სიახლეები

პროდუქტები

4 სექტემბერი, 2024

პედიატრი თეა შავთვალაძე: „როგორც ქართველ პედიატრს, განსაკუთრებით მეამაყება რომ ფაგიო ქართული პროდუქტია..”

პლატფორმას “დედამიცის” ესაუბრება პედიატრი და კლინიკური დირექტორი თეა შავთვალაძე.

 

ანტიბიოტიკო რეზისტენტობა რამდენ აქტუალური საკითხია ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში თქვენს პრაქტიკაში

 

ანტიბიოტიკო რეზისტენტობა  გლობალური პრობლემაა, როგორც მსოფლიო მასშტაბით,  ასევე  საქართველოშიც. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მიმართულებით ფართო კვლევები არ ტარდება და არა მარტო ამ მიმართულებით, ზოგადად კვლევების კუთხით პრობლემა გვაქვს. მსოფლიოს სტატისტიკის გათვალისწინებით ვხედავთ, რომ ანტიბიოტიკო რეზისტენტობის პრობლემა  საკმაოდ ზრდადია და ვფიქრობ, რომ ძალიან საყურადღებო. ანტიობიტიკო რეზისტენტობის ზრდადობას უკავშირდება სიკვდილიანობის მატებაც და სწორედ ამიტომ აქვს საშიში მიმდინარეობა ამ პრობლემას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ  ანტიბიოტიკო რეზისტენტობა დიდი პრობლემა გახდება 2050 წლისთვის და შესაძლოა  ამ დროისთვის ტრილიონამდე ადამიანიც კი იმყოფებოდეს ამ პრობლემის ქვეშ (რაც ავტომატურად  მათი სიკვდილიანობის რისკს გაზრდის). აუცილებელია, აღვნიშნო ის, რომ  ანტიბიოტიკრეზისტენტობას მარტო ორგანიზმის მიკრობიოტის მდგომარეობა ან ანტიბიოტიკის არასწორი მიღება არ აპროვოცირებს, მას  აპროვოცირებს და ზრდადს ხდის ის საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ  ყოველდღიურად. ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება ანტიბიოტიკები/ჰორმონები – ბოსტნეული, ხილი,მარცვლეული  და მათ შორის ცხოველებიც კი ზოგჯერ ანტიბიოტიკის/ჰორმონების  გადაჭარბებული დოზებით  იკვებებიან/ინკურნებიან   და სწორედ ამ საკვების მიღება ხდება  ამ პრობლემის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი. ამის გარდა, ანტიბიოტიკო რეზისტენტობას  ზრდის ქირურგიული  ოპერაციების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობების, ხშირი ავადმყოფობების დროს არასწორი დოზებით,დღეებით თუ ხარისხობრივად დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპია.საქართველოში  სამწუხაროდ ხარისხიანი ანტიბიოტიკების არსებობის სერიოზული დეფიციტი გვაქვს(მიზეზი ბევრია).

მე როგორც ერთი ექიმი-პედიატრი, სწორედ ამ პრობლემების გამოსავლად არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც კი ვხედავ ფაგოთერაპიას და ძალიან მახარებს “ბიოქიმფარმის” აქტივობა საერთაშორისო მასშტაბით.

 

რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაშიესპირატორული ტრაქტის ინფექციები, ნაწლავური ინფექციები ?

 

რესპირატორული ტრაქტის ინფექციები საკმაოდ ხშირია ჩემს პრაქტიკაში და არა მარტო ჩემს პრაქტიკაში  ეს პრობლემა  ზოგადად ჭარბობს ყველა პედიატრის  პრაქტიკაში , შემდეგ მოდის ნაწლავური და სხვა სისტემის  ინფექციები. რესპირატორულ და ნაწლავურ ინფექციებზე ერთად  მომართვიანობის დაახლოებით 80-85 %  მოდის.

 

გვესაუბრეთ ფაგიოს და ბიოქიმფარმის  ახალი პროდუქტისფაგესტისშესახებ. როდის გამოიყენება ის და რა დაავადებების სამკურნალოდ?

 

პირველ რიგში როგორც ექიმს, როგორც პედიატრს და როგორც ქართველ პედიატრს ,განსაკუთრებით მეამაყება რომ ფაგები ქართული პროდუქტია.მე ფაგებს ყოველთვის ვიყენებდი წარმატებულად და იმის მიუხედავად რომ პროტოკოლ/გაიდლაინებში მათ შესახებ არ ეწერა და ჯერაც არ წერია თავს ვაძლევდი და ვაძლევ  უფლებას ამ პროდუქტის  დანიშვნით  ჩემი პაციენტები ვასარგებლო .

