ფაგოთერაპიის გარდა, ბიოქიმფარმის პროდუქცია აქტიურად გამოიყენება საკვების უსაფრთხოებაში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს უსაფრთხოებაში, პრობიეტიკების მიმართულებით და ა.შ.
მაგალითისთვის, ბაქტერიები, როგორიცაა Salmonella, E. coli, Shigella, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus და სხვა, მეცხოველეობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ; ხოლო ანტიბიოტიკორეზისტენტობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ფერმებში ანტიბიოტიკების გამოყენება გახდა. ფაგების ტექნოლოგიით, ბიოქიმფარმი ჯანმრთელ და უსაფრთხო ალტერნატივას ქმნის. ჩვენი პროდუქციით, ფერმებში ბაქტერიული პათოგენების ეფექტური ლიკვიდაცია და გავრცელების პრევენცია ხდება.
გარდა ამისა, ხშირად, ბაქტერიული ინფექციების გამომწვევი მიზეზი დაბინძურებული საკვები ხდება. მსოფლიოში, საკვებში არსებული Salmonella, E. coli, Listeria და სხვა მიკრობებით, ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ავადდება. ბაქტერიების საკვებში მოხვედრის კონტროლი საკმაოდ რთულია, ხოლო ანტიბიოტიკების მათ წინააღდმეგ პრევენციული მიზნით გამოყენება – არაეფექტური და ირაციონალური. ამ პრობლემის მოგვარებაში, ფაგები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ბაქტერიოფაგის ტექნოლოგია საკვებში არსებული ბაქტერიული დაბინძურების უსაფრთხოდ აღმოფხვრის შესაძლებლობას იძლევა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, საკვების უსაფრთხოებისთვის, სალმონელას ბაქტერიოფაგები ხორც-პროდუქტების ქარხნებში აქტიურად გამოიყენებოდა.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები, ბაქტერიული პათოგენების წინააღმდეგ ბიოქიმფარმის პროდუქტების 100 %-მდე ეფექტურობას ადასტურებს.