებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (დისბაქტერიოზის) გამომწვევ მავნე ბაქტერიებს; იგი ზრდის პრობიოტიკებით თერაპიის ეფექტურობას; არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას და რაც მთავარია, უსაფრთხოდ გამოიყენება ბავშვებსა და ორსულებში. ფაგესტი იწარმოება ევროპული სტანდარტით, რაც განასხვავებს მას სხვა პრეპარატებისგან და განსაზღვრავს მის მაღალ ხარისხსა და ეფექტურობას. იგი გამოიყენება მკურნალობისა და პრევენციისთვის, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: დისბაქტერიოზი, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი; კვებითი ინტოქსიკაცია, გასტეროენტერიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი; სალმონელოზი, ეშერიხიოზი, შიგელოზი. ჩვენი პაციენტების მშობლების უმრავლესობა ენდობა ფაგესტის უპრეცედენტო უსაფრთხოებასა და ეფექტურობას და იცის, რომ ფაგესტი ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივაა, რომელიც როგორც ფაგიო, გამოიყენება ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ბუნებრივ ანტიმიკრობულ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ის ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს თანმხლები გვერდითი ეფექტების გარეშე. ფაგესტი არის ინოვაციური საშუალება, ფაგების კოქტეილი, რომელიც შედგება ბუნებრივი ანტიბაქტერიული აგენტებისგან, და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს პრობლემებთან გასამკლავებლად, ანტიბიოტიკების გამოყენების გარეშე.
რა პრეპარატს ურჩვეთ მშობლებს ზღვაზე წასაღებად შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად?
ბავშვის გაყვანა ზღვაზე დასასვენებლად პირველ რიგში სრული უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა მოხდეს. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის ასაკი და დასასვენებელი ადგილის ყველა მახასიათებელი. სასურველია მათ თან გქონდეთ პირველადი დახმარების სააფთიაქო კალათა, რომელშიც იქნება სიცხის დამწევი, ალეგიის საწინააღმდეგო საშუალება, დიარეის საწინააღმდეგო საშუალება, ელექტროლიტები, სიცხის საზომი და ა.შ. კალათის შემადგენლობას მშობლებს ურჩევს პედიატრი. სააფთიაქო კალათის საუკეთესო შემადგენელ ნაწილს ფაგიო და ფაგესტი წარმოადგენს, როგორც ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებები, რომლებიც მშობლებს დაუკეთესო დახმარებას გაუწევს დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. მშობლებს ვურჩევდი, ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი პედიატრის რჩევები ნებისმიერი საშუალების გამოყენებისას, მოერიდეთ გადაწყვეტილების თავად მიღებას, რაც არ უნდა უსაფრთო პრეპარატს ეხებოდეს მკურნალობა.
რესპირატორული ტრაქტის დაავადებები როდის არის აქტიური, თქვენ რა სტადიაზე მოგმართავენ და როგორ მართავთ ამ დაავადებებს?
რესპირატორული ტრაქტის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც მშობლები მოგვმართავენ. ვირუსების სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც აერთიანებს თითქმის 200 განსხვავებულ ვირუსს, იწვევენ ბავშვებსა და მოზრდილებში სპორადულ და ეპიდემიურ რესპირატორულ ინფექციებს. გრიპის A და B, პარაგრიპის და რესპირატორული სინციტიალური ვირუსებითა და ადენოვირუსებით გამოწვეული ინფექციების ზეგავლენა ჩვილებსა და ბავშვებზე ფრიად მნიშვნელოვანია და ავადობის შედეგები ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, RSV არის ბრონქიოლიტის და პნევმონიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი 1 წლამდე ბავშვებში და იწვევს წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონ ამბულატორიულ ვიზიტს, 520000 ვიზიტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, 58,000 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევას და დაახლოებით 100-დან 500-მდე სიკვდილობას ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. რეპირატორული დაავადებები რეალურად ყველა სეზონსე შესაძლებელია შეგვხვდეს, პაციენტების უმრავლესობა ექიმს მიმართავს დაავადების მეორე-მესამე დღეს. ინფექციების უმეტესობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა, მნიშვნელოვანია ის ვირუსული ინფექციები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული შედეგები ბავშვებისათვის და საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. რა თქმა უნდა დაავადებას ვმართავთ სიმპტომების, სიმძიმის, ბავშვის ასაკის და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, და ყოველთვის ვცდილობთ არასაჭირო პრეპატარების გამოყენების თავიდან აცილებას. ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: კარგი რესპირატორული ჰიგიენას, დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სახლში დარჩენას, მრავალფეროვანი საკვების მიღებას, ჩვილი ბავშვის დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას ძუძუთი კვება წარმოადგენს; მნიშვნელოვანი და შეუცვლელია ვაქცინაცია, განათლება პრევენციის შესახებ, თამბაქოს მავნებლობის პროპაგანდა, ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება. მკურთალობის პროცესში ფაგიოს გამოყენებით იგი აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ამცირებს გართულებების სიხშირეს, აქვს დიდი როლი ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემასთან ბრძოლაში.
თქვენი პრაქტიკის მიხედვით, რამდენად აქტუალურია ანტიბიოტიკო -რეზისტენტობის პრობლემა ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში?
საფრთხე, რომელიც კაცობრიობის წინაშეა – რეალურია. მსოფლიოშიც და საქართველოშიც პრობლემა ფრიად აქტუალურია. ამ პრობლემასთან ბრძოლისათვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა: პაციენტების მიერ უნდა შეწყდეს ანტიბიოტიკების თვითნებური არჩევა და გამოყენება, სამედიცინო პერსონალის მიერ ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება ზედმიწევნით უნდა განისაზღვროს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ სტრატეგია: ინფექციების კონტროლისა და პრევენციის, ასევე ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისა თუ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მშობელებისათვის გასათვალისწინებელია რეკომენდაციები: ნუ მისცემთ თქვენს შვილს ანტიბიოტიკს თვითნებურად. თუ პრეპარატი დანიშნულია ექიმის მიერ, ზედმიწევნით დაიცავით დოზა, მკურნალობის ხანგრძლივობა, აკონტროლეთ წამლის ვადა, ნუ მისცემთ რჩევას სხვას ანტიბიოტიკის შესახებ. გისურვებთ თქვენი და თქვენი პატარების ჯანმრთელობას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა.
20 ივნისი, 2024
mshoblebi.ge
ბოლო ათწლეულებია, კომპანია ბიოქიმფარმის პრეპარატი „ფაგიო“, მშობლებისა და პატარების საყვარელ პროდუქტად იქცა. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დედების 92%-მა, იცის და ენდობა ფაგიოს უპრეცედენტო უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ფაგიოს მწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილებით, ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა. 2024 წლის მაისიდან საქართველოს ყველა მსხვილ ქსელურ და საცალო აფთიაქებში ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატი – ფაგესტი®. პრეპარატის ბუნებრივი და უნიკალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ფაგესტი® გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც.ფაგესტი® გამოიყენება შემდეგი დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით:
ტრილიონობით ბაქტერია, სოკო და ვირუსი, რომლებიც ქმნიან ადამიანის ნაწლავურ მიკრობიომს, ვითარდება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე და კვლევების თანახმად, ჩვენ პირველად მათ დედების საშვილოსნოშივე ვხვდებით. რაც უფრო ვიზრდებით, ნაწლავის მიკრობიომა განაგრძობს გამრავალფეროვნებას და ეს მრავალფეროვნება ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას, რაც დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის რეაქციებზე და ტვინის ფუნქციონირებაზე. იმუნურ უჯრედებთან კომუნიკაციით, ნაწლავის მიკრობიომი აკონტროლებს, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ინფექციის შემოჭრისას.
ახალი კვლევის თანახმად, საშუალოდ, 1 წლამდე ასაკის ჩვილის ნაწლავის მიკრობიომაში ბაქტერიების 93% პოტენციურად საშიშია. ზოგიერთი ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, პირდაპირ კავშირშია ნაწლავის მიკრობიომის დაქვეითებასთან. მარტივმა და ბანალურმა კვებითმა ინტოქსიკაციამ ან ინფექციამ შეიძლება ბავშვს დისბქტერიოზი განუვითაროს.ინფექციებთან ბრძოლისა და ბაქტერიების კონტროლისთვის სტანდარტულად ანტიბიოტიკებს იყენებენ. თუმცა, ანტიბიოტიკების თითქმის ყველა ჯგუფი მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ მოქმედებს ბაქტერიებზე. ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება აძლიერებს და იმუნურს ხდის ბაქტერიებს, რაც ხელს უწყობს მათი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. ასევე ანტიბიოტიკის გვერდითი ეფექტი შეიძლება ნაწლავის მიკროფლორაში სასარგებლო მიკრობების განადგურება იყოს. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს დიარეას (ფაღარათს), ან დისბაქტერიოზს. საერთაშორისო კვლევების თანახმად პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადების განვითარებას სწორად გადატანილ ინფექციურ დაავადებას უკავშირებს.
ფაგესტი® ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივაა, რომელიც როგორც ფაგიო, გამოიყენება ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ბუნებრივ ანტიმიკრობულ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ის ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს თანმხლები გვერდითი ეფექტების გარეშე. ფაგესტი® არის ინოვაციური საშუალება. ის წარმოადგენს ფაგების კოქტეილს, რომელიც შედგება ბუნებრივი ანტიბაქტერიული აგენტებისგან, რომლებსაც ბაქტერიოფაგები, ან უბრალოდ ფაგები ეწოდება. ინოვაციური საშუალება შექმნილია ბაქტერიებით (Salmonella, Shigella, E.coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas and Enterococcus) გამოწვეული ინფექციების როგორც მკურნალობის, ისე პრევენციის მიზნით.
ფაღარათისა და დისბაქტერიოზის დროს ფაგესტი®, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, მიზანმიმართულად ანადგურებს დაავადების გამომწვევ, მავნე (პათოგენურ) ბაქტერიებს, მათ შორის რეზისტენტულს, რაც განაპირობებს უსაფრთხოების უპრეცედენტოდ მაღალ დონეს. ის ანადგურებს მხოლოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (დისბაქტერიოზის) გამომწვევ მავნე ბაქტერიებს. ფაგესტი® ზრდის პრობიოტიკებით თერაპიის ეფექტურობას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება პრობიოტიკებთან ერთად კომბინაციაში.
14 ივნისი, 2024
ფაგების მწარმოებელი ქართული კომპანია “ბიოქიმფარმი” დაჯილდოვდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon Europe – ჰორიზონტი ევროპა”-ის სერტიფიკატით, როგორც მეცნიერებისა და ინოვაციის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური განმცხადებელი, მონაწილე და ბრწყინვალების სიგელის (SEAL OF EXCELLENCE) 3 გზის მფლობელი.
პროგრამაში მონაწილეობის მიზანია საქართველოს, როგორც ფაგების სამშობლოს, პოზიციონირება მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პრობლემისა და გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჰორიზონტი ევროპას პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების განხორციელებას. ასევე პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.
31 მაისი, 2024
“ბიოქიმფარმი”, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის European Bank for Reconstruction and Development (EBRD) კლიენტი და პარტნიორი ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან (AMR) ბრძოლაში, EBRD-ის მდგრადობის წლიურ (2023 წლის) ანგარიშში მოხვდა.
„ბიოქიმფარმმა“ EBRD-ის, ასევე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზება განახორციელა, რის შედეგადაც მოხდა ევროკავშირში აღიარებულ სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და GMP სერტიფიცირება. საწარმოს გადაიარაღებისა და მოდერნიზაციის 6,5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანიამ მსოფლიო ანტიბიოტიკორეზისტენტობის კრიზისთან ბრძოლაში მოწინავე ადგილი დაიკავა.
„ბაქტერიოფაგები, იგივე ფაგები, წარმოადგენენ მიკროორგანიზნებს, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან ბაქტერიებს. ფაგოთერაპია გულისხმობს ფაგების გამოყენებას ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. “ბიოქიმფარმის” საწარმოს მოდერნიზირება GMP სტანდარტთან შესაბამისობით, საშუალებას მისცემს კომპანიას ფაგის პრეპარატების წარმოების მოცულობა გაზარდოს და გააფართოვოს ექსპორტის არეალი“- ნათქვამია რეპორტში.
31 მაისი, 2024
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი, ალკის დრაკინოსი და EBRD-ის გუნდი “ბიოქიმფარმი”-ს ფაგების ისტორიულ საწარმოს ეწვია.
შეხვედრის ფარგლებში, EBRD-ის გუნდი გაეცნო საერთაშორისო კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს სამუშაო პროცესსა და ფაგის პრეპარატების წარმოების დეტალებს.
29 მაისი, 2024
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის რეგიონული ექსპორტის დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სარა ჩიჯი და ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, კონსული კლერ ოლბლესსი საელჩოს გუნდთან ერთად, ბიოქიმფარმის ფაგების საწარმოს ესტუმრნენ.
19 მაისი, 2024
24 აპრილი, 2024
კომპანია „ბიოქიმფარმმა“ მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე, რომელიც ანტიბიოტიკორეზისტენტობის (AMR) წინააღმდეგ იყო მიმართული.
AMR, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პრობლემაა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გლობალურ საფრთხედ დაასახელა. „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა, წარადგინა უნიკალური ფაგების ტექნოლოგია და ბიოქიმფარმის ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციის წარმატებული პროექტი.
სიმპოზიუმი 18 აპრილს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში EBRD-ის სათაო ოფისში გაიმართა.
27 მარტი, 2024
19 მარტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება განისაზღვრა. მათ შორის, ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ფაგის ტექნოლოგიაა.
„საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და ქვეყანას აქვს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
„საქართველოს აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პოტენციალი, ასევე ისტორიული კონტექსტი ფაგების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის დღევანდელი განცხადება არის ცალსახად პოზიტიური სიგნალი მთლიანად სფეროსთვის და იმედი მაქვს, რომ ეს მომენტი გარდამტეხია საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და ფაგების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების აკვანი და სამშობლო და საქართველოში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 100 წლამდე აკუმულირებული ტექნოლოგიური გამოცდილება. დღესდღეობით ფაგები ანუ ბაქტერიოფაგები, არის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა და ჩვენ შეგვიძლია ვპოზიციონირდეთ, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბი.
მეტი ხელშემწყობი ინსტრუმენტები ბიზნესის, კვლევითი ინსტიტუტების, ორგანიზაციების მხარდასაჭერად.
მეტი პოზიციონირება და საქართველოს ცნობადობის ზრდა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბისა და მსოფლიო ცენტრისა.
ეს არის ორი მნიშვნელოვანი გზა იმ შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოყენების, რაც საქართველოში გვაქვს ფაგებისა და ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლის მიმართულებით“. – კომპანია „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი
ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიის „ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიული ბაქტერიოფაგის შენობაში (1934) მდებარეობს და პირველი GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის მქონე საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხევად, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს.
საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების ორწლიანი 17,5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ევროკავშირის, EBRD-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტოების – „აწარმოე საქართველოში“ და „GITA“-ს (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს) მხარდაჭერით განხორციელდა.
კომპანია „ბიოქიმფარმი“ დაფუძნებულია იმ ისტორიულ ფაგების საწარმოზე, რომელიც 1934 წელს დაარსდა და ამჟამად ასაქმებს 68 ადამიანს, ფლობს ორ საერთაშორისო პატენტს და ახორციელებს ექსპორტს რვა ქვეყანაში.
„ბიოქიმფარმი“ განვითარების პროცესის შემდეგ მიზნად ბიზნესის ინტერნაციონალიზაციასა და ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანას ისახავს. უახლოესი 2-3 წლის პერსპექტივაში კომპანია გეგმავს რამდენიმე პროდუქტით იყოს წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში – უნიკალური ქართული ფაგის პრეპარატები 100-ზე მეტ ქვეყანაში გახადოს ხელმისაწვდომი.
20 მარტი, 2024
საქართველოს აქვს პოტენციალი, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლის მსოფლიო ჰაბი გახდეს. ამის შესახებ „ბიოქიმფარმის“ მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი jandacva.ge-სთან აცხადებს და ამით ეხმაურება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გუშინ გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებს.
კერძოდ, ღონისძიებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ფაგების ტექნოლოგიებში პიონერია და დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით.
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ კი განაცხადა, რომ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ფაგებზე იმ დროს, როცა ანტიბიოტიკები რეზისტენტულობას კარგავს და ბევრ დაავადებასთან თუ ინფექციებთან მიმართებაში უფუნქციო ხდება.
„დღეს მსოფლიოში წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, გიგანტები, როგორიცაა „ფაიზერი,“ „ასტრაზენეკა,“ მრავალმილიონიან, მილიარდიან ინვესტიციებსაც კი ახორციელებენ ფაგების განვითარების ხელშესაწყობად. საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია სამეცნიერო მიმართულებით. ახლა ჩვენი ფოკუსი იქნება სამეცნიერო ცოდნა, სამეცნიერო გამოცდილება კომერციალიზაციაში გადავზარდოთ,“ – განაცხადა კასრაძემ.
რატი ღოლიჯაშვილის შეფასებით, საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი და ასევე ისტორიული გამოცდილება ფაგების წარმოების და კვლევის მიმართულებით. მისივე თქმით, პრემიერის განცხადება და დაანონსებული, წამახალისებელი სიახლეები არის ცალსახად პოზიტიური სიგნალი და გარდამტეხი მომენტი საქართველოში ბიოტექნოლოგიების და ფაგების განვითარების მიმართულებით.
„საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლოც და გაგვაჩნია 100 წლამდე ტექნოლოგიური გამოცდილება ამ მიმართულებით. დღეს ფაგები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა და შეგვიძლია ვპოზიციონირდეთ როგორც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბი. პრემიერის განცხადება ამ მხრივ პოზიტიური სიგნალია,“ – აღნიშნა ღოლიჯაშვილმა.
მისი თქმით, „ბიოქიმფარმი“ ამ ეტაპზე ახორციელებს ექსპორტს 8 ქვეყანაში და აქვს ინტერნაციონალიზაციის ამბიცია, რათა 5-7 წლის პერსპექტივაში ექსპორტმა 80 ქვეყანა მოიცვას და „სიცოცხლის შემნარჩუნებელი ფაგის პრეპარატებით“ მილიონობით პაციენტი მოამარაგოს.
