გამოყენების ინსტრუქცია
თრეველფაგიTM
სავაჭრო დასახელება:
თრეველფაგიTM
TRAVELPHAGE TM
აღწერილობა:
მყარი ჟელატინის კაფსულა ლურჯი ფერის კორპუსით და თავსახურით
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ბაქტერიების: Shigella, Salmonella, E.Coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus,
სტერლური ფაგოლიზატების ლიოფილურად გამშრალ კონცენტრატს.
რაოდენობრივი შემადგენლობა:
Bacteriophagum Shigella;
Bacteriophagum Salmonella;
Bacteriophagum E.coli;
Bacteriophagum Proteus;
Bacteriophagum Staphylococcus;
Bacteriophagum Pseudomonas;
Bacteriophagum Enterococcus
თითოეულს რაოდენობით არანაკლებ – 105;
ფარმაცევტული ფორმა:
პერორალურად მისაღები კაფსულა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება
ATC Code: J01XX
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბაქტერიოფაგი ბაქტერიის სპეციფიკური ვირუსია, რომელიც ადსორბირდება ჰომოლოგიური ბაქტერიის უჯრედის მემბრანაზე, არღვევს მის მთლიანობას, აღწევს უჯრედის შიგნით, მრავლდება და იწვევს მის ლიზისს.
თრეველფაგის შემადგენლობაში არის ბაქტერიების (Shigella, Salmonella, E.Coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) სელექცირებული, მხოლოდ ვირულენტური ფაგები, რაც განაპირობებს პრეპარატის მაღალ აქტივობასა და ეფექტურობას.
მიღების შემდეგ, პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით, სწრაფად გადადის სისხლსა და ლიმფაში და ადვილად აღწევს დაავადების კერამდე.
ორგანიზმიდან გამოიყოფა: ძირითადი ნაწილი თირკმელების საშუალებით, დანარჩენი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
თერაპიული ჩვენებები:
თრეველფაგი გამოიყენება ბაქტერიებით (Shigella, Salmonella, E.Coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) ან მათი ერთობლიობით გამოწვეული დაავადებების: შიგელოზი, სალმონელოზი, მუცლის ტიფი, პარატიფი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი), ენტეროკოლიტი, მწვავე და ქრონიკული კოლიტი, დისპეფსია კომპლექსურ თერაპიაში, საკვებისმიერი ინფექცია და სხვა ბაქტერიული დიარეის (ფაღარათი) მკურნალობისა და პრევენციისთვის. პრევენციის მიზნით, აგრეთვე გამოიყენება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის ჯგუფებში.
უკუჩვენებები:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის გამოყენებისას მოწოდებული არ არის. პრეპარატი ინახება, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ურიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომპლექსურ მკურნალობაში, მათ შორის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად (ანტიბიოტიკები).
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე:
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე.
დოზირება, გამოყენების წესი და მიღების მეთოდი:
ფაგოთერაპიის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგისადმი (პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ფაგებისადმი) მგრძნობელობის განსაზღვრა. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენებისას დაავადების ადრეულ ეტაპზე.
თრეველფაგი მიიღება პერორალურად, დაავადების პირველივე დღეს, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 კვირა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.
ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ მოწოდებული სარეკომენდაციო დოზირების სქემა:
ასაკი |
შიგნით მისაღებად (Per os) |
მიღების სიხშირე |
3-8 წლამდე ბავშვებში |
1 კაფსულა |
დღეში 3 ჯერ |
8 წლის ბავშვებში და ზემოთ |
2 კაფსულა |
დღეში 2-3 -ჯერ |
ნაწლავური ინფექციების პრევენცია:
პრევენციის მიზნით პრეპარატი ინიშნება კვირაში 3-4 ჯერ მოწოდებული სარეკომენდაციო სქემის მიხედვით:
ასაკი |
დასალევად (Per os) |
მიღების სიხშირე |
3-8 წლამდე ბავშვებში |
1 კაფსულა |
დღეში ერთხელ |
8 წლის ბავშვებში და ზემოთ |
2 კაფსულა |
დღეში ერთხელ |
ბატერიებით: Shigella; Salmonella; E.coli; Proteus; Staphylococcus; Pseudomonas; Enterococcus გამოწვეული დაავადებების მაღალი რისკის გარემოებაში და ასევე ეპიდსაშიში სიტუაციის დროს პრეპარატი მიიღება ყოველდღიურად – დღეში ერთი კაფსულა. აღნიშნულ შემთხვევებში შეიძლება პრეპარატის მიღების ხანგრძლივობის და დოზის გაზრდაც.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობილი არ არის.
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატი არატოქსიურია, მონაცემები მისი გამოყენების შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების ან ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენის შესახებ გამოვლენილი არ არის.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
პრეპარატის №10 კაფსულა მოთავსებულია PVC/Aluminum ბლისტერზე. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებლია მუყაოს კოლოფში.
შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები:
ინახება მშრალ სინათლისგან დაცულ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის დახურული ტრანსპორტით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურულ რეჟიმის შენარჩუნებას ტრანსპორტირების პერიოდში.
ვარგისობის ვადა:
სათანადო პირობების დაცვით პრეპარატი ვარგისია 2 წლის განმავლობაში. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაფრთხილება:
ვიზულური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დამზადებულია სს ”ბიოქიმფარმი”-ს მიერ შ.პ.ს “ფეიჯ ნუტრიცევტიკალს”-ის დაკვეთით.