სიახლეები

პროდუქტები

კითხვა პასუხი

ფაგის შესახებ
შენახვის პირობები
პრეპარატების გამოყენება

რა არის ფაგი ?

ფაგი არის ბუნებრივი მიკროორგანიზმი, რომლის ფუქნციაც დედამიწაზე, ბაქტერიების ბალანსის დაცვაა.

როგორ კლავს ბაქტერიას ?

ფაგი ბაქტერიის ბუნებრივი მტერია, რომელიც მხოლოდ თავის მასპინძელ ბაქტერიას ანადგურებს. ფაგი, პოულობს მიკრობს, მასში საკუთარი დნმ - ის ინექციას ახდენს, ბაქტერიაში მრავლდება, და შემდგომ ხლეჩს მას.

რამდენად უსაფრთხოა ?

ფაგი მხოლოდ თავის მასპინძელ ბაქტერიაზე მოქმედებს, შესაბამისად სწორად შერჩეული ფაგები მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ებრძვიან და არ აზიანებენ ადამიანის უჯრედებს, ან სასარგებლო ბაქტერიებს.

რამდენად ხშირია ფაგი ბუნებაში ?

ფაგები ყველაზე მეტად გავრცელებული მიკროორგანიზმები არიან დედამიწაზე.

რა არის ბაქტერიული რეზისტენტობა ?

რეზისტენტობა არის, ბაქტერიის უნარი გამოიმუშავოს მდგრადობა სხვადასხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ. რეზისტენტობა განსაკუთრებით აქტუალურია ანტიბიოტიკების მიმართულებით. ხოლო ფაგების მიმართ ბაქტერიული რეზისტენტობა უმნიშვნელოა.

რამდენ ხანს ინახება გაუხსნელი პრეპარატები ?

ჩვენი პრეპარატების შენახვის ვადა პირობების სრული დაცვის შემთხვევაში 2 წელია.

რამდენ ხანს ინახება პრეპარატები გახსნილ მდგომარეობაში ?

პირველი გამოყენებიდან ფლაკონის ფორმის პრეპარატების შენახვის ვადა 24 საათი ხოლო სპრეი შემთხვევაში 5 დღეა. თუმცა მნიშვნელოვანი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ პრეპარატი გამოყენებამდე არ უნდა იყოს შემღვრეული.

რატომ იმღვრევა ?

ჩვენი პრეპარატები არის 100 % ბუნებრივი და არ შეიცავს ქიმიურ დანამეტებს, შესაბამისად ჰაერთან ხშირი ურთიერთქმედების შედეგად, ხდება მისი დაბინძურება რაც ვიზუალურად შემღვრევით გამოიხატება.

როგორ უნდა შევინახო ?

ჩვენი პრეპარატები ინახება, მშრალ გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას, 2C – 25C ტემპერატურაზე. ამ პირობებისთვის ოპტიმალურია სახლის მაცივარი.

პრეპარატის შპრიცით ამოღების შემთხვევაშიც თუ ითვლება ფლაკონი გახსნილად ?

ფლაკონის გამოყენების სწორი ფორმა არის მისი სტერილური შპრიცით ამოღება. შპრიცით შეღწევის დროსაც ფლაკონში გარემოდან ხვდება ჰაერი, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც პრეპარატი გახსნილად ითვლება.

არის თუ არა სპრეისა და ფლაკონის შემადგენლობაში განსხვავება ?

ფაგიო სპრეისა და ფლაკონის შემადგენლობა, არ განსხვადება. განხსვავებულია მხოლოდ მიღების ფორმა, სპრეის წარმოებაც მეტ სირთულესთან და დროსთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ არის სხვაობა მათ ფასში.

რა განსხვავებაა 5 მლ პრეპარატსა ( ამპულებში) და 20 მლ ფაგიოს (ფლაკონი) შორის ?

ჩვენ პრეპარატებს 5 მლ ამპულების სახით არ ვაწარმოებთ. ფაგიო არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პრეპარატის დასახელება, რომელიც გამოდის 20 მლ ფლაკონისა და სპრეის სახით. ფაგიო შეიცავს არანაკლებ 10 მილიონ ფაგს, რაც მისი ხარისხისა და ეფექტურობის განმსაზღვრელია.

შეიძლება თუ არა ორსულობის/ლაქტაციის პერიოდში გამოყენება ?

ჩვენი პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რატომ აქვს სპეციფიკური სუნი და გემო ?

ჩვენი პრეპარატი არის 100 % ით ბუნებრივი და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და საღებავსებს. აქედან გამომდინარეობს მათი სპეციფიკური გემო და სუნი.

რა ასაკიდან შეიძლება ბიოქიმფარმის პრეპარატების მიღება ?

ჩვენი პრეპარატების მიღებას მინიმალური ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია. თუმცა ხშირად ექიმები ერიდებიან პრეპარატების სპრეის ფორმით გამოყენებას 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

რამდენი ხნით შეიძლება ბიოქიმფარმის პრეპარატების გამოყენება ?

მონაცემები ბაქტერიოფაგის პრეპარატების დოზის გადაჭარბების შედეგების შესახებ ცნობილი არ არის.

რა დოზით უნდა გამოვიყენო ?

პრეპარატის დოზირება, განისაზღვრება დაავადების, მისი სირთულისა და პაციენტის ასაკიდან გამომდინარე, შესაბამისად დოზირება არის ინდივიდუალური. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციაში, ან მიმართოთ ექიმს.

რეცეპტი ჭირდება ?

ჩვენი პრეპარატების შეძენა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.

რა გვერდითი მოვლენები გააჩნია ?

ჩვენს პრეპარატებს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

აქვს თუ არა უკუჩვენება ბიოქიმფარმის პრეპარატებს ?

ჩვენს პრეპარატებს აქვს უმნიშვნელო უკუჩვენება რაც პრეპარატის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოიხატება.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის გამოყენებისას მოწოდებული არ არის.

შემღვრეულ მდგომარეობაში გამოყენება რატომ არ შეიძლება ?

ჰაერთან ხშირი ურთიერთქმედების შედეგად, ხდება მისი დაბინძურება რაც შემღვრევით გამოიხატება, შესაბამისად შემღვრეულ მდგომარეობაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.