„ბიოტექნოლოგიების და ბიოფარმაცევტიკის განვითარება საქართველოსთვის არის ეფექტური გზა, რომელიც კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში,“ – აღნიშნა „ბიოქიმფარმის“ ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სწორედ ფაგების პოპულარიზაცია და მისი ევროპულ ბაზრებთან დაახლოებაა ბრიუსელში კომპანიის დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
კერძოდ, რატი ღოლიჯაშვილის ინფორმაციით, ბრიუსელში, ევროპის ინოვაციებისა და მეცნიერების კვირეულზე „ჯიტას“ ეგიდით 5 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
„გასახარია, რომ ქართული ინოვაციური კომპანიები და ტექნოლოგიები კიდევ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში, მეტად უახლოვდება ევროპის ბაზრებს და ჩვენი ვიზიტი ემსახურება ევროპაში ფაგების შემოტანას, დისტრიბუციას, რათა მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ პაციენტს, რომელიც იტანჯება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობით,“ – აცხადებს „ბიოქიმფარმის“ ხელმძღვანელი და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია საქართველოს, როგორც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლის მსოფლიო ცენტრის, მეტი პოზიციონირება და ცნობადობის ზრდა საერთაშორისო ასპარეზზე.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის საკითხი საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოში, აქტუალურია, მათ შორის – ჰოსპიტალური ინფექციების მხრივ არსებული ვითარების გამო, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც ანტიბიოტიკების არაადეკვატური მოხმარება და მათ მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა სახელდება. ექსპერტების თქმით, ჰოსპიტლებში ინფექციების შიდა გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია რეზისტენტობა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა. Jandacva.ge
8 მარტი, 2024
„დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს, კერძო სექტორის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების და ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდება საქართველოს, როგორც ფაგების ექსპორტიორის პოზიციონირება მსოფლიოში და საშუალოვადიან, 3-4-წლიან, პერსპექტივაში ევროკავშირის ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტით – ფაგების პრეპარატებით ვიქნებით წარმოდგენილი“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლო და ჩვენ შეგვიძლია ვპოზიციონირდეთ ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბად. რაც არის ფარის პროექტი, რომელიც გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებს გაუმკლავდება.
„ჩვენი კომპანია ისტორიულ ბაქტერიოფაგის საწარმოზე დაყრდნობით შექმნილი საწარმოა, რომელიც აწარმოებს ფაგებს, 8 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, 65 ადამიანს ასაქმებს და 2 საერთაშორისო პატენტი აქვს. რაც განსაკუთრებით საამაყოა, მივიღეთ ევროპულ სტანდარტთან გათანაბრებული GMP სერტიფიკატი. ჩაიდო 17 მლნ ლარის ინვესტიცია, სადაც ჩართულები იყვნენ ევროკავშირი, EBRD, „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მრავალი ადგილობრივი და უცხოური დონორი ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაში“, – აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
მისი თქმით, ეს არის 100%-ით კვლევაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტი, რომელიც საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების 10 000-მდე აფთიაქში იყიდება და, ფაგების ანტიბიოტიკების რეზისტენტობიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ევროპაშიც აქტიურად იკიდებს ფეხს.
„დღეს ანტიბიოტიკური თერაპია აღარ ითვლება მკურნალობის ყველაზე წარმატებულ მეთოდად იმიტომ, რომ ვეღარ კურნავს ბევრ დაავადებას და მისი ალტერნატივაა ფაგები, რომლის სამშობლოც საქართველოა. შეგვიძლია საქართველოს პოზიციონირება გავაკეთოთ, არა მხოლოდ გასტრონომიული მიმართულების, არამედ სხვა მხრივაც პოზიციონირდეს. აეროპორტის განვითარება ძალიან კარგია, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია ვპოზიციონირდეთ ანტიბიოტიკური რეზისტენტობის ჰაბად. რაც არის ფარის პროექტი, რომელიც გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებს გაუმკლავდეს“, – აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
რაც შეეხება ქართული ფაგების საექსპორტო პოტენციალს, „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ გაყიდვებში პროპორცია, 40-დან 60%-მდე ლავირებდა, თუმცა ევროპული სტანდარტის სერტიფიკატის მიღების შემდეგ ექსპორტს გაზრდიან.
„ექსპორტისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ევროპული ხარისხის სერტიფიკატის არ არსებობა. ახლა შესაძლებლობა გვაქვს, გავზარდოთ საექსპორტო არეალი. დიდი ამბიციები გვაქვს. ეს არ არის დამატებითი ღირებულების პროდუქტი. ჩვენ არა მხოლოდ წამლის გარდაქმნაზე ვფიქრობთ, არამედ ბრენდზე ვსაუბრობთ. ძალიან მალე ვიწყებთ აქტივობას იმისთვის, რომ სწორად პოზიციონირება მოხდეს ჩვენი კომპანიის და ჩვენი ქვეყნის. როცა ფაგებზე ვინმე ისაუბრებს, იქვე საქართველოც უნდა ახსენოს“, – აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
7 მარტი, 2024
ფაგების მწარმოებელი ადგილობრივმა კომპანია „ბიოქიმფარმის” გენერალური მენეჯერი იმედოვნებს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში კომპანიის მიერ წარმოებული ფაგები პირველი იქნება, რომელიც ევროპაში ექსპორტზე გავა. ამის შესახებ რატი ღოლიჯაშვილმა BM.GE-ისთან განაცხადა.
აღსანიშნია, რომ ფაგების მწარმოებელი ადგილობრივმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც თბილისში 1934 წლიდან ფუნქციონირებს, GMP სერტიფიკატი გასულ წელს მიიღო. ბიოქიმფარმის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს იყო მთავარი ბარიერი ევროპის ბაზარზე ქართული ფაგების ექსპორტთან დაკავშირებით გადალახულია. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს უშუალოდ ექსპორტისთვის საჭირო სხვა პროცედურების პროცესი.
“რა თქმა უნდა, რეგულაციები სფეროებიდან გამომდინარე განსხვავებულია რეგულაციები და სტანდარტები და მოიცავს ბევრ დეტალს. ჩვენს ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის საწარმოო სტანდარტი და ასევე გასავლელია კონკრეტული პროცედურები, რომ ჩვენი უნიკალური ფაგები ევროპულ ბაზარზე მოხვდეს. მნიშვნელოვანი ბარიერი დღეს გადალახულია და დღეს უკვე იმ პროცესში ვართ, რომ პარტნიორების მოსაძიებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, დისტრიბუციისთვის, რეგისტრაციისთვის, მარკეტინგული ავტორიზაციისთვის ჩვენი უნიკალური ფაგების. დიდი იმედი მაქვს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ვიქნებით პირველი ვინც, ევროპაში ფაგების და ზოგადად ფარმაცევტული სტერილური სითხოვანი წამლის ფორმების ექსპორტს განახორციელებს”, – ამბობს რატი ღოლიჯაშვილი.
3 აგვისტო, 2023
ბაქტერიები უჯრედული მიკროოგანიზმებია, რომლებიც დედამიწაზე მილიონობით წელია ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ და არსებობენ. ისინი შეიძლება შეგვხვდეს ყველგან: წყალში, ჰაერში, ადამიანის კანსა და ორგანიზმში. არსებობენ როგორც სასარგებლო, ასევე საშიში ბაქტერიები, რომელთაც შეუძლიათ სერიოზული დაავადებების გამოწვევა. სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე ცხელ წერტილებს, სად შეიძლება შეხვდეს თქვენი შვილი საშიშ ბაქტერიებს:
არიზონას უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სათამაშო მოედნებსა და სკვერებში უფრო გავრცელებულია მავნე მიკრობები, ვიდრე ჩვენს საპირფარეშოში. რატომ? „საპირფარეშოებს უფრო ხშირად უკეთებენ დეზინფექციას“ – ამბობს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კელი რეინოლდსი.
ღია სკვერებსა და მოედნებზე მრავლად შევხვდებით ცხოველებსა და ფრინველებს, რომლებიც ბაქტერიების პირველადი გადამტანები არიან. მათმა დატოვებულმა ფეკალურმა მასებმა, შესაძლოა ბავშვებში გამოიწვიოს კანის ინფექციები და კუჭის დაავადებები.
ასევე, საზოგადოებრივ შეკრების ადგილებში უფრო მარტივად ვრცელდება ლორწოვანი მავნე ბაქტერიები, რომელსაც ბავშვები ცემინების ან სურდოს დროს გამოყოფენ.
ქალაქში გავრცელებული ტიპური სასმელი თუ არასასმელი შადრევანი შეიცავს ათასობით მავნე ბაქტერიას. ჯანდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის (NSF) კვლევის მიხედვით, ბავშვები მიდრეკილნი არიან თითებითა და შუბლით შეეხონ სასმელ შადრევნებს, რითიც მიკრობებს გადასცემენ სხვა ადამიანს. აღსანიშნია რომ, გაციებისა და გრიპის ვირუსები მეტალზე ხუთ საათამდე ცხოვრობენ.
ასევე სასმელ შადრევნებს მოიხმარენ მიუსაფარი ცხოველები, რაც კიდევ უფრო ზრდის ტერიტორიის დაბინძურების რისკს.
მართალია თანამედროვე სუპერმარკეტებში დეფინფექციისა და დასუფთავების სტანდარტი ძალიან მაღალია, თუმცა სასურსათე კალათები მაინც განსაკუთრებით საფრთხილოა. სუპერმარტკეტის თანამშრომლები და მომხმარებლები გამუდმებით ეხებიან ურიკის სახელურებს და გადასცემენ მიკრობებს. ამ დროს განსაკუთრებით საშიშია, თუ უმი ხორცის სისხლის წვეთები სახელურს მიაღწევს, რის შედეგადაც შესაძლოა თქვენმა ბავშვმა გადაყლაპოს საშიში ბაქტერიები: ნაწლავის ჩხირი, სალმონელა და სხვა.
იმ ღილაკებს, რომელსაც თქვენი შვილი ეხება ელექტრონული მოწყობილობებისა და სათამაშო აპარატების გასააქტირებულად, დღის მანძილზე ასობის სხვა პატარა კიდებს ხელს, რაც რისკს განსაკუთრებულად ზრდის. ასეთივე დაბინძურებულია ლიფტის ღილაკებიც. ასე რომ გართობის დროს უთხარით თქვენ შვილს, არ შეეხოს ცხვირს, პირსა და თვალებს, ხოლო გართობის შემდეგ აუცილებლად დაიბანოს ხელები.
თანამედროვე ეპოქაში ბაქტერიებით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია კომპიუტერის კლავიატურა. NSF კვლევის თანახმად, სკოლისა და სახლის კლავიატურაზე უფრო მეტი მიკრობია, ვიდრე კარის სახელურებზე.
რომ არ დაბინძურდეს კლავიატურა ბაქტერიებისგან, საჭიროა მისი ყოველდღიური წმენდა სადენზინფექციო საშუალებებით. ასევე ცემინებისას თქვენს შვილს მიუთითეთ აიფაროს მკლავი ან ცხვირსახოცი, რათა ნაკლებად გავრცელდეს კომპიუტერზე მიკრობები. კლავიატურის გამოყენების წინ და შემდგომ აუცილებელია დავიბანოთ ხელი.
ბავშვების უმეტესობას უყვარს ქუჩის ძაღლებთან და კატებთან ერთად თამაში და მათი მოფერება. რა თქმა უნდა, რთულია ბავშვს ეს დაუშალო, თუმცა ცხოველები ბაქტერიების გადატანის ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოველებთან თამაშის შემდეგ კარგად მოხდეს ხელებისა და სახის დეზინფექცია.
ბაქტერიებთან საბრძოლველად ბაქტერიების ბუნებრივი „მტერი“ ფაგები გამოიყენება. ფაგოთერაპია არის ბაქტერიოფაგებით (ფაგებით) მკურნალობის სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მავნე (პათოგენური) ბაქტერიებით გამოწვეული ქრონიკული და მწვავე ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო საქართველოში) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. ის გამოიყენება E.coli, Streptococcus, Staphylococcus, Pseudomanas aeruginosa, Proteus ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
ნატურალური ფაგებით წარმოებული პრეპარატი ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის (ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი), ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის (დიარეა, დისბაქტერიოზი), ასევე უროგენიტალური ინფექციების (ცისტიტი, ურეთრიტი) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
2 აგვისტო, 2023
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, დაასრულა ფაგების ისტორიული საწარმოს (1934 წლიდან) მოდერნიზაციის პროცესი. საწარმო აღიჭურვა ევროპული გაიდლაინების შესაბამისად და ემსახურება ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და წარმოებას.
“ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
მოდერნიზაციის პროცესის დასრულების აღსანიშნად, კომპანია ბიოქიმფარმმა პარტნიორ კომპანიებს “ფაგების ჯილდო“ გადასცა.
“გვსურს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამოვხატოთ გულწრფრელი მადლიერება უწყვეტი მხარდაჭერისთვის (ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი – EBRD, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), პროკრედიტ ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA). ჩვენ შევქმენით და გადავეცით „ფაგების ჯილდო“ ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლასა და ფაგის ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის დასაფასებლად.“ – რატი ღოლიჯაშვილი ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.
დღევანდელ პოსტში გამოვყოფთ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში! გულწრფელ მადლობას ვუხდით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს გუნდს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ პაველ ჰერჩინსკის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის გუნდის ხელმძღვანელს, ბატონ დომინიკ პაპენჰეიმს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ფაგოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
წარმოგიდგენთ ჯილდოს გადაცემის ამსახველ ფოტომასალას.
ჩვენ ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
26 ივლისი, 2023
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, დაასრულა ფაგების ისტორიული საწარმოს (1934 წლიდან) მოდერნიზაციის პროცესი. საწარმო აღიჭურვა ევროპული გაიდლაინების შესაბამისად და ემსახურება ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და წარმოებას.
“ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
მოდერნიზაციის პროცესის დასრულების აღსანიშნად, კომპანია ბიოქიმფარმმა პარტნიორ კომპანიებს “ფაგების ჯილდო“ გადასცა.
“გვსურს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამოვხატოთ გულწრფრელი მადლიერება უწყვეტი მხარდაჭერისთვის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში, ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი – EBRD, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და პროკრედიტ ბანკი.) ჩვენ შევქმენით და გადავეცით „ფაგების ჯილდო“ ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლასა და ფაგის ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის დასაფასებლად.“ – რატი ღოლიჯაშვილი ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.
დღევანდელ პოსტში გამოვყოფთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს! გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილსა და მინისტრის მოადგილეს, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ფაგოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში. წარმოგიდგენთ ჯილდოს გადაცემის ამსახველ ფოტომასალას.
ჩვენ ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
21 ივლისი, 2023
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, დაასრულა ფაგების ისტორიული საწარმოს (1934 წლიდან) მოდერნიზაციის პროცესი. საწარმო აღიჭურვა ევროპული გაიდლაინების შესაბამისად და ემსახურება ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და წარმოებას.
“ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
მოდერნიზაციის პროცესის დასრულების აღსანიშნად, კომპანია ბიოქიმფარმმა პარტნიორ კომპანიებს “ფაგების ჯილდო” გადასცა.
“გვსურს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამოვხატოთ გულწრფრელი მადლიერება უწყვეტი მხარდაჭერისთვის (ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი – EBRD, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO, პროკრედიტ ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA). ჩვენ შევქმენით და გადავეცით „ფაგების ჯილდო“ ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლასა და ფაგის ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის დასაფასებლად.“ – რატი ღოლიჯაშვილი ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.
მოცემულ სტატიაში გვინდა გამოვყოთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), რომელთანაც გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ახალი ინოვაციური ბიოფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის მიმართულებით, რომელიც მიმართული იქნება ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალური გამოწვევის დამარცხებისკენ. გულწრფელ მადლობას ვუხდით GITA-ს გუნდსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს, ავთანდილ კასრაძეს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ფაგოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმოგიდგენთ ჯილდოს გადაცემის და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ამსახველ ფოტომასალას.
ჩვენ ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
7 ივლისი, 2023
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, დაასრულა ფაგების ისტორიული საწარმოს (1934 წლიდან) მოდერნიზაციის პროცესი. საწარმო აღიჭურვა ევროპული გაიდლაინების შესაბამისად და ემსახურება ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და წარმოებას.
“ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
მოდერნიზაციის პროცესის დასრულების აღსანიშნად, კომპანია ბიოქიმფარმმა პარტნიორ კომპანიებს “ფაგების ჯილდო” გადასცა.
“გვსურს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამოვხატოთ გულწრფრელი მადლიერება უწყვეტი მხარდაჭერისთვის (ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი – EBRD, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO, პროკრედიტ ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA). ჩვენ შევქმენით და გადავეცით „ფაგების ჯილდო“ ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლასა და ფაგის ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის დასაფასებლად.“ – რატი ღოლიჯაშვილი ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.
ჩვენ ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
6 ივლისი, 2023
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, დაასრულა ფაგების ისტორიული საწარმოს (1934 წლიდან) მოდერნიზაციის პროცესი. საწარმო აღიჭურვა ევროპული გაიდლაინების შესაბამისად და ემსახურება ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და წარმოებას.
“ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
მოდერნიზაციის პროცესის დასრულების აღსანიშნად, კომპანია ბიოქიმფარმმა პარტნიორ კომპანიებს “ფაგების ჯილდო” გადასცა.
“გვსურს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამოვხატოთ გულწრფრელი მადლიერება უწყვეტი მხარდაჭერისთვის (ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი – EBRD, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO, პროკრედიტ ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA). ჩვენ შევქმენით და გადავეცით „ფაგების ჯილდო“ ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლასა და ფაგის ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის დასაფასებლად.“ – რატი ღოლიჯაშვილი ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.
მოცემულ სტატიაში გვინდა გამოვყოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)! გულწრფელ მადლობას ვუხდით EBRD-ის საქართველოს გუნდსა და EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ფაგოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმოგიდგენთ ჯილდოს გადაცემის ამსახველ ფოტომასალას.
ჩვენ ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
17 ივნისი, 2023
სს “ბიოქიმფარმის” მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” შესაბამისად სს “ბიოქიმფარმის” სამეთვალყურე საბჭო იწვევს სს-ს აქციონერების მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2023 წლის 11 ივლისს, დღის 12 საათზე. მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას ქ. 8. კენჭისყრის ფორმა: დამსწრე აქციონერების კენჭისყრის ღია ფორმით – ხელის აწევით.
კრების დღის წესრიგი:
1. წლიური ანგარიში.
2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.
3. სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიში.
4. წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადება.
5. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.
აქციონერს, 2023 წლის 20 ივნისიდან 30 ივნისამდე 10 სთ–დან 17 სთ–მდე შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება. სააღრიცხვო დღე 14 ივნისი. აქციონერმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. მისამართი: დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ლიცენია N 70006; ი. ჭავჭავაძის გამზირი N74ა, 0162 თბილისი, საქართველო, ტელეფონის ნომერი: 2225351).
საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის უფლება აქვს იმ აქციონერს, რომელსაც საკუთრების უფლება ჰქონდა საერთო კრების სააღრიცხვო დღისთვის. წარმომადგენლობა დასაშვებია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. კრებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისა და დღის წესრიგთან დაკავშირებული რეკომენდაციების მისაღებად აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ბიოქიმფარმი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს.