 

ძალიან მიხარია “ბიოქიმფარმის” დახმარებით რომ  საერთაშორისო ასპარეზზე  გავა ქართული ფაგი ,მათ შორის “ფაგესტი” ,რომელიც  კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროდუქტია.

 

“ფაგესტი” გამოიყენება ბევრი ავადობის დროს, იქნება ეს  – ინფექციური/მოგზაურთა დიარეა , კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტები, კვებითი ინტოქსიკაციები,სხვადასხვა ბაქტერიული თუ პარაზიტული ინფექციები.

 

“ფაგესტი” ეფექტური და უსაფრთხო ანტიბაქტერიული  პრეპარატია და ის გამოიყენება სიმპტომების გამოვლენისთანავე,საპრევენციოდაც კი , მათ შორის ბავშვებში  სიცოცხლის პირველივე დღეებიდან(უკუჩვენების არ არსებობის გამო)  და ეს ძალიან კარგია, როგორც ბავშვისთვის, ასევე ექიმისთვის. ყველამ იცის  და დედებმა პირველ რიგში,რომ  პატარა(ახალშობილები/ჩვილები) ასაკში, ჩვენ(პედიატრი/დედა)   შეზღუდულები ვართ  პრეპარატების მიცემაზე.სწორედ  ამ კუთხით ძალიან კომფორტულია ექიმისთვის ფაგიოს ან  “ფაგესტის”გამოყენება საჭიროებისამებრ.

 

რა პრეპარატს ურჩევთ მშობლებს ზღვაზე წასაღებად შესაძლო კუჭნაწლავის გართულებებისგან თავის ასარიდებლად?

 

ვურჩევ  რა თქმა უნდა  “ფაგესტს”.

დედებმა კარგად იციან, რომ დიარეა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ყველა ბავშვს ემართება.ნაწლავური ინფექციების მხრივ ზაფხულის პერიოდი აქტიური იმიტომ არის, რომ სიცხეში  ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან,ეს ხდება როგორც საკვებიდან,ასევე წყლიდან ,რასაც  ემატება  ჰიგიენური პირობების დაუცველობა  ზღვაზე ბავშვებთან  და შედეგიც არ აყოვნებს  ხოლმე.

ექიმები მშობლებს ყოველთვის ვურჩევთ განსაზღვრულ პრეპარატებს როდესაც მიდიან დასასვენებლად  და ამ ნუსხაში მათ აუცილებლად  უნდა მონიშნონ  “ფაგესტი”.

 

რესპირაციული ტრაქტის დაავადებები როდის არის აქტიური, თქვენ რა სტადიაზე მოგმართავენ და როგორ მართავთ?

 

რესპირაციული ტრაქტის დაავადებები დღეს უკვე წელიწადის ყველა დროში აქტიური გახდა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის შემდეგ, თუმცა უფრო მეტი აქტიურობით მაინც შემოდგომა-ზამთრის-ადრეული გაზაფხულის  პერიოდია. როგორც ზემოთ მოგახსენეთ  მომართვიანობის 80-85 % რესპირატორულ/ნაწლავურ  ინფექციებზე მოდის. მოგვმართავენ ძირითადად ავადობის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს. მომართვიანობა ძირითადად უკავშირდება   ტემპერატურას,დიარეას  ან სურდო – ხველას.

აღსანიშნავია პედიატრებს ხშირად გვიწევს დედები დავარწმუნოთ იმაში,  რომ არამც თუ ყოველ ჯერზე,არამედ საკმაოდ იშვიათად არის  ანტიბიოტიკის მიღება საჭირო და  ხშირად ბავშვი სიმპტომური მკურნალობით გამოდის მდგომარეობიდან, თუმცა საჭიროა დაკვირვება და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

 

ამასთან პედიატრს/თერაპევტს  ბაქტერიული გართულების საშიშროების ნიშნები არ უნდა გამოეპაროს და ზოგჯერ სასწრაფოდაც  საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება  და აი აქ მნიშვნელოვანია სწორედ დოზების შერჩევა ბავშვის წონიდან გამომდინარე და დღეების შერჩევა ავადობის სიმწვავიდან და თავად ანტიბიოტიკიდან გამომდინარე.

 

ბაქტერიული ინფექციის საშიშროებისას მე პირადად  ძალიან მეხმარება ფაგიო ან ფაგესტი, რომელიც მიკეთებს როგორც დაავადების პრევენციას, ასევე დიდწილად მარიდებს პაციენტთან ანტიბიოტიკის დანიშვნის აუცილებლობას და ეს უკვე წლებია გრძელდება. მადლობა ფაგებს და “ბიოქიმფარმა”-ს ამისთვის.

 

გააზიარე