სს “ბიოქიმფარმი” – ს დირექტორი ა. ღოლიჯაშვილი
14 თებერვალი, 2023
ტონზილიტი (გლანდების ანთება) – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
ტონზილიტი
ტონზილიტი, რომელიც ჩვენთვის უფრო კარგად გლანდების ანთების სახელით არის ცნობილი, ნუშისებრი ჯირკვლების ანთებითი პროცესია. ტონზილიტის დაავადების დროს გამოხატულია ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და კისრის მიდამოებში ჯირკვლების შესიება.
ტონზილიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ბაქტერია ან ვირუსი. მისი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი და დროული დიაგნოზი, რათა არ გართულდეს დაავადება და არ გახდეს საჭირო ოპერაცია.
სიმპტომები და რისკ ჯგუფი
ტონზილიტი ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და თინეიჯერებში გვხვდება. ტონზილიტის საერთო ნიშნები და სიმპტომებია:
· ნუშისებრი ჯირკვლების სიწითლე
· თეთრი ან ყვითელი ნადები ნუშისებრი ჯირკვლების მიდამოებზე
· ყელის ტკივილი
· გართულებული ყლაპვა
· ცხელება
· გადიდებული ჯირკვლები კისერზე
· სუნთქვის უკმარისობა
· ჩახლეჩილი ხმა
· თავის ტკივილი
· კისრის ტკივილი
· მუცლის ტკივილი
მცირეწლოვან ბავშვებში, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი გრძნობების აღწერა, ტონზილი შესაძლოა გამოვლინდეს:
· დაღლილობით
· ჭამაზე უარის თქმით
· უჩვეულო მოუსვენრობით
ფაგიო®
ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, ყელ–ყურ–ცხვირის ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებები:
· ბრონქიტი
· ტონზილიტი
· სინუსიტი
· ლარინგიტი
· ფარინგიტი
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
31 იანვარი, 2023
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ფაგოთერაპია
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) არის გავრცელებული პრობლემა, რომელიც აზიანებს კუჭს და ნაწლავებს და იწვევს კრუნჩხვას, მუცლის ტკივილს, დიარეასა და შებერილობას. IBS ძირითადად არის ქრონიკური დაავადება და საჭიროებს გრძელვადიან მართვასა და მკურნალობას.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით დაავადებულთა მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს მძიმედ გამოხატული სიმპტომები. უმეტეს შემთხვევაში მისი მართვა შესაძლებელია დიეტისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვით. IBS არ იწვევს ნაწლავის ქსოვილში ცვლილებებს, რაც არ ზრდის კოლორექტალური კიბოს რისკს.
სიმპტომები:
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა როგორც წესი ხანგრძლივად მიმდინარეობს და მოიცავს:
· მუცლის ტკივილს
· კრუნჩხვას
· შებერილობას
· გაზების მომატებას
· დიარეას
როდის მივმართოთ ექიმს:
თუ სიმპტომები გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში აუცილებელია მივმართოთ სპეციალისტს. სიმპტომების გართულება შეიძლება მოიცავდეს:
· წონის დაკლებას
· დიარეას ღამით
· რექტალურ სისხლდენას
· რკინადეფიციტურ ანემიას
· პერმანენტულ ღებინებას
· ინტენსიურ ტკივილს მუცლის არეში.
რისკ ჯგუფები:
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, თუმცა განსაკუთრებულად გავრცელებულია სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებში:
· IBS უფრო ხშირად გვხვდება 50 წლამდე ადამიანებში
· გავრცელებულია ძირითადად ქალებში.
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ოჯახური ისტორია – გენებმა შესაძლოა შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი დაავადების ჩამოყალიბებაში
· შფოთვითი, დეპრესიური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებში.
· სექსუალური, ფიზიკური ან ემოციური ძალადობის შედეგად.
თრეველფაგი არის პრეპარატი, რომელიც საშიში ინფექციებისგან გვიცავს. ის შედგება სპეციალურად შერჩეული ბაქტერიოფაგებისგან (ფაგებისგან), რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და იცავენ ადამიანის ორგანიზმს საკვებისმიერი ინტოქსიკაციის, დიარეისა და ინფექციებისგან. თრეველფაგის მიღება შესაძლებელია მთელი ოჯახისთვის: 3 წლის ასაკიდან ზემოთ.
თრეველფაგი გამოიყენება არამხოლოდ სამკურნალოდ, არამედ წინასწარ თავდაცვის მიზნითაც. პრეპარატი ეფექტურად გამოიყენება კვებითი ინტოქსიკაციის, დისბაქტერიოზის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და კუჭის არეში დისკომფორტის დროს.
20 იანვარი, 2023
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ ისტორიული ბაქტერიოფაგების (ფაგების) საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი დაასრულა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია.
ევროკავშირის, EBRD-ის, FAO-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა.
„ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
„ფაგის პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპია ჯერ კიდევ სიახლეა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველები არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ. ამ პროექტით, კომპანია ზრდის საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რის შედეგადაც, ფაგები ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით პაციენტისთვის, მთელს მსოფლიოში. საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოვოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე”, – აღნიშნა „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა.
„ბიოქიმფარმი“ საქართველოში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგის (ფაგების) პრეპარატებს აწარმოებს. ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიოს მასშტაბით. „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100 წლიან გამოცდილებას.
9 იანვარი, 2023
ეშერიხია კოლი (E.coli) ჩვენთვის უფრო კარგად ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის სახელით არის ცნობილი, რომელიც ჩვეულებივ ჯანმრთელი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში ცხოვრობს. ნაწლავური ჩხირის შტამების უმეტესი ნაწილი არ არის საზიანო და შეიძლება გამოიწვიოს მცირე დიარეა, თუმცა არსებობს შტამები, რომლებიც საკმაოდ ძლიერია და იწვევს კუჭის ძლიერ კრუნჩხვებს, სისხლიან დიარეასა და ღებინებას.
ნაწლავური ჩხირის ბაქტერია ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით – განსაკუთრებით უმი ბოსტნეულისგან ან არასაკმარისად მოხარშული საქონლის ხორცისგან.
მავნე ნაწლავური ჩხირისგან გამოწვეული დაავადების მკურნალობას დაახლოებით 1 კვირა სჭირდება. განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ახალშობილი ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც შესაძლოა განუვითარდეთ სიცოცხლისთვის საშიში თირკმლების უკმარისობა.
ბაქტერიული დაავადების სიმპტომები, როგორც წესი 3 ან 4 დღის შემდეგ იწყებს გამოვლინებას, თუმცა შესაძლოა სიმპტომი უფრო ადრეც გაჩნდეს. ნაწლავის ჩხირისგან გამოწვეული დაავადებების ძირითადი სიმპტომებია:
• დიარეა, რომელიც შესაძლოა იყოს მსუბუქი, წყლიანი ან სისხლიანი
• კუჭის სპაზმი, ტკივილი ან მგრძნობელობა
• გულისრევის შეგრძნება და ღებინება
ნაწლავური ჩხირის ბაქტერიასთან საბრძოლველად ბაქტერიების ბუნებრივი „მტერი“ ფაგები გამოიყენება. ფაგოთერაპია არის ბაქტერიოფაგებით (ფაგებით) მკურნალობის სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მავნე (პათოგენური) ბაქტერიებით გამოწვეული ქრონიკული და მწვავე ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო საქართველოში) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. ის გამოიყენება E.coli, Streptococcus, Staphylococcus, Pseudomanas aeruginosa, Proteus ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
ნატურალური ფაგებით წარმოებული პრეპარატი ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის (ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი), ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის (დიარეა, დისბაქტერიოზი), ასევე უროგენიტალური ინფექციების (ცისტიტი, ურეთრიტი) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
29 ნოემბერი, 2022
ფარინგიტი არის ფარინქსის(Pharynx) ანთება, რომელიც ყელის უკანა კედლის ნაწილშია. ყველაზე ხშირად ის უბრალოდ ყელის ტკივილის სახელით არის ცნობილი, რომელიც იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელის სიმშრალეს.
კვლევების თანახმად, მსოფლიოში ფარინგიტი ყელის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ექიმთან ვიზიტის დროს. ფარინგიტის უფრო ხშირი შემთხვევები ზამთრის ცივ თვეებში გვხვდება. მისი მკურნალობისთვის საჭიროა ზუსტი მიზეზის დადგენა, რადგან მიზეზი შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც ბაქტერიული ასევე ვირუსული ინფექციით.
ფარინგიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს:
სტატისტიკურად ფარინგიტის შემთხვევებით თითქმის 40% ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული. ყელის ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა ყელის სტრეპტოკოკი, რომელიც გამოწვეულია A ჯგუფის სტრეპტოკოკით. ბაქტერიული ფარინგიტის მიზეზი ასევე შესაძლოა გახდეს გონორეა, ქლამიდია და კორინებაქტერია.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ ორიდან 5 დღემდეა, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს სიმპტომები. ფარინგიტის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია ყელის ტკივილი, სიმშრალე და ყლაპვის გაძნელება, თუმცა გარდა ამისა შესაძლოა გამოიწვიოს:
ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის წარმატებული და ინოვაციური საშუალებაა. ფაგებით მკურნალობის დროს პრეპარატი ებრძვის მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიას და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.
მსოფლიო ანტიბიოტიკო რეზისტენტობის პრობლემის წინაზე დგას. ანტიბიოტიკების არამიზნობრივი და ჭარბი გამოყენებით, ორგანიზმში ბაქტერიები განიცდიან მუტაციას და ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაეფექტური ხდება, რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ბაქტერიული ფარინგიტის დროს გამოიყენება ბუნებრივი ფაგებისგან წარმოებული პრეპარატი ფაგიო. ის არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ფაგიოს უპრეცედენტოდ მაღალი დონის უსაფრთხოებას.
ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები:
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
9 ნოემბერი, 2022
პნევმონია არის ფილტვის ან ფილტვების ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზია ბაქტერი, ვირუსი ან სოკო. ინფექცია სითხის ან ჩირქის სახით გროვდება ფილტვების საჰაერო ტომრებში, რაც ართულებს სუნთქვას.
ბაქტერიული და ვირუსული პნევმონია ორივე გადამდებია და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით (ხველებით ან ცემინებით). ასევე პნევმონიით დაავადება შესაძლებელია ბაქტერიით დაბინძურებული ზედაპირებითა და საგნებთან შეხებისას. რაც შეეხება სოკოვან პნევმონიას ის გადამდები არ არის.
პნევმონიის სიმტპომები შეიძლება იყოს:
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბაქტერიული პნევმონია. ამ დროს ბაქტერია ფილტვებში ხვდება ჰაერწვეთოვანი გზით და იწვევს ანთებას. ანთებამ საბოლოოდ შესაძლოა გამოიწვიოს საჰაერო ჩანთების ჩირქით და სითხის გავსება, რაც გაართულებს სუნთქვას. პნევმონიის ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა Sterpococcus Pneumoniae.
პნევმონიით დაავადების რისკი ყველა ადამიანშია, თუმცა განსაკუთრებით ყურადღებას და მოვლას საჭიროებს:
ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა. ფაგებით მკურნალობის დროს პრეპარატი ებრძვის მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიას და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.
მსოფლიოში ანტიბიოტიკო რეზისტენტობის მწვავე პრობლემაა. ანტიბიოტიკების არამიზნობრივი და ჭარბი გამოყენების შედეგად, ორგანიზმში ბაქტერიები განიცდიან მუტაციას და ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაეფექტური ხდება, რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
პნევმონიის დროს გამოიყენება ბუნებრივი ფაგებისგან წარმოებული პრეპარატი ფაგიო. ის არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ფაგიოს უპრეცედენტოდ მაღალი დონის უსაფრთხოებას.
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები:
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
13 ოქტომბერი, 2022
12 ოქტომბერს, სს ბიოქმიფარმის გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი შეხვდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს. დისკუსიის ფორმატში, შეხვედრის თემა საინოვაციო საქმიანობაში ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა იყო.
მრგვალ მაგიდას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, თბილისის ტექნოპარკში უმასპინძლა, რომელშიც ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძემ და საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანმა.
ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა ფაგის ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე და საქართველოში არსებულ საუკუნოვან გამოცდილებაზე ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე შეხვედრაზე განხილეს ფაგების პატენტირებასთან დაკავშირებული საკითხები.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია, რომლის ფარგლებშიც გახსნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენცია – „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“.
12 ოქტომბერი, 2022
ურეთრიტი არის საშარდე მილის ანთება ( შეშუპება ან გაღიზიანება). როგორც წესი ურეთრიტი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით. ყველაზე ხშირად დაავადების გამომწვები მიზეზი სქესობრივი გზით გადამდები იფენქციაა(Gonococeus, Chlamydia, ჰერპესის ვირუსი).
ურეთრიტი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუმცა არსებობს რისკ ჯგუფები:
• 15-24 წლამდე ადამიანები
• ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორის ყოლა
• დაუცველი სქესობრივი აქტი
• ისეთი დეოდორანტის, ტამპონებისა და ლუბრიკანტის გამოყენება, რომელიც შეიცავს სხეულის გამაზიღიანებელ ნივთიერებებს.
• ტრავმა.
რამდენად ხშირია ურეთრიტის შემთხვევები?
კვლევების თანახმათ ყოველწლიურად 90 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა შესაძლოა უფრო დიდი რაოდენობით იყოს, რადგან მნიშვნელოვან შემთხვევებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ურეთრიტის სიმპტომები და ნიშნები, რა დროსაც უნდა მივმართოთ ექიმს:
• ტკივილი შარდვის დროს
• ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
• სასქესო ორგანოდან გამონადენი
• მენჯის ტკივილი
ურეთრიტის გამომწვევი მიზეზი ძირითად შემთხვევაში ბაქტერიები არიან. აქედან გამომდინარე მათ სამკურნალოდ ბაქტერიების ბუნებრივი „მტერი“ ფაგები გამოიყენება. ფაგოთერაპია არის ბაქტერიოფაგებით(ფაგებით) მკრუნალობის სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მავნე(პათოგენური) ბაქტერიებით გამოწვეული ქრონიკული და მწვავე ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს.
ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის (ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი), ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის (დიარეა, დისბაქტერიოზი), ასევე უროგენიტალური ინფექციების (ცისტიტი, ურეთრიტი) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
ფაგიო®-ს გამოყენება შეგიძლიათ, როგორც უროგენიტალური ინფექციების სამკურნალოდ, ასევე მისი პრევენციის მიზნით. ფაგიო ცისტიტის დროს გამოიყენება მხოლოდ დასალევად, ან/და ადგილობრივი პროცედურების გზით, ექიმის კონსულტაციით. ზრდასრულებში, დასალევად გამოიყენება 20მლ დღეში 2-3 ჯერ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
7 ოქტომბერი, 2022
ფაგიო® არის კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო)-ს მიერ საქართველოში წარმოებული ფაგებით სამკურნალო პრეპარატი. ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, რომლებსაც შემდეგი ბაქტერიები იწვევენ: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ფსევდომონები და პროტეუსი.
ფაგიო® (20 მლ 4 ფლაკონი კოლოფში) ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2°С – 25°С ტემპერატურაზე. შენახვის პირობების გათვალისწინებით ფაგიოს მაცივრის კარზე შენახვა ყველაზე ხელსაყრელია. თუ 20 მლ პრეპარატის მიღება არ ხდება ერთჯერადად, ფლაკონიდან შიგთავსის ამოღება რეკომენდებულია სტერილური შპრიცით.
გამოყენებისა და შენახვის სათანადო პირობების დაცვით, პრეპარატი ვარგისია 2 წელი შეფუთვაზე მითითებული დამზადების თარიღიდან.
ფაგიო® სპრეი (20 მლ 1 ფლაკონი კოლოფში) გამოყენებამდე ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. 2°С – 25°С ტემპერატურაზე. ხოლო გამოყენების შემდეგ (პირველი გაფრქვევიდან) ინახება 2°С -8°С ტემპერატურაზე და გამოიყენება 20 დღის განმავლობაში. ფაგიო® სპრეის შემთხვევაშიც, მაცივრის კარი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია პრეპარატის შესანახად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემღვრეული პრეპარატი არ გამოიყენება.
• ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების დროს (ცხვირის ღრუსა და წიაღების ანთება, შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი);
• ქირურგიულ პრაქტიკაში: დაჩირქებული ჭრილობების, დამწვრობების, აბსცესების, ფლეგმონების, ფურუნკულების, კარბუნკულების, ჰიდრადენიტების, პანარიციუმების, პარაპროქტიტების, მასტიტების, ბურსიტების, ოსტეომიელიტების სამკურნალოდ;
• უროლოგიურ პრაქტიკაში უროგენიტალური დაავადებების დროს (ურეთრიტები, ცისტიტები, პიელონეფრიტები, კოლპიტები, ენდომეტრიტები, სალპინგოოფორიტები);
• საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ (ენტერული ინფექციები, გასტროენტეროკოლიტები, ქოლეცისტიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი));
• სეფსისის დროს;
• ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს (ომფალიტები, პიოდერმია, სეფსისი);
• ზემოთ მითითებული მიკროორგანიზმებით განპირობებული სხვა დაავადებების დროს
• ახალი ჭრილობების დასამუშავებლად, როგორც სტაციონარულ, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში;
• ყელის ტკივილი
• ქირურგიაში მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს ჩირქოვანი გართულებების პრევენციისთვის;
• მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების ჩირქოვანი გართულებების პრევენციის მიზნით;
• სამკურნალო დაწესებულებებში ბაქტერიული დაბინძურებისა და შიდაჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკისათვის.
პრეპარატის ბუნებრივი და უნიკალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ფაგიო® გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც.
ფაგიო ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ პრეპარატის ანოტაციას.
26 აგვისტო, 2022
ბრონქიტი არის სასუნთქი გზების, კერძოდ ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც იწვევს ხველას. ბრონქიტი შეიძლება იყოს მწვავე (მოკლევადიანი), ან ქრონიკული (გრძელვადიანი).
სასუნთქ სისტემაში ბრონქები ჰაერგამტარი გზების ნაწილია, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ჰაერის გატარება ფილტვების სასუნთქი ზედაპირისკენ და პირიქით, ასევე ბრონქების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა სასუნთქი სისტემის პერიფერიული ნაწილების დაცვა მათში მიკრობების და სხვადასხვა გამღიზიანებლების მოხვედრისაგან.
ბრონქიტის დროს ბრონქების ზედაპირზე ანთებითი პროცესების გამო ჰაერგამტარ გზებში დიდი რაოდენობით ლორწო წარმოიქმნება. ამ დროს ორგანიზმი ხველის საშუალებით ცდილობს გამოდევნოს წარმოქმნილი ლორწო. სწორედ ამიტომ ბრონქიტის დროს ხველას შეიძლება თან ახლდეს ლორწოს (ნახველის) გამოყოფა.
უმეტეს შემთხვევაში ბრონქიტი გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, თუცა ვირუსის მიერ წარმოქმნილმა ჭარბმა ლორწომ შესაძლოა დააზიანოს ბრონქული მილები და ხელი შეუწყოს ბაქტერიული ინფექციის განვითარებასაც.
ბრონქიტის შემთხვევები
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად ზრდასრულთა დაახლოებით 5%-ს აღენიშნება მწვავე ბრონქიტის ეპიზოდი. მათგან დაახლოებით 90% მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. ხოლო ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევები მერყეობს 3%-დან 7%-მდე. ქრონიკული ბრონქიტი უფრო ხშირია 40 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში. ის უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
ბრონქიტის გამომწვევი მიზეზები
ბრონქიტი და ფაგებით მკურნალობა – ფაგიო
ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა. ფაგებით მკურნალობის დროს პრეპარატი ებრძვის მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.
მსოფლიოში ანტიბიოტიკო რეზისტენტობის მწვავე პრობლემაა. ანტიბიოტიკების არამიზნობრივი და ჭარბი გამოყენების შედეგად, ორგანიზმში ბაქტერიები ხდებიან რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ, რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ფაგიო® არის ბიოლოგიური, უსაფრთხო, ბუნებრივი ფაგებისგან წარმოებული პრეპარატი. ის არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
ბრონქიტის მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ფაგის პრეპარატის – ფაგიო®-ს გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ბრონქიტის გამომწვევი მიზეზი არის ბაქტერიული აგენტი, რომელიც მგრძნობიარეა პრეპარატში შემავალი ფაგების მიმართ და ასევე, ფაგიო®-ს გამოყენება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც მისი გამომწვევი ეტიოლოგიური აგენტი არ არის ბაქტერია, ამ დროს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იყოს სასუნთქ გზებში ბაქტერიული ინფექციების განვითარების პრევენციის მიზნით.
ფაგიო®
ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
სასუნთქი გზების დაავადებები:
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
19 აგვისტო, 2022
რა არის სტაფილოკოკის ინფექცია?
სტაფილოკოკის ინფექცია გამოწვეულია ბაქტერიული გენებისგან, რომელიც Staphylococcus-ის სახელით არის ცნობილი. გავრცელებულია 30-ზე მეტი სახეობის სტაფილოკოკური ბაქტერია. ყველაზე გავრცელებულია Staphylococcus aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი), რომელსაც ადამიანის ორგანიზმში სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
სხეულის რა ადგილას შეიძლება გავრცელდეს სტაფილოკოკის ბაქტერიული ინფექცია?
სტაფილოკოკის ინფექციის რისკ ჯგუფები
მიუხედავად იმისა, რომ ყველას შეიძლება შეხვდეს სტაფილოკოკის ბაქტერია, გარკვეული ადამიანების ჯგუფში გავრცელების უფრო დიდი რისკია. მაგალითად ყველაზე ხშირად კანზე სტაფილოკოკი ვრცელდება იმ ადამიანებში, ვინც საავადმყოფოებში მუშაობენ. სტაფილოკოკური ინფექციები ყველაზე ხშირად გვხვდება:
სტაფილოკოკის დადგენისთვის როგორც წესი საჭიროა ნიმუშების აღება. თუ პაციენტს აღენიშნება ოქროსფერი სტაფილოკოკის კანის დაავადება, მაშინ კანიდან ხდება ნიმუშის აღება. თუ ბაქტერია საჭმლის მომნელებელ სისტემაშია ამ შემთხვევაში ნიმუში განავლიდან აიღება. მასტიტის შემთხვევაში ლაბორატორიაში რძის ნიმუშის გადაგზავნა ხდება. ასევე შესაძლებელია შარდის ან სისხლის ნიმუშებით დადგინდეს სტაფილოკოკის ბაქტერიის არსებობა. ლაბორატორიაში ასევე კეთდება ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევა, რათა დადგინდეს ბაქტერიის არსებობა.
ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის უსაფრთხო და უპრეცედენტოდ ეფექტური საშუალებაა. ფაგებით მკურნალობის დროს პრეპარატი ებრძვის მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიას და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.
მსოფლიოში ანტიბიოტიკო რეზისტენტობის მწვავე პრობლემაა. ანტიბიოტიკების არამიზნობრივი და ჭარბი გამოყენების შედეგად, ორგანიზმში ბაქტერიები განიცდიან მუტაციას და ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაეფექტური ხდება, რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მედიცინაში სტაფილოკოკური ბაქტერიის ინფექციის წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება ფაგებით მკურნალობა.
ფაგები არიან ბუნებრივი მიკროორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიას აინფიცირებენ, ებრძვიან და მათ მთლიანად აქრობენ.
ფაგესტაფი კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიო ფაგოთერაპიის სამყაროში.
ფაგესტაფი ეფექტურად გამოიყენება ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ. პრეპარატს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ფაგიოს უპრეცედენტოდ მაღალი დონის უსაფრთხოებას.
17 აგვისტო, 2022
როდესაც ადამიანს აქვს ყელის ტკივილი, ის განიცდის სიმშრალის, ყელის წვის ან ფხაჭნის შეგრძნებას.
ყელის ტკივილის დროს, წვა და ტკივილი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, სწორედ ამ პრობლემით 13 მილიონზე მეტი ადამიანი მიმართავს ექიმს ყოველწლიურად.
ყელის ტკივილის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია ბაქტერიული ინფექციები ან გარემო ფაქტორები, მაგალითად მშრალი ჰაერი. ყელის ტკივილს როგორც წესი აქვს სამი ფორმა:
ფარინგიტი – ხახის უკანა კედლის ანთება
ტონზილიტი (ანგინა) – სასის მიდამოებში ანთება და სიწითლე.
ლარინგიტი – ხორხის ანთება
ფხაჭნის შეგრძნება
ძლიერი წვა
ყელის სიმშრალე
ნახველი
ყელის გაღიზიანება
სიმპტომების დროს ყელის ტკივილის შეგრძნება იმატებს საუბრის ან ყლაპვის დროს.
ყელის ტკივილის 8 მიზეზი:
1. სიცხე, გაციება და სხვა ვირუსული ინფექციები.
2. ბაქტერიული ინფექციები.
3. ალერგიები.
4. მშრალი ჰაერი.
5. მოწევა და ქიმიური ნარჩენები.
6. ტრავმა.
7. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.
8. სიმსივნური პრობლემა.
ფაგიო ყელის ტკივილის დროს
ბავშვებში ყელის ტკივილის დროს გამოიყენება ბუნებრივი ფაგებისგან წარმოებული პრეპარატი ფაგიო. ის არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ფაგიოს უპრეცედენტოდ მაღალი დონის უსაფრთხოებას.
ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები:
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
10 აგვისტო, 2022
სტომატიტი არის პირის ღრუს ანთება, რომელმაც შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს ჭამის, საუბრის ან ძილის დროს. სტომატიტი შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუს ნებმისმიერ ადგილზე: ლოყებზე, ღრძილებზე, ენაზე, ტუჩსა და სასის მიდამოებში. სტომატიტმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუში ერთჯერადი ან მრავალჯერადი თეთრი დაზიანებების და მტკინვეული წყლულების გაჩენა.
არსებობს სტომატიტის ორი ძირითადი ტიპი: ჰერპესული სტომატიტი (წყლულები) და აფთოზური სტომატიტი. ჰერპესული სტომატიტი გამოწვეულია მარტივი ჰერპეს ვირუსით, ხოლო აფთოზური სტომატიტი, როგორც წესი , გამოწვეულია პირის ღრუს ცუდი ჰიგიენით ან ლორწოვანი გარსის ტრავმებით.
სტომატიტის მიზეზი შესაძლოა გახდეს:
სტომატიტის სიმპტომები და ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია წითელი ლაქები და ბუშტუკები პირის ღრუში ან პირის ღრუს შეშუპება. სიმპტომებს შესაძლოა თან ახლდეს წვის შეგრძნება და წყლულების გამრავლება. წყლულებს როგორც წესი აქვს თეთრი ან ყვითელი ფენა და ძირითადად ჩნდება ტუჩის, ლოყის, ღრძილების ან ენის მიდამოებში. სტომატიტის სიმპტომი ასევე შესაძლოა იყოს ღრძილების შეშუპება და ძლიერი ტკივილი.
სტომატიტი ხშირად გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, შესაბამისად მისი მკურნალობისა და პრევენციისთვის ეფექტური გზაა ფაგოთერაპია. სტომატიტის დროს ფაგიო ებრძვის მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიას და ის მას მთლიანად სპობს.
პრეპარატის უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე ფაგიო® გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე პატარებში სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
9 აგვისტო, 2022
ენტეროვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. ენტეროვირუსის მრავალი ტიპი არსებობს, რომელთა უმრავლესობა მსუბუქ დაავადებებს იწვევს. როგორც წესი ინფექცია აქტიური ზაფხულსა და შემოდგომის პერიოდშია. ის ძირითადად ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში მიმდინარეობს, რადგან ზრდასრულთა უმრავლესობას გარკვეული იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული.
ენტეროვირუსს შესაძლოა არ ქონდეს რაიმე გამოხატული სიმპტომი, ან შეიძლება მსუბუქად მიმდინარეობდეს. ენტეროვირუსს შეუძლია გამონაყარი გამოიწვიოს ხელ-ფეხის და სახის მიდამოებში.
არსებობს შედარებით უფრო მძიმე და გართულებული ფორმის ენტეროვირუსული ინფექციებიც. ზოგიერთ მათგანს შეუძლია იმ ქსოვილის ანთება გამოიწვიოს, რომელიც თავის ტვინს ფარავს, რის შედეგადაც ვითარდება მენინგიტი. ბავშვებში ენტეროვირუსული ინფექციის მძიმე ფორმით მიმდინარეობის შემთხვევაში ხშირია სუნთქვის გაძნელება.
როგორ ვრცელდება ენტეროვირუსული ინფექცია ბავშვებში ?
ენტეროვირუსის გავრცელება ჰაერწვეთოვანი გზით, ხველების ან ცემინების შედეგად ხდება. ბავშვმა შესაძლოა ჩაისუნთქოს ვირუსი, ან შეეხოს ვირუსით დაბინძურებულ ადგილს და შემდეგ ხელი მოისვას თვალებზე, პირსა და ცხვირზე. ასევე ინფიცირების გავრცელების რისკი დიდია, როდესაც ბავშვები არ იბანენ, ან არასწორად იბანენ ხელებს. ასევე გავრცელება შეიძლება მოხდეს ვირუსის შემცველი საკვების ან წყლის მიღებით.
ენტეროვირუსული ინფექციის ძირითადი სიმპტომები:
ხშირ შემთხვევაში ენტეროვირუსები არ იწვევენ გამოხატულ სიმპტომებს, ან სიმპტომები შესაძლოა იყოს გამოვლენილი მსუბუქი ფორმით. უმეტესად სიმპტომები ქრება რამდენიმე დღეში და შეიძლება მოიცავდეს:
თრეველფაგი
ფაგესტი არის პრეპარატი, რომელიც საშიში ინფექციებისგან გვიცავს. ის შედგება სპეციალურად შერჩეული ბაქტერიოფაგებისგან (ფაგებისგან), რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და იცავენ ადამიანის ორგანიზმს საკვებისმიერი ინტოქსიკაციის, დიარეისა და ინფექციებისგან. ფაგესტის მიღება შესაძლებელია მთელი ოჯახისთვის.
ფაგესტი გამოიყენება არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ წინასწარ თავდაცვის მიზნითაც. პრეპარატი ეფექტურად გამოიყენება კვებითი ინტოქსიკაციის, დისბაქტერიოზისა და კუჭის არეში დისკომფორტის დროს. პრეპარატის გამოყენება ასევე რეკომენდირებულია ვირუსული ინფექციების თანმხლები ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის მიზნით, ან ვირუსით გამოწვეული მეორადი ბაქტერიული ინფექციების პრევენციისათვის.
1 აგვისტო, 2022
ფაგოთერაპიის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. 1917 წელს ინდოეთში, ფრანგული წარმოშობის კანადელი მეცნიერი ფელიქს დერელი, სახელგანთქმულ მდინარე განგში სუფთა წრეების წარმოშობას აკვირდებოდა. აღნიშნულ მდინარეს ჯადოსნურ, სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ. ფელიქს დერელმა რამდენიმე თვიანი კვლევის შემდეგ, დაასკვნა რომ, წყალში კონკრეტულ წრეებსა და სისუფთავეს წარმოშობს უხილავი მიკროორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიებს ჭამენ და მათ ბაქტერიოფაგები, ანუ ბაქტერიების მჭამელები (ბერძნულად) უწოდა.
დერელი საფრანგეთში დაბრუნდა და პასტერის სახელობის ინსტიტუტში ცდილობდა დაერწმუნებინა სამეცნიერო საზოგადოება უხილავი მიკროორგანიზმების არსებობასა და სამეცნიერო კვლევების ჩატარების აუცილებლობაში, თუმცა ინსტიტუტში ამას სკეპტიკურად უყურებდნენ.
ამავე პერიოდში საქართველოდან მეცნიერი, გიორგი ელიავა, პარიზს ვაქცინაციის ტექნოლოგიის შესასწავლად სტუმრობდა. ის მთავრობის მიერ იყო გაგზავნილი საფრანგეთში, სადაც მისი და დერელის გზები გადაიკვეთა. გიორგი თავდაპირველად ფრანგი მეცნიერის მოწაფე, შემდეგ კი კარგი მეგობარი გახდა.
გიორგი ელიავამ დაარწმუნა ფელიქს დერელი თბილისში გამგზავრებასა და იმჟამინდელ საბჭოთა მთავრობასთან ერთად პირველი ბაქტერიოფაგებზე ფოკუსირებული კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაში. ურბანული ლეგენდების თანახმად, პირადად სტალინის ინიციატივით 300 მილიონი რუბლი გამოიყო ამ კონკრეტული მიზნისათვის და 1934 წელს აშენდა მსოფლიოში პირველი ფაგების კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მთლიანად მიეძღვნა ამ ტექნოლოგიას.
დღესდღეობით, ეს ინსტიტუტი მსოფლიოში მოწინავეა და გიორგი ელიავას სახელს ატარებს.
ბიოქიმფარმის ისტორია იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც საქართველოში კვლევით ინსტიტუტებს დაფინანსება შეუწყდათ. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში რთული და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო და ქარხნების უმეტესობა დაიხურა. ამ პერიოდისთვის უკვე 15 წლის გამოცდილების მქონე ბიოტექნოლოგმა ალექსანდრე ღოლიჯაშვილმა თავის კოლეგა ტექნოლოგებთან ერთად ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე დააფუძნა მსოფლიოში პირველი, კომერციულ ფაგებზე დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია. თავდაპირველი წლები კომპანიისთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა მინიმალური რესურსებითა და ღრმა რწმენით ფაგის ტექნოლოგიური ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება მოხდა. მას შემდეგ ბიოქიმფარმი იმკვიდრებს მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშის როლს, ფაგების წარმოების მიმართულებით.
კომპანია ბიოქიმფარმის წარმოებული პრეპარატები შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ფაგებს, რომლებიც იმ ბაქტერიებსაც კი ანადგურებენ, რომელთა წინააღმდეგ ანტიბიოტიკებიც კი უძლურნი არიან. ანტიბიოტიკო რეზისტენტობის პრობლემა გლობალური და კომპლექსურია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ფაგოთერაპიას განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოში, თბილისში, გოთუას ქუჩაზე ფაგის ტექნოლოგიური ტრადიცია გრძელდება, მომავლის რწმენით, გლობალური პერსპექტივით, რეზისტენტობის წინააღმდეგ.
15 ივლისი, 2022
ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება. უმეტეს შემთხვევაში, ანთება გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, რასაც საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ. ინფექცია საწყის ეტაპზევე საკმაოდ მტკინვეული და საყურადღებოა, რომელიც შესაძლოა თირკმელებზეც გავრცელდეს და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
• შარდვის შეუკავებლობა
• წვის შეგრძნება მოშარდვისას
• ხშირი და მცირე რაოდენობით მოშარდვა
• შარდში სისხლის შემცველობა
• სპეციფიური და მძაფრი სუნი შარდვისას
• დისკომფორტი მენჯის არეშე
• დაბალი ტემპერატურა
• დისკომფორტი თირკმლის არეში
ცისტიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს გარკვეული ანტიბიოტიკებსა და მედიკამენტების ჭარბი დოზით მიღება(რაც იწვევს ანტიბიოტიკურ რეზისტენტობას), სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები ან უბრალოდ ქალის ჰიგიენური ნივთების არაზომიერი გამოყენება. ცისტიტი შესაძლოა განვითარდეს შარდის ბუშტის ან თირკმლის სხვა დაავადებებიდანაც. შარდის ბუშტის ბაქტერიული ინფექცია ორგანიზმში შესაძლოა სქესობრივი კავშირის შედეგადაც მოხვდეს, თუმცა სქესობრივად არაქტიური ქალებიც არიან მიდრეკილნი ცისტიტის მიმართ, რადგან მათ ორგანიზმში არსებულმა მავნე ბაქტერიებმა შესაძლოა გამოწვიოს ინფექცია.
ბაქტერიულ ცისტიტს იწვევს ბაქტერია E.coli (ნაწლავური ჩხირი). ბაქტერიები შარდსაწვეთი გზის გავლით ხვდებიან ორგანიზმში და იწყებენ გამრავლებას. ცისტიტით დაავადება გოგონებში 3-ჯერ მეტია, ვიდრე ბიჭებში. ქალების დაახლოებით 20-25% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ავადდება ცისტიტის ამა თუ იმ ფორმით. 10% თითქმის მუდმივად უჩივის ცისტიტის ნიშნებს (ქრონიკული ცისტიტი).
ცისტიტის გამომწვევი მიზეზი ძირითად შემთხვევაში ბაქტერიები არიან. აქედან გამომდინარე მათ სამკურნალოდ ბაქტერიების ბუნებრივი „მტერი“ ფაგები გამოიყენება. ფაგოთერაპია არის ბაქტერიოფაგებით(ფაგებით) მკრუნალობის სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მავნე(პათოგენური) ბაქტერიებით გამოწვეული ქრონიკული და მწვავე ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს.
ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის (ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი), ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის (დიარეა, დისბაქტერიოზი), ასევე უროგენიტალური ინფექციების (ცისტიტი, ურეთრიტი) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
ფაგიო®-ს გამოყენება შეგიძლიათ, როგორც უროგენიტალური ინფექციების სამკურნალოდ, ასევე მისი პრევენციის მიზნით. ფაგიო ცისტიტის დროს გამოიყენება მხოლოდ დასალევად, ან/და ადგილობრივი პროცედურების გზით, ექიმის კონსულტაციით. ზრდასრულებში, დასალევად გამოიყენება 20მლ დღეში 2-3 ჯერ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.
30 ივნისი, 2022
ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა, 2022 წლის 27 ივნისს, მონაწილეობა მიიღო გაეროს მე-5 ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დღე“.
მრგვალი მაგიდის დისკუსიები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი მეწარმეების მონაწილეობით. კომპანიების აღმასრულებლებმა განიხილეს სამმაგი საფრთხე და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ასევე განხილულ იქნა კონკრეტული საფრთხეები, რომელსაც Covid 19, კონფლიქტი უკრაინაში და კლიმატის ცვლილება უქმნით მათ ბიზნესსა და ზოგადად სოციუმს.
კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) გენერალური მენეჯერის, რატი ღოლიჯაშვილის, შემაჯამებელი სიტყვა გაეროს (United Nations) ყოველწლიურ კონფერენციაზე:
30 ივნისი, 2022
2022 წლის 21 ივნისს, ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA), ევროკავშირის მხარდაჭერით, მოაწყო „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022” შერატონ გრანდ მეტეხი პალასში.
რატი ღოლიჯაშვილმა, კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, მონაწილეობა მიიღო საპანელო დისკუსიებში და გაუზიარა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში გამოწვევევების, ევროპული მხარდაჭერის, 500 მილიონიანი ბაზრის ათვისების შესაძლებლობასა და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გარდაუვალობის შესახებ. ასევე ისაუბრა ფაგებზე და მათ მნიშვნელობაზე საქართველოსთვისა და მსოფლიოსთვის, ანტიბიოტიკო-რეზისტენტობასთან ბრძოლის მიმართულებით.
24 ივნისი, 2022
ბაქტერიოფაგები (ფაგები) არიან მიკროოგანიზმები, რომლებიც აინფიცირებენ და ანადგურებენ ბაქტერიებს. ფაგოთერაპია აქტიურად გამოიყენება კონკრეტულად იმ ბაქტერიების გასანადგურებლად, რომლებიც ადამიანებს აავადებენ, რა დროსაც სხვა უვნებელი ბაქტერიები არ ზიანდებიან. ფაგოთერაპიას შეუძლია ჩაანაცვლოს ანტიბიოტიკური მკურნალობა, რომელიც იწვევს რეზისტენტობას. ფაგების უზარმაზარი ბიომრავალფეროვნების და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი ფაგების აღმოჩენა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო გამარტივდა.
ფაგოთერაპიით მკურნალობის წარმატებული მაგალითები არსებობს მძიმე და უკურნებელი ინფექციით დაავადებულ ადამიანებში, ასევე იმ ხალხში ვისაც ანტიბიოტიკების მიმართ სრული რეზისტენტობა განუვითარდა. შედეგიანი მაგალითების მზარდი რაოდენობა იმედს აძლევს საზოგადოებას, რომ ანტიბიოტიკებს ფაგები ჩაანაცვლებენ. ათეულობით წლებია ფაგებზე აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები, რის შედეგადაც:
• ფაგები ეფექტურად გამოიყენება იმ ადამიანებშიც, რომელთა მკურნალობისას ანტიბიოტიკოთერაპია წარუმატებელი აღმოჩნდა.
• მრავალი კვლევის საფუძველზე იქმნება დიდი დოკუმენტური ბაზა, რომელიც ავითარებს ფაგოთერაპიას.
• ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით სულ უფრო და უფრო იზრდება ფაგების რაოდენობა, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ახალი პრეპარატების შესაქმნელად.
ფაგოთერაპია ეფექტურად გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, რომლებსაც შემდეგი ბაქტერიები იწვევენ: Staphylococcus (სტაფილოკოკი), Streptococcus (სტრეპტოკოკი), E.coli (ნაწლავის ჩხირი), Pseudomanas aeruginosa (ფსევდომონები) და Proteus (პროტეუსი). ფაგები ასევე გამოიყენება იმ ბიოფენების სამკურნალოდ, რომელიც ტრადიციული ანტიბიოტიკებით ვერ ინკურნება.
• ფაგები შერჩევითად ებრძვიან და ანადგურებენ მხოლოდ იმ ბაქტერიებს, რომელებიც აავადებენ ადამიანის ორგანიზმს.
• არ შეიცავენ ტოქსიკურ გენებს და არ აზიანებენ მიკროფლორას.
• გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის ისე პრევენციისთვის.
• შედეგი მიიღწევა სწრაფად და ეფექტურად.
ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიო ფაგოთერაპიის სამყაროში.
ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის (ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი), ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის (დიარეა, დისბაქტერიოზი), ასევე უროგენიტალური ინფექციების (ცისტიტი, ურეთრიტი) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
პრეპარატის უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე ფაგიო® გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე პატარებში სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ფაგიოს უპრეცედენტოდ მაღალი დონის უსაფრთხოებას. პრეპარატის ერთი 20 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს არანაკლებ 10 მილიონ სპეციალურად შერჩეულ ფაგს, რაც მისი ხარისხისა და ეფექტურობის განმაპირობებელი ფაქტორია.
6 ივნისი, 2022
ბიოქიმფარმი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას სრულიად ჯანსაღი, ბუნებრივი და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად იყენებს.
სს „ბიოქიმფარმის“ ყველაზე გამორჩეული და წარმატებული პროდუქტი არის ფაგიო®, რომელიც გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების,კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, რომლებსაც შემდეგი ბაქტერიები იწვევენ: Staphilococcus (სტაფილოკოკი), Streptococcus (სტრეპტოკოკი), E.Coli (ნაწლავის ჩხირი), Pseudomanas aeruginosa (ფსევდომონები) და Proteus (პროტეუსი).
ფაგიო იწარმოება მხოლოდ 20 მლ ფლაკონების სახით. აუცილებელია დავიცვათ ფაგიოს გამოყენების და შენახვის წესები:
ფაგიო® (20 მლ 4 ფლაკონი კოლოფში) ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2°С – 25°С ტემპერატურაზე. შენახვის პირობების გათვალისწინებით ფაგიოს მაცივრის კარზე შენახვა ყველაზე ხელსაყრელია. თუ 20 მლ პრეპარატის მიღება არ ხდება ერთჯერადად, ფლაკონიდან შიგთავსის ამოღება რეკომენდებულია სტერილური შპრიცით.
ინსტრუქცია:
1. მოვხსნათ ალუმინის თავსახური
და ამოვიღოთ სითხე
2. მოვათავსოთ შპრიცი ფლაკონში
3. მოვხსნათ შპრიცს ნემსი და შევაშხუროთ წნევით
4. შევინახოთ გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას
5 ივნისი, 2022
4 ივნისს 2022 წელს, კომპანია ბიოქიმფარმა მონაწილეობა მიიღო „თბილისის ბავშვთა ფესტივალში“, რომელიც ყოველწლიურად იმართება თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სს „ბიოქიმფარმმა“ თავისი პროდუქცია სპეციალურად გამოყოფილ დახლზე წარადგინა. კომპანიას ჰქონდა მრავალი სახალისო აქტივობა ბავშვებისთვისა და მშობლებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში თბილისის ცირკის ტერიტორიაზე მოეწყო საერთო სივრცე, სადაც წარდგენილი იყო იმ კომპანიების და დაწესებულებების დიდი ნაწილი, რომლებიც საბავშვო მიმართულებით მუშაობენ. ფესტივალის განმავლობაში კომპანიებმა მონაწილეებს საკუთარი საქმიაონისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
6 მაისი, 2022
`სს “ბიოქიმფარმის” მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” შესაბამისად სს “ბიოქიმფარმის” სამეთვალყურე საბჭო იწვევს სს-ს აქციონერების მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2022 წლის 30 მაისს, დღის 12 საათზე. მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას ქ. 8. კენჭისყრის ფორმა: დამსწრე აქციონერების კენჭისყრის ღია ფორმით – ხელის აწევით.
კრების დღის წესრიგი:
აქციონერს, 2022 წლის 10 მაისიდან 20 მაისამდე 10 სთ–დან 17 სთ–მდე შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება (სააღრიცხვო დღე). აქციონერმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. მისამართი: დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ლიცენია N 70006; ი. ჭავჭავაძის გამზირი N74ა, 0162 თბილისი, საქართველო, ტელეფონის ნომერი: 2225351).
საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის უფლება აქვს იმ აქციონერს, რომელსაც საკუთრების უფლება ჰქონდა საერთო კრების სააღრიცხვო დღისთვის. წარმომადგენლობა დასაშვებია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
კრებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისა და დღის წესრიგთან დაკავშირებული რეკომენდაციების მისაღებად აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ბიოქიმფარმი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს.
8 აპრილი, 2022
ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას სრულიად ჯანსაღი, ბუნებრივი და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად იყენებს.
ბიოქიმფარმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული პროდუქტი არის ფაგიო®, რომელსაც უნიკალური მახასიათებლები აქვს. ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, რომლებსაც შემდეგი ბაქტერიები იწვევენ: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ფსევდომონები და პროტეუსი. ფაგიო® გამომწვევ პრობლემებსა და ბაქტერიებს ისე ანადგურებს, რომ სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებს. დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ანოტაცია .
მნიშვნელოვანია, შეძენამდე გავეცნოთ დეტალურად თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ფაგიოს® ნამდვილი პროდუქცია. მთავარი დამახასიათებელი ნიშანია, რომ ფაგიო® იწარმოება მხოლოდ 20 მლ შეფუთვით, ფლაკონის სახით. შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ 4 ძირითადი ფაქტორი:
1. ფლაკონზე აღნიშნული უნდა იყოს პროდუქციის დასახელება ფაგიო
2. ფლაკონზე გამოსახული უნდა იყოს სს ბიოქიმფარმის ლოგო
3. ფლაკონზე მუთითებული უნდა სს ბიოქიმფარმის მისამართი
4. ფლაკონზე მითითებული უნდა იყოს დოზა (20მლ)
ფაგიოს®, ისევე როგორც, კომპანია ბიოქიმფარმის სხვა პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ყველა სააფთიაქო ქსელში. შეძენის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაგიო® იწარმოება მხოლოდ 20 მლ შეფუთვით, ფლაკონების სახით. პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს არანაკლებ 10 მილიონ სპეციალურად შერჩეულ ფაგს, რაც მისი ხარისხისა და ეფექტურობის განმაპირობებელი ფაქტორია. აღსანიშნია, რომ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს დაგროვების ბარათის გამოყენებით, საშუალება გაქვთ ისარგებლოთ 20%-მდე ფასდაკლებით ფარმადეპოს, GPC-ს, PSP-სა და ავერსის აფთიაქებში.
5 აპრილი, 2022
ყოველწლიურად ყოველი მეშვიდე ადამიანი ავადდება საკვებით გამოწვეული დაავადებით, რომელიც ჩვეულებრივ ბაქტერიების გამრავლებით წარმოიქმნება. (ნაწლავის ჩხირი, ლისტერიოზი, სალმონელა ან კამპილობაქტერია). დაავადების კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ყოველწლიურად 120,000-ს აღწევს, საიდანაც 3,000-ზე მეტი ლეტალურად მთავრდება.
ასევე მზარდია საკვები პროდუქტების სია, რომლებიც ავადდებიან ბაქტერიებით. მე-20-ე საუკუნეში ნაწლავის ჩხირი და ლისტერიოზი ძირითადად ხორცში იმალებოდნენ, თუმცა ახლა გვხვდება სალათის ფოთოლში და სხვა ფოთლოვან მწვანილებში. სალმონელას გავრცელების ყველაზე ხშირი შემთხვევები კი ხახვში გვხვდება. ბაქტერიებთან ბრძოლა საკვები მწარმოებლების და შემფუთველების მხრიდანაც ხდება. ისინი ძლიერი ქიმიკატების და ქლორის საშუალებით ახდენენ ხორცის და ბოსტნეულის გარეცხვას, თუმცა, რადგან ერთი და იგივე „აბაზანში“, ხშირად სხვადასხვა სახეობის ხორცეული და ბოსტნეული ხვდება დაბინძურების რისკი მაინც ძალიან დიდია. განსხვავებით გიგანტი ქარხნებისგან, ბუნებრივი და ორგანული პროდუქციის მწარმოებლები თავს არიდებენ ქლორს და მას რძემჟავით ანაცვლებენ. მიუხედავად ამ მცდელობებისა ზოგიერთი ბაქტერია მაინც ახერხებს თავის გადარჩენას, რაც იწვევს ინტოქსიკაციას.
საბედნიეროდ, დღეისათვის საკვები ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად ბაქტერიას ჰყავს საკუთარი “ანტიპოდი”, რომელიც ბაქტერიოფაგის ან შემოკლებით ფაგის სახელით არის ცნობილი. ისინი არიან მიკროორგანიზმები, რომლებიც მხოლოდ ბაქტერიებს შთანთქავენ. ფაგები ბაქტერიაზე ბევრად პატარები არიან, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ადვილად მიემაგრებიან ბაქტერიის ზედაპირს, შეიპარებიან შიგნით და იწყებენ გამრავლებას, საბოლოოდ კი აქრობენ მას. ამ ყველაფერს უფრო მეტ ხიბლს ის ფაქტი სძენს, რომ ფაგები სრულიად უვნებელია ადამიანისთვის და მათი გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად მილიონობით ფაგები ბინადრობს ადამიანში (ყელში, ცხვირში, კანსა და ნაწლავებში), რომელებიც გვიცავენ ბაქტერიული ინფექციებისგან.
ფაგების პრეპარატების დამზადება საკმაოდ უსაფრთხო და ხელმისაწვდომია. ისინი ხარობენ ნებისმიერ წყალში, სადაც ბაქტერიებიც ცხოვრობენ, მაგალითად მდინარეებში, ტბებსა და ყურეებში. ფაგების გამრავლება ლაბორატორიაში ხდება. როგორც წესი ეს კეთდება კონტროლირებადი და სტერილური სისტემით.
საქართველო ოდითაგანვე ფაგების აკვანის სახელით იყო ცნობილი, რადგან აქ უკვე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს ფაგების კვლევა და მათი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენება.
თრეველფაგი™ არის ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი პრეპარატი, რომელიც ეფექტურად ებრძვის მავნე ბაქტერიების მიერ გამოწვეულ კვებით ინტოქსიკაციას და დიარეას. თრეველფაგი™ არის ეფექტური ასევე ენტეროვირუსის დროს, მაგალითად თუ გაქვთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი) მაშინ სამკურნალოდ გამოიყენება 2 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 კვირას.
30 მარტი, 2022
საქართველო ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულების პიონერია. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოდან, საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასობით ტონა ფაგის სამკურნალო პრეპარატებით მარაგდებოდა, ყოველწლიურად.
ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი გიორგი ელიავამ ფრანგული წარმოშობის კანადელ მიკრობიოლოგ ფელიქს დ’ერელთან თანამშრომლობით დააარსა. ინოვაციური ტექნოლოგიის განვითარების ავანგარდში, სამეცნიერო-კვლევით მიღწევებზე დაყრდნობით, ინსტიტუტი ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით მსოფლიო ლიდერად ჩამოყალიბდა და დღემდე წარმატებით ინარჩუნებს აღნიშნულ ტიტულს.
ბიოქიმფარმი ფაგის კვლევისა და წარმოების საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. კომპანია ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზეა დაფუძნებული და ფაგების ინდუსტრიული წარმოების მიმართლებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო მასშტაბით.
ბიოქიმფარმის პროდუქტების პორტფოლიო მოიცავს ერთ ან მრავალ ბაქტერიაზე მოქმედ პრეპარატებს, რომელთა ექპორტი 10-მდე ქვეყანაში ხორციელდება, რეგიონულად 5,000-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი და ეფექტურად გამოიყენება ინფექციების (მათ შორის ანტიბიოტიკორეზისტენტული) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.
22 თებერვალი, 2022
სასარგებლო მიკროორგანიზმების გარდა, გარემოში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ბაქტერიებიც არსებობენ. მათ ქრონიკული სიმპტომების და მომაკვდინებელი ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას მავნე ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და იწვევენ ისეთ დაავადებებს როგორიც არის:
? ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
? ლარინგიტი
? ფარინგიტი
? ტონზილიტი (ანგინა)
? სინუსიტი
? ბრონქიტი
? შუა-ყურის ანთება
? უროგენიტალური ინფექციები
? ცისტიტი
? ურეთრიტი
? დისბაქტერიოზი
ბაქტერიულ დაავადებებთან საბრძოლველად, ყველაზე ეფექტური გზა ფაგოთერაპიის დაწყებაა. ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პრეპარატი – ფაგიო შექმნილია ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიით და შეიცავს ფაგებს, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს.
ფაგის მოქმედების მეზანიზმი:
? ფაგი ბაქტერიული უჯრედის მემბრანაზე მიემაგრება.
? მიმაგრებული ფაგი ბაქტერიის მემბრანას არღვევს.
? უჯრედში შეღწევისას ფაგი ბაქტერიის ინფიცირებას იწყებს.
? ბაქტერიულ უჯრედში ფაგი სწრაფად მრავლდება და ახლად წარმოქმნილი ფაგები პათოგენური ბაქტერიების განადგურებას აგრძელებენ.
? ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის განადგურების ციკლის დასასრულს, ფაგი ორგანიზმს ტოვებს.
11 თებერვალი, 2022
ფაგი მკაცრად სპეციფიკურია და შერჩევითად, მხოლოდ თავის შესაბამის ბაქტერიას ანადგურებს. მას ადამიანის, ცხოველის ან მცენარის უჯრედების დაზიანების უნარი არ გააჩნია. ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, სამკურნალო პრეპარატებში შემავალი, სპეციალურად შერჩეული ფაგები, მხოლოდ დაავადების გამომწვევ, მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ და არ აზიანებენ ადამიანის ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას.
ბიოქიმფარმი, რომელიც არის ბიოტექნოლოგიური კომპანია, ამ ტექნილოგიის გამოყენებით აწარმოებს ყველასათვის ცნობილ ფაგიოს და კიდევ სხვა პრეპარატებს, რაც მათ უპრეცენდენტო უსაფრთხოებას განაპირობებს.
8 თებერვალი, 2022
თანამედროვე მსოფლიოში გამოწვევებით განსაკუთრებით აღსავსე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროებია. ქართული ბიოფარმაცევტული კომპანია „ბიოქიმფარმი“, რომელიც უკვე ათწლეულებს ითვლის, ინოვაციებს ფეხს უწყობს და კონკურენტულ გარემოში მუდმივად ვითარდება. ამას ისიც ადასტურებს, რომ ის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია სიახლეების დანერგვისა და ჯანსაღი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ „ბიოქიმფარმი“ საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ევროპულ მეგა-კონკურსში Horizon 2020 ინოვაციების მიმართულებით წარმატებას მიაღწია და ევროკომისიის მხრიდან რეკომენდაცია, ასევე ბრწყინვალების სიგელი დაიმსახურა.
„ბიოქიმფარმი“ – ფაგების ისტორიული საწარმო, რომელიც ფარმაცევტული ხარისხის ავანგარდშია, დაახლოებით 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. ის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე 1999 წელს დაარსდა. კომპანია ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს ქმნის და აწარმოებს, რომლებიც საქართველოს გარდა, რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებსაც მიეწოდება. ISO 9001-2015 სერტიფიცირებული „ბიოქიმფარმი“, რომელიც ორ საერთაშორისო პატენტს ფლობს, ფაგების ექსპორტს მსოფლიოს რვა ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიის გეგმა წარმოებისა და მიწოდების მასშტაბების გაზრდა, მისია კი ანტიბიოტიკების ირაციონალური გამოყენების აღმოფხვრა და ამ გზით გლობალური პრობლემის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის დამარცხებაა.
გამოწვევებთან გამკლავებასა და დასახული მიზნების მიღწევაში „ბიოქიმფარმს“ ხარისხის მიმართულების ახალი დირექტორი, მარიამ მურთაზაშვილი დაეხმარება. მას უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აქვს მიღებული და ამჟამად ფარმაციის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ემზადება. მარიამი მზად არის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება „ბიოქიმფარმის“ განვითარებას მოახმაროს. თუ რა გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება მას კომპანიასთან ერთად, ამის შესახებ „ბიოქიმფარმის“ ხარისხის ახალი დირექტორი თვითონ მოგვითხრობს.
მარიამ, ახლახან „ბიოქიმფარმის“ ხარისხის დირექტორად დაინიშნეთ – მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ აღნიშნულ თანამდებობის ჩაბარებამდე?
პროფესიით ფარმაცევტი ვარ. ამ სფეროს მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გამიჩნდა, მაშინ როდესაც მამას სამსახურში დავყავდი და ვუყურებდი, როგორ ამზადებდნენ წამალს პატარა, ხელის სატაბლეტე მანქანით. მამის პროფესიიდან გამომდინარე მცირე ასაკშიც ხშირად მიწევდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სიარული და შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებაში ოჯახმა დიდი როლი ითამაშა. უმაღლესი განათლების მიღებაც სწორედ იმ უნივერსიტეტში გადავწყვიტე, რომელთანაც ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი მქონდა. 2017 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის, „ფარმაციის“ დოქტორანტი გავხდი.
ჩემი სადებიუტო სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უკავშირდება. სწორედ აქ მომეცა პირველად წამლის რეგისტრაციის პროცედურებზე მუშაობისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს პროფესიაში პირველი გამოწვევები და ცოდნა სამინისტროში მივიღე.
ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, კომპანია „ბიოქიმფარმში“ დავიწყე მუშაობა და 2017 წლიდან დღემდე ის ჩემთვის შეუცვლელ ადგილს წარმოადგენს. საწყის ეტაპზე კომპანიაში რეგისტრაციების მენეჯერი ვიყავი და ჩემს პასუხისმგებლობაში ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია შედიოდა. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოში პროდუქტის რეგისტრაციის პროცესი ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო, თუმცა უცხოურ ბაზრებზე, განსხვავებულ მარეგულირებელ მოთხოვნებთან მუშაობა, ნამდვილად სიახლეს წარმოადგენდა.
„ბიოქიმფარმში“ ჩემი პროფესიული განვითარების პირველი საფეხური ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე დანიშვნა იყო. ამ პერიოდში მონაწილეობა მივიღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ფარმაცევტული პრაქტიკის დანიური კოლეჯის, „ფარმაკონის“ კოლაბორაციით დაგეგმილ ტრენინგში, რომელიც განკუთვნილი იყო ფარმაცევტული ინსპექტორატისთვის. აღნიშნული ტრენინგი კომპანიისთვის GMP-ის (Good Manufacturing Practice, ევროპული/საერთაშორისო ფარმაცევტული საწარმოო სტანდარტი) სტანდარტებზე გადასვლის ერთ-ერთი გზამკვლევი იყო, შესაბამისად კომპანიის სახელით ამ ტრენინგში მონაწილეობის მიღება ჩემთვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენდა.
ოთხი წელია რაც „ბიოქიმფარმში“ ვმუშაობ და ფაქტობრივად კომპანიასთან ერთად ვვითარდები, რასაც ჩემთვის, პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სულ ცოტა ხნის წინ მომეცა შესაძლებლობა კომპანიის ინტერნაციონალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა და ხარისხის მიმართულებისთვის მეხელმძღვანელა. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როგორც კომპანიის, ასევე მომხმარებლების წინაშეც.
რამდენად რთულია დღესდღეობით ტექნოლოგიურ-სამეცნიერო სფეროში თავის დამკვიდრება? როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?
სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი სრულად ვერ უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ-სამეცნიერო სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია როგორ სამსახურში მოხვდები და განვითარების როგორი საშუალება მოგეცემა. საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრება ნამდვილად რთულია, მითუმეტეს მაშინ როდესაც მცირე დროში გიწევს იმის სწავლა და გაკეთება, რაზეც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ. „ბიოქიმფარმში“ მუშაობის პერიოდში კომპანიისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას და მოტივაციას ვიღებ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ მას და ასევე სამეცნიერო სფეროს მიმართ ჩემს ინტერესს მიუძღვის, რომელიც ადრეული ასაკიდან გამიჩნდა.
მარიამ, რა შეგიძლიათ გვითხრათ „ბიოქიმფარმის“ ხედვასა და მისიაზე? ასევე, რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიაში ხარისხის მიმართულების დირექტორის თანამდებობას დასთანხმდით?
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ისეთი მზარდი პრობლემის წინაშე დგას, როგორიც ანტიბიოტიკორეზისტენტობაა. დღესდღეობით კი ფაგის პრეპარატები ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას წარმოადგენენ. „ბიოქიმფარმის“ მთავარი მისია, სწორად რომ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების აღმოფხვრა და გლობალური პრობლემის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის დამარცხებაა. ამისთვის ჩვენ ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას ვიყენებთ და ვქმნით ბუნებრივ, უსაფრთხო და ეფექტურ პრეპარატებს. ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელობა, როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ საპასუხისმგებლო და არც თუ ისე მარტივი პოზიციაა, რომელსაც სწორედ იმიტომ დავთანხმდი, რომ მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, როგორიც ფაგის პრეპარატების წარმოების განვითარებაა.
მოგვიყევით, რომელ პროექტებზე მუშაობს ამჟამად „ბიოქიმფარმი“ და მათი განხორციელების გზაზე რა გამოწვევებსა თუ სირთულეებს აწყდება კომპანია?
2018 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ საწარმოში EU GMP-ის (ევროპული/საერთაშორისო ფარმაცევტული საწარმოო სტანდარტი) სტანდარტის დანერგვაზე. დღემდე კომპანიამ უკვე გაიარა გარკვეული ეტაპები, მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის გეგმების შედგენა და შემდგომ აღსრულება, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის მოზიდვა, რეგიონის მასშტაბით უნიკალური მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული სისტემებისა და საწარმოო ხაზების შესყიდვა და ა.შ.
ამჟამად რენოვაციისა და გადაიარაღების პროცესში ვართ. ვცდილობთ, წინასწარ გაწერილ გეგმას არ ჩამოვრჩეთ და გვსურს, რომ 2022 წლის განმავლობაშივე ჩვენი მომხმარებლებისთვის ევროკავშირის მიერ აღიარებული GMP სტანდარტით წარმოებული ფაგების მიწოდება დავიწყოთ.
რაც შეეხება სირთულეებს, ბოლო სამი წელი ჩვენთვის მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა, მიზნის მისაღწევად საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ.
კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეულმა ვითარებამ გარკვეულწილად შეაფერხა დაგეგმილი აქტივობების განხორციელება, როგორებიცაა – უცხოელი ექსპერტების ვიზიტები, უკვე შესყიდული დანადგარების დროული იმპორტი და ა.შ. ასევე გვიწევდა უცხოელი ექსპერტების დაქირავება ჩვენი პროექტის შესაფასებლად და დღემდე მათთან აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ.
მოგეხსენებათ ფაგის პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებისთვის ამ დრომდე სიახლეს წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ რაღაც ახალი, მსოფლიო მასშტაბით ღირებული.
რა შედეგებზე გსურთ გასვლა აღნიშნული პროექტების განხორციელების შემდეგ?
„ბიოქიმფარმის“ მიერ დაგეგმილ სამუშაოების შესრულებისა და ევროკომისიის მიერ აღიარებული GMP სტანდარტის დანერგვა კომპანიისთვის გაამარტივებს ახალი და არსებული პროდუქტების კომერციალიზაციასა და რეალიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. ამჟამად კომპანია რვა ქვეყანაში ახორციელებს ფაგის პრეპარატების ექსპორტს და ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ საერთაშორისო ექსპანსია და რაც შეიძლება მეტი პაციენტისთვის გავხადოთ ფაგები ხელმისაწვდომი, ხშირად უკურნებელი (ანტიბიოტიკორეზისტენტობიდან გამომდინარე) დაავადებების სამკურნალოდ.
რაში მდგომარეობს „ბიოქიმფარმის“ საწარმოს უნიკალურობა? რა აქცევს მას განსაკუთრებულად მსოფლიო მასშტაბით?
„ბიოქიმფარმი“ ფაგის პრეპარატების კვლევისა და წარმოების დაახლოებით 80-წლიან აკუმულირებულ გამოცდილებას ფლობს. კომპანია მსოფლიოში პირველ, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოზეა დაფუძნებული. აღნიშნული ცოდნისა და ტექნოლოგიური „know-how“-ს შენარჩუნების პარალელურად მუდმივად ვვითარდებით. ვცდილობთ, წარმოების ტექნოლოგია და ხარისხის კონტროლის პროცედურები, საერთაშორისო, უმაღლეს სტანდარტებს მოვარგოთ. შესაბამისად, ჩვენი კომპანია პირველი იქნება, რომელიც EU GMP-ის სტანდარტით აწარმოებს ფაგის მონო და პოლიკომონენტურ პრეპარატებს, კვლევითი და კომერციული მიზნებისთვის.
როგორც აღნიშნეთ, კომპანია წარმოებაში GMP სტანდარტების დანერგვაზეა ორიენტირებული. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის GMP-სერტიფიცირებული საწარმოს ქონა?
საქართველოში ჯერ არ არის ისეთი GMP სტანდარტის შესაბამისი წარმოება, რომელიც ბიოტექნოლოგიით სტერილურ სამკურნალო საშუალებებს ქმნის. შესაბამისად ვფიქრობ, რომ „ბიოქიფმარში“ GMP-ი სტანდარტის დანერგვა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე საწარმოა, რომელსაც ფაგის პრეპარატების მასშტაბური წარმოების შესაძლებლობა აქვს.
დაბოლოს, „ბიოქიმფარმის“ სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
გვსურს წარმოების გაფართოება. კერძოდ, გვინდა, რომ შევიმუშაოთ ბაქტერიოფაგის ახალი ფარმაცევტული ფორმები, ასევე შევქმნათ ახალი სამკურნალო საშუალებები, რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული სხვადასხვა ინფექციების მკურნალობისა და პრევენციისთვის.
ზოგადად კი ჩვენი მიზანი, კომპანიისა და საქართველოს მსოფლიო ბიოტექნოლოგიურ რუკაზე დასმა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის, როგორც კაცობრიობის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის, აღმოფხვრაა.
წყარო: Forbes Woman
8 თებერვალი, 2022
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა ხშირად „მომავლის პრობლემად“ მოიაზრება, მაგრამ როგორც ახალი მონაცემები მიუთითებს, ის იმაზე გაცილებით მეტ სიცოცხლეზე ახდენს გავლენას, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ.
უფრო მეტიც, ახალი შეფასებები აჩვენებს, რომ 2019 წელს, ბაქტერიულ ანტიმიკრობული რეზისტენტულობის გამო 4,95 მილიონი ადამიანი დაიღუპა და შედეგად, ის მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი მესამე მთავარი მიზეზია.
პრეპარატები, რომლებიც ბაქტერიებს ხოცავს, ნამდვილად არის კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონება. 1928 წელს, ალექსანდერ ფლემინგმა პენიცილიუმის გვარის სოკოებში ანტიბაქტერიული მოქმედება აღმოაჩინა და მას შემდეგ, ადამიანები უკვე აღარ კვდებიან ნაკაწრების ან გონორეის გამო. მომდევნო ათწლეულებში, ანტიბიოტიკებმა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
თუმცა, ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა იქამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ განვითარებული, ვიდრე ჩვენ მათ გამოყენებას დავიწყებდით, რადგან ეს გახლავთ ბუნებრივად წარმოქმნილი იარაღი მიკრობებს შორის გაჩაღებულ ომში. ერთი და იგივე ანტიბიოტიკების გამუდმებულად გამოყენება ბაქტერიებს მათთან კიდევ უფრო სწრაფად შეგუების საშუალებას აძლევს და ზრდის ისეთ ინფექციათა რაოდენობას, რომლებიც უკვე აღარ რეაგირებენ ტრადიციულ ანტიბიოტიკებზე.
სამწუხაროდ, ბაქტერიის რაც უფრო მეტი სახეობა არ რეაგირებს ანტიბიოტიკებზე, მით მეტი პაციენტი დანებდება რეზისტენტულ ინფექციებს; მკვლევრები უკვე რეკავენ განგაშის ზარებს და გვაუწყებენ, რომ ამჟამად, ანტიმიკრობული რეზიტენტულობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე აივ/შიდსით ან მალარიით.
„ახალი მონაცემები მსოფლიო მასშტაბით ანტიმიკრობული რეზისტენტულობის ნამდვილ მასშტაბს ცხადყოფს და წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ ამ საფრთხესთან საბრძოლველი მოქმედება ახლავე უნდა დავიწყოთ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი კრის მიურეი.
მისი განცხადებით, წინა შეფასებები პროგნოზირებდა, რომ 2050 წლისთვის ანტიმიკრობული რეზისტენტულობის გამო წლიურად 10 მილიონი ადამიანი მოკვდება, მაგრამ ახლა უკვე გადაჭრით ცხადია, რომ ამ რიცხვთან უკვე ახლოს ვართ.
მკვლევრებმა 204 ქვეყანაში ანალიზები ჩაუტარეს ბაქტერიის 23 სხვადასხვა სახეობის (მათ შორის იყო E. coli, S. pneumoniae და S. aureus) მონაცემებს და მიკრობი-პრეპარატის 88 კომბინაციას. შედეგად მიიღეს ინფექციის 471 მილიონი აღრიცხული შემთხვევა, რის საფუძველზეც შექმნეს სტატისტიკური მოდელი, რათა შეეფასებინათ ანტიმიკრობული რეზისტენტულობის მასშტაბი.
ჯგუფმა ორი კონტრფაქტული სცენარი შეისწავლა. პირველში, პრეპარატისადმი რეზისტენტული ყველა ინფექცია „ინფექციების გარეშეთი“ შეცვალეს, რაც მათი განმარტებით, არის ანტიმიკრობულ რეზისტენტულობასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების რიცხვი.
მეორე სცენარში, მათ პრეპარატებისადმი რეზისტენტული ყველა ინფექცია შეცვალეს წამლებისადმი მგრძნობიარე ინფექციებით, რამაც პირდაპირ ანტიმიკრობული რეზისტენტულობით გამოწვეული სიკვდილიანობის შეფასების საშუალება მისცა.
ჯგუფმა დაასკვნა, რომ 2019 წელს, 4,95 მილიონი ადამიანის სიკვდილი იყო დაკავშირებული პრეპარატებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიულ ინფექციებთან; მათგან 1,27 მილიონი ადამიანის სიკვდილი პირდაპირ იყო გამოწვეული ანტიმიკრობული რეზისტენტულობით, რაც უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით აზარალებს დაბა და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს.
როგორც ეს გაანგარიშებები მიუთითებს, ანტიმიკრობულ რეზისტენტულობაზე მეტ სიკვდილს წელიწადში მხოლოდ ინსულტი და გულის დაავადებები იწვევს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი გლობალური მასშტაბის შეფასება პირველად ჩატარდა. ვინაიდან მსოფლიოს ზოგიერთი ნაწილიდან მონაცემები სრულად არ არსებობს და რთულია ანტიმიკრობული რეზისტენტულობის მეთვალყურეობა, მკვლევართა მიერ ჩატარებულ მოდელირებას თან ახლავს გარკვეული შეზღუდვები. თუმცა, დასკვნა აშკარაა: ჩვენ წინაშეა ჯანდაცვის დიდი, გლობალური პრობლემა.
„ანტიმიკრობული რეზისტენტულობის საფრთხე უკვე დიდი ხანია რეკავს და გამუდმებით რეკომენდებულია მის შესამსუბუქებლად საჭირო ღონისძიებები — საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, უკეთესი მონიტორინგი, დიაგნოსტირების გაუმჯობესება, ანტიბიოტიკების უფრო რაციონალური გამოყენება, სუფთა წყალთან და სანიტარიასთან წვდომა, ახალ ანტიმიკრობულ საშუალებებსა და ვაქცინებში ინვესტირება. თუმცა, ქმედებები ეპიზოდური და არათანაბარია, რაც იწვევს გლობალურ უთანასწორობას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობაში“, — წერენ კვლევის ედიტორიალში ჟურნალ The Lancet-ის რედაქტორები.
მათი განცხადებით, ინოვაციები უკიდურესად ნელია. ვაქცინები არსებობს კვლევაში აღწერილი მხოლოდ ექვსი წამყვანი პათოგენის წინააღმდეგ.
ჟურნალის სარედაქციო წერილისა და კვლევის ავტორები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, რომ დღის წესრიგში უფრო დიდი ადგილი დაუთმონ ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას. ისინი გვაფრთხილებენ, რომ გადაუდებელი ქმედების გარეშე, უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება სიკვდილის ისეთ შემთხვევათა რაოდენობა, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.
წყარო: 1tv.ge
17 იანვარი, 2022
„ბაქტერიოფაგი“, შემოკლებით, „ფაგი“, ბაქტერიის მშთანთქმელს ნიშნავს. ეს სიტყვა ორი ბერძნული სიტყვის ფუძეებისგან შედგება: bakteria (რაც „ჩხირს“, „ღეროს“ ნიშნავს) და phagein („შთანთქმა“).
ფაგი ადამიანის თვალისთვის უხილავი, დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმია. ფაგები გვხვდება ნიადაგში, წყალში, ჩვენს კანზე და ორგანიზმში. ბევრმა არ იცის, მაგრამ მილიონობით ფაგი ჩვენს ორგანიზმში საკვებიდან და სასმელი წყლიდან ყოველდღიურად ხვდება.
ბაქტერიოფაგებს ბუნებამ დიდი მისია დააკისრა: მათ დედამიწა ბაქტერიების ჭარბი გამრავლებისგან უნდა დაიცვან და ამით პლანეტაზე სიცოცხლის ბუნებრივი ბალანსი შეინარჩუნონ. სწორედ ამიტომ, ყოველ 48 საათში, ფაგები მსოფლიო ოკეანეებში არსებული ბაქტერიების ნახევარს ანადგურებენ.
15 ივლისი, 2021
როგორ ეხმარება #EU ქართულ ბიზნესს? რა წვლილი შეაქვს ბაქტერიოფაგს ანტიბიოტიკოთერაპიასთან ბრძოლაში და რა გეგმებია აქვს კომპანიას სამომავლოდ, ამ და სხვა კითხვებზე დეტალურ პასუხს მოისმინთ ვიდეოში.
13 ივნისი, 2021
„ბიოქიმფარმი“ − ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას სრულიად ჯანსაღი, ბუნებრივი და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად იყენებს. თავად ფაგები კი ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს და საშიშად მზარდი ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას კიდევ ემუქრება. „ბიოქიმფარმში“ ფაგის პრეპარატების წარმოება სრული ციკლით ხდება, კომპანიის პროდუქცია კი საქართველოს გარდა, 8 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია. ამჟამად კომპანია საკმაოდ საინტერესო გამოწვევების წინაშე დგას. ის ოპერირების არეალისა და პროდუქციის ასორტიმენტის მნიშვნელოვანი ზრდისთვის ემზადება, რაც ცხადია, არაერთ გარდაქმნასა და სიახლესთანაა დაკავშირებული.
თავად ფაგების ისტორია გასული საუკუნიდან, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის სივრციდან იწყება, რომელიც საბჭოთა კავშირში საკავშირო დაქვემდებარების საწარმოო-სამეცნიერო გაერთიანების ცენტრის, ვაქცინებისა და შრატების კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენდა. აქ სამხედრო და სარეზერვო დანიშნულების პრეპარატები მზადდებოდა, რომლითაც მთელი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მარაგდებოდა და ხშირად მათი წარმოება გადაჭარბებითაც კი ხდებოდა. ინსტიტუტში ფაგების საწარმო, ფაგების საამქროს სახელით იყო გაერთიანებული და საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობდა. გარდამტეხი ცვლილებები აქ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქვეყანაში მიმდინარე ცნობილ პერიპეტიებთან ერთად დაიწყო. სწორედ ამ დროიდან გამოეთიშა ის იმ ქსელს, რომელშიც მანამდე აქტიურად იყო ჩართული და 15 ქვეყანას ამარაგებდა. თამაშგარე დარჩენილი სამეცნიერო-საწარმოო ორგანიზაცია მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩა. ამ წლებში, კაპიტალისტურ რელსებზე გადასვლის პარალელურად, საქართველოში მრავალჯერ შეიცვალა სახელმწიფო დადგენილებები, რომელზე მორგებაც ცენტრს სწრაფად უწევდა. მათ შორის იყო 1993 წლის კანონი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუტის საწარმოები თვითდაფინანსებაზე გადავიდა და ის საკუთარმა კოლექტივმა შეისყიდა, თუმცა აქ მუშაობა მათ ურთულეს პირობებში, დიდი ძალისხმევის ფასად უწევდათ. ფაგების წარმოების გასაგრძელებლად, აუცილებელი გახდა ფაგების საამქრო ინსტიტუტს ცალკე ერთეულად გამოჰყოფოდა და ფუნქციონირების გასაგრძელებლად ახალი გზები მოენახა. ალექსანდრე ღოლიჯაშვილისა და მისი გუნდის ძალისხმევით, ფაგების საამქრო სააქციო საზოგადოებას გამოეყო და დამოუკიდებელ ს.ს. „ბიოქიმფარმად“ ჩამოყალიბდა. სწორედ ასე იწყება თბილისში, 1990-იანი წლების მიწურულს განადგურების პირას არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანიის თავგადასავალი, რომელსაც ზურგს მხოლოდ დიდი რწმენითა და რევოლუციური ტექნოლოგიით შეიარაღებული გუნდი უმაგრებდა. წლების განმავლობაში, მათ მრავალი გამოწვევის გადალახვა მოუწიათ, რათა დღევანდელ დღემდე მოსულიყვნენ და უამრავი ადამიანისთვის უნიკალური პრეპარატები გაეხადათ ხელმისაწვდომი.
„კომპანიის პირველი ნაბიჯები 1999 წლიდან იწყება, როდესაც სრულიად მარტო დავრჩით და დავიწყეთ აქტიური ფიქრი, რა და როგორ გაგვეკეთებინა, რათა გადავრჩენილიყავით. ერთ- ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავირჩიეთ კვლევა ფაგებთან დაკავშირებით. 2000-იანი წლებიდან კი დავიწყეთ პროექტების შემუშავება. ერთ-ერთმა პროექტმა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) ყურადღება მიიქცია და დაფინანსება მოვიპოვეთ. სწორედ აქედან, 2003 წლიდან იწყება „ბიოქიმფარმის“ აღმავლობა. კვლევით რესურსებთან ერთად, უკვე ფონდებიდანაც დაიწყო ექსპერიმენტული წარმოებისთვის გარკვეული აპარატურული მხარდაჭერა და პროექტებმაც იმატა. 2006-2007 წელს კი ჩვენ უკვე არა მხოლოდ კვლევითი საქმიანობისთვის კარგად განკუთვნილი აპარატურა და მასალები გვქონდა, არამედ საწარმოო პროცესებისთვისაც უკვე სრულიად მზად ვიყავით. 2007-2008 წლებში კი დამოუკიდებლად გავედით საერთაშორისო კავშირებზე და შეკვეთების მოპოვება შევძელით. ასე დავიწყეთ შუა აზიის ბაზრის ათვისება, რომელსაც შემდეგ სხვა ქვეყნებიც შეემატა“, − იხსენებს კომპანიის პირველ ნაბიჯებს „ბიოქიმფარმის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ღოლიჯაშვილი.
ტრადიციას, ნოუ-ჰაუსა და უნიკალურ ტექნოლოგიას, კომპანიაში თანამედროვე მენეჯერული მიდგომები ემატება, რაც ფაგების პრეპარატებსა და მის უნიკალურ თვისებებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის. „ბიოქიმფარმის“ მიღწევებს, გამოწვევებსა და მიზნებს Entrepreneur Health-ის ფაგების ტექნოლოგიის უკვე მეორე თაობის ენთუზიასტი და კომპანიის გენერალური მენეჯერი − რატი ღოლიჯაშვილი უზიარებს:
„ამჟამად „ბიოქიმფარმის“ ძირითადი მიმართულება ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ჩვენი პროდუქტები 8 ქვეყანაში, ათასობით აფთიაქში იყიდება. საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული პროდუქტი არის „ფაგიო®“, რომელსაც უნიკალური მახასიათებლები აქვს. „ფაგიო®“ გამომწვევ პრობლემებსა და ბაქტერიებს ისე ანადგურებს, რომ სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებს. ცნობილია, რომ ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენებიდან გამომდინარე, მსოფლიო ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის მწვავე პრობლემის წინაშე დგას, რომლის გამო უამრავი ადამიანი იღუპება. მართალია ამჯერად მსოფლიოს ყურადღება „კოვიდზეა“ მიმართული, თუმცა მის მიღმა ისეთი გლობალური პრობლემა იმალება, როგორიც რეზისტენტობაა და ის მილიონობით ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება. ანტიბიოტიკო- რეზისტენტობით გამოწვეული ყოველწლიური მსხვერპლი 700 000-ს აჭარბებს და თუ ასე გაგრძელდა, მაღალი სარწმუნოების კვლევებზე დაყრდნობით, 2050 წლისთვის რეზისტენტობა შესაძლოა 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდეს. Covid-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემია კიდევ უფრო ართულებს რეზისტენტობის პრობლემას. კორონავირუსს ხშირად ერთვის რეზისტენტული ბაქტერიული (მეორეული) ინფექციები, რომელთა წინააღმდეგ ანტიბიოტიკები უძლურია, ფაგები კი ანტიბიოტიკების უნიკალური და მდგრადი ალტერნატივაა, მათ შორის ხორცპროდუქტების წარმოებაში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ანტიბიოტიკებს საკმაოდ ჭარბად და ირაციონალურად იყენებენ მეცხოველეობასა და საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში, რაც ადამიანებში მდგრადი ბაქტერიების გამომუშავებას ხელს კიდევ უფრო უწყობს. მსოფლიოში გამოყენებული ანტიბიოტიკების 80% სწორედ ფერმებში გამოიყენება. ეს კი ძალიან ცუდია. მეცხოველეობის მიმართულებით ჩვენ მიერ შემუშავებული პროდუქტია PowerPhage®-ი, რომელმაცდიდი მხარდაჭერა დაიმსახურა. PowerPhage® საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია, რომელსაც კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეცხოველეობის ფერმა საკმაოდ ეფექტურად იყენებს. ამ მიმართულებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აქტიურად ვვითარდებით.
რომელი გამოწვევები ახლავს ბიოტექნოლოგიური კომპანიის მართვას და განვითარების როგორი გეზი აქვს აღებული „ბიოქიმფარმს“?
„ჩვენ წინ გვაქვს სრული ინტერნაციონალიზაციის პროცესი, რაც ცხადია, მნიშვნელოვან გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ახლა ჩვენი კომპანია მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპზეა, როდესაც რეგიონული კომპანიიდან საერთაშორისო კომპანიად გარდაიქმნება. ცხადია, ეს პროცესი მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე უკვე საკმაოდ კარგად გავიწვრთენით. ამჟამად ჩვენი გუნდი 45 ადამიანისგან შედგება და ძალისხმევას არ ვზოგავთ, რომ გავხდეთ ჭეშმარიტად გლობალური, წარმატებული, ინოვაციური და რევოლუციური კომპანია, რისი სრული პოტენციალიც გვაქვს. გლობალურმა კონკურენციამ და ჩვენმა ტექნოლოგიურმა მზადყოფნამ, შეგვაძლებინა მივსულიყავით იმ ეტაპამდე, რომელიც ახლა წარმადობის ზრდაში გამოიხატება. ასევე ვიმყოფებით საერთაშორისო ევროპული სტანდარტის შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესში, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კომპანიამ ექსპონენციური ზრდა და დამატებითი ბაზრების ათვისება დაიწყოს, რომელზეც წვდომა აქამდე არ ჰქონდა. ინტერნაციონალიზაციის გზაზე არ შემიძლია არ აღვნიშნო ევროკავშირის, ასევე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელსაც კომპანიის განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ჩვენი ტექნოლოგიის მასშტაბირებას შესაძლებელს ხდის“, − ამბობს რატი ღოლიჯაშვილი. გლობალური გეგმებისა და მიზნების პარალელურად, მუდმივ განვითარებაზე ზრუნავს კომპანიის გუნდიც. იზრდება ბიზნესკომპეტენციების მქონე წევრთა რაოდენობა, რაც „ბიოქიმფარმს“ მულტიდისციპლინურ ორგანიზაციად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი, პანდემიური წელი კომპანიისთვის მარტივი არ ყოფილა, მის გუნდს კიდევ 5 თანამშრომელი შეემატა, რომლებიც სამეცნიერო, მენეჯმენტისა და ხარისხის მიმართულებებს აძლიერებენ. ძველ და ახალ თაობათა ცოდნისა და გამოცდილების მრავალფეროვნება კი იმ სინერგიას ქმნის, რომელიც „ბიოქიმფარმს“ განვითარების ახალ მასშტაბებს, ხოლო მილიონობით ადამიანს ფაგების სიკეთის საკუთარ თავზე გამოცდას ჰპირდება. „2020 წელი როგორც ყველასთვის, ისე ჩვენთვისაც საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა მთელი გუნდის სიხარულის მიზეზი გახდა პანდემიურ პირობებში მოპოვებული არაერთი აღიარება და გამარჯვება ადგილობრივ და საერთაშორისო ინოვაციების კონკურსებში. აგრეთვე, მივიღეთ ბრწყინვალების სიგელი ევროკომისიის მხრიდან რევოლუციური ტექნოლოგიის განვითარებისთვის. კიდევ ერთი, რასაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავდი: მოცემულობის მიუხედავად, შევძელით არაკომერციული დანიშნულების ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერის შექმნა და 30 000 ერთეულის წარმოება, რომელიც საჩუქრად გადაეცა კომპანიის პროდუქციის მომხმარებლებს, მედპერსონალსა და მოწყვლად ჯგუფებს. რაც შეეხება მიზნებსა და გეგმებს, არაერთი სამომავლო და მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს. შემდეგი წლიდან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვგეგმავთ გაფართოებასა და ახალი ბაზრების ათვისებას, მათ შორის − ევროპის ქვეყნების მიმართულებით. ამჟამად საწარმოს მოდერნიზაციის აქტიური პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი კომპანია მთლიანად იმ ისტორიულ შენობაშია ლოკალიზებული, სადაც 70 წლის განმავლობაში ფაგის პროდუქტები იქმნებოდა, ეს კი მთელ გუნდს სულ სხვაგვარ შემართებასა და სულისკვეთებას გვაძლევს. სწორედ იმ ძალას, რომელიც ფაგების ისტორიას ახლებურად წერს და რომელმაც მილიონობით ადამიანი და მსოფლიო ანიტიობიოტიკო-რეზისტენტობით გამოწვეული საფრთხისგან უნდა იხსნას“, − რატი ღოლიჯაშვილი.
13 ივნისი, 2021
ევროკავშირი და FAO ბაქტერიოფაგების მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელ ქართულ კომპანია „ბიოქიმფარმს“ (BioChimPharm) ანტიბიოტიკების შემცვლელი, ვეტერინარული ბაქტერიოფაგების საწარმოებლად 150,000 აშშ დოლარს გამოუყოფენ.
გრანტის მიზანია ბაქტერიოფაგის პრეპარატ PowerPhage®-ისა (ფაუერფაგი) და სხვა ვეტერინარული პროდუქტების წარმოების გაზრდა. PowerPhage®-ი ბუნებრივი, ანტიმიკრობული, ვეტერინარული პრეპარატია მეფრინველეობისთვის და შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა. პროექტის წარმატებით განხორციელებამ, შესაძლოა გადაჭრას ქვეყანაში არსებული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების პრობლემა.
გრანტი, კომპანიის 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ნაწილია და იგი წარმოების 300%-ით გაზრდას ისახავს მიზნად. ინვესტიციის ფარგლებში ასევე მოხდება საწარმოს ტექნიკურ გადაიარაღება და ევროპულ საწარმოო სტანდარტთან (GMP) შესაბამისობის უზრუნველყოფაა.
„მეფრინველეობის ფერმებში ანტიბიოტიკების ფართო გამოყენება ზრდის მომხმარებელთა ჯანმრთელობის რისკებს. „ბიოქიმფარმის“ ინოვაციური პროდუქტები გთავაზობთ ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის ქართულ წარმოებას. ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით, კომპანია შეძლებს კიდევ უფრო განავითაროს თავისი პროდუქტი, გაზარდოს წარმოება და დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები. ეს დახმარება, ENPARD და EU4Business პროგრამების ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ქართული ბიზნესის მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია,“ – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი, დომინიკ პაპენჰეიმი.
„დღეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD III პროგრამის საშუალებით, FAO მხარს უჭერს ფრინველისა და პირუტყვის ღირებულების ჯაჭვების „ბიოქიმფარმის“ ინოვაციურ მიდგომას. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს წარმოების 300%-ით გაზრდას და გახსნის ახალი შესაძლებლობების ბაზრებს მწარმოებლისა და მისი პროდუქტისთვის. აღნიშნული გრანტი, იმ ღირებულებითი მიდგომის ნაწილია, რომელსაც FAO აქტიურად უჭერს მხარს და რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, მწარმოებლები, ფერმერები და მომხმარებლები“ – აცხადებს FAO საქართველოს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სან ალვარესმა.
„ბიოქიმფარმი“ (BioChimPharm), ავტორიზებული ბიოფარმაცევტული, საქართველოში დაარსებული კომპანიაა, რომელსაც ბაქტერიოფაგებისა და კვლევების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ფლობს ხარისხის ISO 9001-2015 სერთიფიკატს, 12 რეგისტრირებულ პროდუქტს და 2 საერთაშორისო პატენტს. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 40-ზე მეტი თანამშრომელი და საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე რვა ქვეყანაში გააქვს. ევროკავშირის და FAO-ს მიერ გაცემული გრანტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და „ბიოქიმფარმა“ შესაძლებლობას მისცემს, შეიტანოს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირსა და დამატებით საექსპორტო ბაზრებზე.
ევროკავშირი და FAO, გრანტს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში გასცემენ. პროგრამის მიზანია იმ სტრუქტურული და სისტემური გამოწვევების დაძლევა, რომლებიც ხელს უშლიან სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში და უარყოფით გავლენას ახდენენ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და გარემოზე. 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებზე, მეწარმეებსა და მცირე მეწარმეებზე გაიცა 8.5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების 132 გრანტი.
25 ნოემბერი, 2019
mkurnali.ge
3 წლის წინ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს ივანე ჩხაიძეს ჰოლანდიიდან კოლეგები დაუკავშირდნენ
პირველი ანტიბიოტიკი, რომელიც მედიცინაში გამოიყენეს პენიცილინი იყო. ის აღმოაჩინა ალექსანდრე ფლემინგმა 1928 წელს, ხოლო ინფექციების საწინააღმდეგოდ პირველად 1942 წელს გამოიყენეს. სამედიცინო წრეებში ფიქრობდნენ, რომ ანტიბიოტიკების გამოგონებით
მიზეზი ბევრია. ანტიბიოტიკების რეზისტენტობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი კი მისი არამიზნობრივი გამოყენებაა. ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების კურსის ბოლომდე არ მიყვანა პაციენტის მიერ, არასწორი დოზის შერჩევა, სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება და კიდევ არაერთი მიზეზი არსებობს რეზისტენტული ფორმის განვითარების ხელშესაწყობად. ეს მულტიფაქტორული პრობლემაა.
სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დავინტერესდი ფაგოთერაპიით, აღმოჩნდა, რომ არსებობს ბოლო პერიოდის არაერთი საინტერესო კვლევა ინგლისურ ენაზე და მას განიხილავენ, როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის ერთ-ერთ ალტარნატივას.
21 ნოემბერი, 2019
რა უნდა ქნას კაცმა, როცა ანტიბიოტიკი აღარ მოქმედებს? ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებმა საქართველოსკენ გასწიეს, რათა იქ ბაქტერიოფაგებით იმკურნალონ. ამასობაში ფაგები ბელგიაშიც დაუშვეს, წერს თავის სტატიაში „დოიჩე ველე“.
„დოიჩე ველე“ ნიდერლანდელი, მაასტრიხტელი ქალის, ტანია დიდერენის, მაგალითზე გვიამბობს, როგორ ჩავიდა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი კანის ქრონიკული დაავადებით – თმის ფესვის მტკივნეული ანთებით – შეწუხებული პაციენტი საქართველოში. სამშობლოში დიდერენს სულ უფრო ძლიერ ანტიბიოტიკებს უნიშნავდნენ და მედიკამენტების ეს ჯგუფი მასზე აღარ მოქმედებდა. წელს, აგვისტოში, 50 წლის ქალმა გადაწყვიტა, ორი კვირით წასულიყო საქართველოში და მკურნალობა ბაქტერიოფაგის საშუალებით გაეგრძელებინა.
მკურნალობის ეს ფორმა დასავლეთში მიღებული არ არის. დიდერენს მოუწია თითქმის ოთხი ათასი ევროს გაღება მკურნალობისთვის იმ იმედით, რომ ეშველებოდა. „დოიჩე ველე“ მკითხველს განუმარტავს, რომ ბაქტერიოფაგები ვირუსებია, რომლებიც პაციენტის ორგანიზმში „მასპინძელ ბაქტერიაზე“ სახლდებიან, რათა იარსებონ. ბაქტერიის უჯრედში ფაგები მრავლდებიან, ჩნდება ახალი ფაგები, ისინი კი სხვა ბაქტერიების უჯრედში სახლდებიან, სანამ ყველა ბაქტერია არ დაიღუპება.
ფაგის უპირატესობა ისაა, რომ ის, ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, მიზნობრივად ერევა ბაქტერიას და არ კლავს „კარგ“ ბაქტერიებს, რადგან ის კონკრეტული ბაქტერიის წინააღმდეგ არის მიმართული…
ტანია დიდერენის თქმით, ფაგებს რაღაც სოკოს მსგავსი გემო აქვთ. როცა საქართველოში მიდიოდა, ნერვიულობდა, ღელავდა და, პირველ რიგში, ბრაზით იყო აღსავსე ჰოლანდიელი ექიმების მიმართ, რომლებიც ვერ დაეხმარნენ.
ფაგების შესახებ მან ტელევიზიით შეიტყო და გაეშურა კიდეც საქართველოსკენ, სადაც, სტატიის ავტორების თანახმად, გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტში უკვე 1923 წლიდან იკვლევენ ფაგებს და ეს ქვეყანა მსოფლიოს ცენტრი გახდა ფაგებით მკურნალობის სფეროში. „დოიჩე ველეს“ სტატიის ავტორი წერს, რომ ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში ძნელად ხელმისაწვდომი იყო ანტიბიოტიკები და ამიტომ ფაგებით მკურნალობა საუკეთესო საშუალება იყო ინფექციური დაავადებების დროს. გამოცემისთვის ცნობილია, რომ ელიავას ინსტიტუტს თბილისში ბაქტერიოფაგების უდიდესი კოლექცია აქვს მსოფლიოში.
დიდერენმა თბილისში მკურნალობის ორკვირიანი კურსი გაიარა და შემდეგ ფაგებით სავსე დიდი ჩანთით დაბრუნდა ჰოლანდიაში. ახლა ის თავს უკეთ გრძნობს, მეტი ენერგია აქვს და პატარა ანთებებმა სხეულზე გაუარა. დიდი ანთებები კვლავ აქვს ხოლმე, მაგრამ იშვიათად და არა ისე მწვავედ, როგორც ადრე.
ყოველ სამ თვეში ერთხელ დიდერენი ბელგიაში მიემგზავრება, მისი სახლიდან არცთუ ისე შორს, რათა საქართველოდან მიღებული 500 ევროს ღირებულების ბაქტერიოფაგების ახალი პარტია წამოიღოს. დაზღვევა ფაგებს არ ფარავს. ბელგია ერთადერთი დასავლეთევროპული ქვეყნაა, სადაც ფაგები დაშვებულია. სხვა ქვევნებში მათ მხოლოდ იშვიათად იყენებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ან ძლიერ ტკივილების გასაყუჩებლად. ტანია დიდერენი დარწმუნებულია, რომ ფაგები ბევრ ადამიანს დაეხმარებოდა ევროპაში.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიასა და ნიდერლანდში ახლა მიმდინარეობს საპილოტე კვლევა, შესაძლებელია თუ არა პაციენტებისთვის ბაქტერიოფაგების გამოწერა…
ფაგის უპირატესობა ისაა, რომ ის, ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, მიზნობრივად ერევა ბაქტერიას და არ კლავს „კარგ“ ბაქტერიებს, რადგან ის კონკრეტული ბაქტერიის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა ფაგების მიმართაც შეიძლება ბაქტერიას გაუჩნდეს მედეგობა. ფაგებს ინდივიდუალურად ამზადებენ კონკრეტული პაციენტებისთვის, უპირატესად, საქართველოში.
ფაგები, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელგიაში დაშვებულია. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ასე, ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვის წამლის დამზადების მეთოდი ვერ თავსდება წამლების წარმოების დადგენილ ნორმებში. ბელგიაში ჯანმრთელობის დაცვის კვლევითი ინსტიტუტი ახერხებს თანამშრომლობას ექიმთან, პაციენტთან, მწარმოებელთან, ფარმაცევტსა და წამლების უწყებასთან ერთად და გასცემს საგანგებო სერტიფიკატს ამა თუ იმ ფაგისთვის. აფთიაქებს შემდგომ შეუძლიათ, გარკვეული წესების დაცვით წამალი აწარმოონ.
დედოფალ ასტრიდის სახელობის სამხედრო საავადმყოფოში მუშაობს დოქტორი ჟან-პოლ პირნი, რომელიც ფაგებს იკვლევს. ამ საავადმყოფოში 30-მდე ადამიანს მკურნალობდნენ წელს. მკვლევრის აზრით, საჭიროა ფარმაცევტული საწარმო, რომელიც დაამზადებდა ფაგებს, რადგან საავადმყოფოში ეს შეუძლებელია. მისი აზრით, ფაგები ვერ შეცვლის, არამედ მხოლოდ განავრცობს ანტიბიოტიკებს, რათა ისინი ერთად იქნეს გამოყენებული მეტი ეფექტისთვის.
ტანია დიდერენი ამბობს, რომ საქართველოში სამკურნალოდ მგზავრობა რთულია. ეს ქვეყანა შორსაა, ძვირია გზა, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელი გახდება ფაგების წარმოება.
მისი და სხვა, მსგავსი პრობლემების მქონე, პაციენტების დასამშვიდებლად „დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიასა და ნიდერლანდში ახლა მიმდინარეობს საპილოტე კვლევა, შესაძლებელია თუ არა პაციენტებისთვის ბაქტერიოფაგების გამოწერა. საფრანგეთმა უკვე შეიტანა ქვეყანაში ფაგები ბელგიიდან და დათანხმდა მათ გამოყენება.
13 ნოემბერი, 2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ BioChimPharm (BCP) ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ საგრანტო კონკურსში პროექტით PowerPhage™ გაიმარჯვა.
PowerPhage™ ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში − მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში, ანტიბიოტიკების ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. ანტიბიოტიკების ჩანაცვლება სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივით − ფაგებით მოხდება.
12 ნოემბერი, 2019
სულ ცოტა ხნის წინ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული 650 000-ლარიანი ინოვაციური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული PowerPhage გახდა. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 300 000 ლარია, რომლის ნახევარიც გრანტით დაფინანსდება, დარჩენილი ნაწილი კი კომპანიის შიდა ინვესტიციით.
PowerPhage ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში − მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში, ანტიბიოტიკების ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. ანტიბიოტიკების ჩანაცვლება სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივით − ფაგებით მოხდება.
ზოგადად, ანტიბიოტიკების ჩამნაცვლებელი ბუნებრივი საშუალებების შექმნა ერთ-ერთი უდიდესი ტენდენციაა გლობალურ ინოვაციურ არენაზე, რასაც ადასტურებს ბიოფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსების გლობალური სტატისტიკა. აღნიშნული გამომდინარეობს გამოწვევიდან, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების ჭარბ გამოყენებასთან თანამედროვე სამყაროში. პრობლემა აქტუალურია საკვები პროდუქტების წარმოების სფეროშიც. კერძოდ, ფერმებში ანტიბიოტიკების ირაციონალური და ჭარბი გამოყენება ანტიბიოტიკორეზისტენტობის ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში გამოყენებული ანტიბიოტიკების 70%-ზე მეტი სწორედ ქათმების, ღორებისა და ძროხების წონის სწრაფად მოსამატებლად და ფერმებში ჰიგიენის დაცვის იაფ ალტერნატივად გამოიყენება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად PowerPhage-მა. სჯერათ, რომ პროდუქტს დიდი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს მოსახლეობის ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც უსაფრთხო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის წარმოების საშუალებით გახდება შესაძლებელი.
კომპანიის ინოვაციური პროდუქტისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალების გასარკვევად, Entrepreneur ბიოქიმფარმის ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს, რატი ღოლიჯაშვილს ესაუბრა.
„კომპანიას ფაგებზე დაფუძნებული, ანტიბიოტიკების ალტერნატიული საშუალებების შექმნისა და წარმოების პროცესის 80-წლიანი აკუმულირებული გამოცდილება აქვს. ბიოქიმფარმი − მამაჩემის, ალექსანდრე ღოლიჯაშვილისა და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ყოფილი მეცნიერების მიერ არის დაფუძნებული ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე, 1999 წელს. მე ფაგების ტექნოლოგიის მეორე თაობის მხარდამჭერი ვარ“, − გვიყვება რატი.
იდეის განვითარების პირველი სამუშაოები 2003 წელს ჩატარდა. ბოლო წლების განმავლობაში, ბიოტექნოლოგიის დარგში თანამედროვე მიღწევებმა და ბიოქიმფარმის გუნდის დაგროვილმა გამოცდილებამ შესაძლებელი გახადა ინოვაციურ პროდუქტზე მუშაობა, რომელსაც დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეეძლო. ამ ეტაპზე კი საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში და ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიულ რეზისტენტობასთან ბრძოლაში. მსგავსი პროდუქტი, PowerPhage-ის სახით უკვე შექმნილია და განვითარების ბოლო ეტაპებს გადის. თანადაფინანსების გრანტი პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანასა და კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს.
„მნიშვნელოვან ლოკალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ − როგორც კვლევითი, ისე კომერციული მიმართულებებით. მათი მხარდაჭერის გარეშე რთული იქნებოდა სხვადასხვა პროექტის ეფექტური განხორციელება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოვყოფდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA). მისი გრანტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დამატებით კვლევით სამუშაოებსა და საერთაშორისო კომერციალიზაციას მოხმარდება, პროდუქტი კი ნამდვილად რევოლუციური გვაქვს“, − აცხადებს რატი.
გუნდში კარგად აცნობიერებენ, რომ უმწვავეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემას შეეჭიდნენ, რომელიც დიდ ძალისხმევასა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს: „ისევე, როგორც გლობალური დათბობის გარშემო გაერთიანდა მსოფლიო, სწორედ ასეთივე ერთიანობაა საჭირო ანტიბიოტიკების ჭარბ გამოყენებასთან მიმართებაშიც, რადგან სათანადო ყურადღების გარეშე, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობამ შესაძლოა გაცილებით მალე მოუღოს ბოლო ჩვენს ცივილიზაციას, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე, რეზისტენტული ინფექციებით ყოველწლიურად 700 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ხოლო პრობლემის იმავე ტემპით ზრდის შემთხვევაში, ის 2050 წლისთვის 10 მილიონზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს. ჩვენი სტრატეგია და მიზანი გლობალური მოძრაობის შექმნაა ანტიბიოტიკრეზისტენტობის წინააღმდეგ, რომლის ცენტრიც საქართველოში იქნება“, − გვიყვება რატი ღოლიჯაშვილი.
საუბრის დასასრულს, შეკითხვაზე, თუ რას ურჩევდა ის დამწყებ სტარტაპებს, რომლებიც მსგავსი მასშტაბის წარმატებაზე ოცნებობენ, რატი გვპასუხობს: „იმავეს, რასაც საკუთარ თავს ვურჩევდი. პროდუქტისა თუ კომპანიის შექმნაზე ფიქრისას, არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური პრობლემის გადაჭრა სჯობს დავისახოთ მიზნად. ასევე ვურჩევდი, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, დაწყება ყოველთვის ღირს“.
7 ნოემბერი, 2019
ბიოქიმფარმის პროდუქციის, ფ ა გ ი ო – ს სწორი გამოყენებისა და ცნობადობის გაზრდის მიმართულებით, წარმატებით ჩატარდა ტრენინგები ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელის ფარმაცევტებთან.
მედიცინის დოქტორმა, ნანი ყავლაშვილმა ისაუბრა ფ ა გ ი ო – ს სწორი გამოყენების შესახებ, ასევე ფ ა გ ი ო – ს მნიშვნელობაზე რესპირატორული სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს.
ტრენინგები 5-7 ნოემბერს მიმდინარეობდა.
1 ნოემბერი, 2019
ბიოქიმფარმის პროდუქციის, ფ ა გ ი ო – ს სწორი გამოყენებისა და ცნობადობის გაზრდის მიმართულებით, წარმატებით ჩატარდა ტრენინგები ავერსის სააფთიაქო ქსელის ფარმაცევტებთან.
მედიცინის დოქტორმა, ნანი ყავლაშვილმა ისაუბრა ფ ა გ ი ო – ს სწორი გამოყენების შესახებ, ასევე ფ ა გ ი ო – ს მნიშვნელობაზე რესპირატორული სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს.
ტრენინგები 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა .
15 სექტემბერი, 2019
ქართულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ ინოვაციური, ვეტერინარული ანტიმიკრობული პროდუქტისთვის – ფაუერფაგი/PowerPhage – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი მოიპოვა.
ფაუერფაგი/PowerPhage არის მსოფლიოში პირველი ბუნებრივი ანტიმიკრობული საშუალება, რომელიც ეფექტურად ებრძვის ისეთ საზიანო ბაქტერიებს, როგორიცაა სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და შიგელა.
პროდუქტი მიზნად ისახავს შინაურ ფრინველებსა და მსხვილფეხა საქონელში ანტიბიოტიკების გამოყენების ალტერნატივების წარმოდგენასა და ანტიბიოტიკების რეზისტენტობის პრობლემასთან ბრძოლას.
კომპანიის განცხადებით, ფაუერფაგი/PowerPhage-ს შინაური ფრინველებისა და მსხვილფეხა ცხოველების ფერმებში შეუძლია ანტიბიოტიკების ჩანაცვლება.
სხვა ისეთი ანტიმიკრობული საშუალებებისგან განსხვავებით როგორიცაა ანტიბიოტიკები, ფაგები არჩევითად ანადგურებენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას და ამ დროს ზიანს არ აყენებენ ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას.
„ფაუერფაგი/PowerPhage მუშაობს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ და აბრკოლებს ანტიბიოტიკური რეზისტენტობის გავრცელებას. ეს პროდუქტი 100%-ით ნატურალური და არა ტოქსიკურია“- განაცხადა „ბიოქიმფარმი“-ს ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა რატი ღოლიჯაშვილმა.
ფაუერფაგი/PowerPhage განვითარების საბოლოო ეტაპზეა, მაგრამ საჯაროდ ხელმისაწვდომი მალე გახდება.
კომპანიას „ბიოქიმფარმი“ ფაგებზე დაფუძნებული ალტერნატიული ანტიბიოტიკური საშუალებების განვითარების და წარმოების 80 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
საქართველოში ფაგებზე დაფუძნებული თერაპიის განვითარება და კვლევა უკავშირდება ქართველი ექიმის, ბაქტერიოლოგის და ფაგების მკვლევარის გიორგი ელიავას (1892-1937) სახელს. ფრანგ-კანადელ მეცნიერთან ფელიქს დერელისთან ერთად, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ბაქტერიოფაგები, გიორგი ელიავამ 1923 წელს დაარსა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი. გიორგი ელიავა, სტალინის წითელი ტერორის დროს, 1937 წელს იქნა დახვრეტილი.
24 მაისი, 2017
Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.
ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.
გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა “consectetur” Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის “de Finibus Bonorum et Malorum”-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, “Lorem ipsum dolor sit amet…” სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა.
24 მაისი, 2017
ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.
გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა “consectetur” Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის “de Finibus Bonorum et Malorum”-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, “Lorem ipsum dolor sit amet…” სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა.
მათთვის, ვისაც აინტერესებს, ქვევით მოყვანილია Lorem Ipsum-ის ორიგინალი ნაწყვეტი 1500-იანი წლებიდან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1.10.32 და 1.10.33 თავები ციცერონის “de Finibus Bonorum et Malorum”-დან, რომელსაც თან ერთვის 1914 წელს ჰ. რექჰამის შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანი.
დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა. ინტერნეტში არსებული გენერატორები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული ტექსტის ნაგლეჯს იმეორებენ ხოლმე, ამიტომ ეს პირველი ნამდვილი გენერატორია. იგი რთული და მართებული სტრუქტურის წინადადებების ასაწყობად 200-მდე ლათინური სიტყვისგან შემდგარ ლექსიკონს იყენებს. შედეგად მიიღება ტექსტი, რომელიც ვიზუალურად მაქსიმალურად ახლოსაა რეალურთან. გენერირებული Lorem Ipsum არასოდეს არ არის გამეორებადი, შემთხვევითი სიტყვების ან ხუმრობების შემცველი.
<div>
<h2>სად ვიშოვო?</h2>
დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა. ინტერნეტში არსებული გენერატორები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული ტექსტის ნაგლეჯს იმეორებენ ხოლმე, ამიტომ ეს პირველი ნამდვილი გენერატორია. იგი რთული და მართებული სტრუქტურის წინადადებების ასაწყობად 200-მდე ლათინური სიტყვისგან შემდგარ ლექსიკონს იყენებს. შედეგად მიიღება ტექსტი, რომელიც ვიზუალურად მაქსიმალურად ახლოსაა რეალურთან. გენერირებული Lorem Ipsum არასოდეს არ არის გამეორებადი, შემთხვევითი სიტყვების ან ხუმრობების შემცველი.
</div>
<div>
<h2>სად ვიშოვო?</h2>
დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა. ინტერნეტში არსებული გენერატორები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული ტექსტის ნაგლეჯს იმეორებენ ხოლმე, ამიტომ ეს პირველი ნამდვილი გენერატორია. იგი რთული და მართებული სტრუქტურის წინადადებების ასაწყობად 200-მდე ლათინური სიტყვისგან შემდგარ ლექსიკონს იყენებს. შედეგად მიიღება ტექსტი, რომელიც ვიზუალურად მაქსიმალურად ახლოსაა რეალურთან. გენერირებული Lorem Ipsum არასოდეს არ არის გამეორებადი, შემთხვევითი სიტყვების ან ხუმრობების შემცველი.
</div>
17 მაისი, 2017
ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.