ფაგესტი®
PHAGESTI®
ფაგესტი® 20 მლ სტერილური ხსნარი ენტერალური მიღებისთვის (Per os; Per rectum)
(Bacteriophagum Intestinalis)
სავაჭრო დასახელება
ფაგესტი®
PHAGESTI®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
–
აღწერილობა
სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სტერილური სითხე.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები:
პრეპარატი შეიცავს ბაქტერიების: Shigella, Salmonella, E. сoli, Proteus, Enterococcus, Staphylococcus, Pseudomonas aeruginosa ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს თითოეული ფაგის ტიტრით არანაკლებ 1×105.
ფარმაცევტული ფორმა:
20 მლ სტერილური ხსნარი ენტერალური მიღებისთვის – დასალევად და რექტალურად (Per os/ Per rectum).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები, ბაქტერიოფაგები.
ათქ კოდი: J01XX
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ბაქტერიოფაგი ბაქტერიის სპეციფიკური ვირუსია, რომელიც ადსორბირდება ჰომოლოგიური ბაქტერიის უჯრედის მემბრანაზე, არღვევს მის მთლიანობას, აღწევს უჯრედის შიგნით, მრავლდება და იწვევს მის ლიზისს.
ფაგესტი® – ს შემადგენლობაში არის ბაქტერიების (Shigella, Salmonella, E.сoli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) სელექცირებული, მხოლოდ ვირულენტური ფაგები, რაც განაპირობებს პრეპარატის მაღალ აქტივობასა და ეფექტურობას.
ორგანიზმში შეყვანის გზის მიუხედავად ბაქტერიოფაგის პრეპარატები სწრაფად შეიწოვება სისხლსა და ლიმფაში და ადვილად აღწევს დაავადების კერამდე.
ორგანიზმიდან გამოიყოფა: ძირითადი ნაწილი თირკმლების საშუალებით, დანარჩენი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
თერაპიული ჩვენებები:
ფაგესტი® გამოიყენება ბაქტერიებით (Shigella, Salmonella, E.сoli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) ან მათი ერთობლიობით გამოწვეული დაავადებების:
შიგელოზი, სალმონელოზი, მუცლის ტიფი, პარატიფი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი), ენტეროკოლიტი, ინფექციური კოლიტი, დისპეფსია კომპლექსურ თერაპიაში.
საკვებისმიერი ინფექცია და სხვა ბაქტერიული დიარეის (ფაღარათი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის; აგრეთვე კუჭ–ნაწლავის დისკომფორტის შემთხვევაში, პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში.
უკუჩვენებები:
პრეპარატის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის გამოყენებისას მოწოდებული არ არის. 20 მლ–ზე ნაკლები მოცულობის გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ამოღება რეკომენდირებულია სტერილური შპრიცით.
მთლიანობა დარღვეული ფლაკონის შიგთავსის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 24 სთ–ის განმავლობაში შენახვის პირობების სრული დაცვის შემთხვევაში.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შემღვრეულ მდგომარეობაში!
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელია კომპლექსურ მკურნალობაში, სხვა სამკუნრალო საშუალებებთან, მათ შორის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან (ანტიბიოტიკებთან) ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მანქანა – დანადგარებით სარგებლობის უნარზე:
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილების მართვისა და მანქანა –დანადგარებით სარგებლობის უნარზე.
დოზირება, გამოყენების წესი და მიღების მეთოდი:
ფაგოთერაპიის ეფექტურობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგისადმი (პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ფაგებისადმი) მგრძნობელობის განსაზღვრა. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენებისას დაავადების ადრეულ ეტაპზე.
პერორალურად (დასალევად) ფაგესტი ინიშნება დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, საკვების მიღებამდე 1 სთ – ით ადრე 2 – 3 – ჯერ დღეში, 5 – 10 დღის განმვალობაში.
მკურნალობის კურსის მეტი ეფექტურობისთვის პერორალურ მიღებასთან ერთად, ფაგესტის თხიერი ფორმა ინიშნება აგრეთვე რექტალურად სამკურნალო მიკრო ოყნის სახით, დღეში ერთხელ საღამოს, ძილის წინ, კუჭის მოქმედების შემდეგ.
ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ მოწოდებული სარეკომენდაციო დოზირების სქემა სტერილური ხსნარის გამოყენებისას:
ასაკი
|
დასალევად (Per os)
|
რექტალურად (Per rectum)
|
0 – დან 6 თვემდე
|
5 მლ – დღეში ერთხელ
|
5 მლ – დღეში ერთხელ
|
6 – დან 12 თვემდე
|
5 მლ – დღეში 2 – ჯერ
|
10 მლ – დღეში ერთხელ
|
1 – დან 3 წლამდე
|
5 მლ – დღეში 3 – ჯერ
|
20 მლ– დღეში ერთხელ
|
3 – დან 8 წლამდე
|
10 მლ – დღეში 2-3 – ჯერ
|
30 მლ – დღეში ერთხელ
|
8 წლის ზემოთ
|
20 მლ – დღეში 2-3 – ჯერ
|
40 მლ – დღეში ერთხელ
|
ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება კვირაში 3 – ჯერ მოწოდებული სარეკომენდაციო სქემის მიხედვით.
ასაკი
|
სტერილური ხსნარი, დასალევად (Per os)
|
- თვემდე
|
5 მლ – დღეში ერთხელ
|
6 – დან 12 თვემდე
|
5 მლ – დღეში ერთხელ
|
1 – დან 3 წლამდე
|
10 მლ – დღეში ერთხელ
|
3 – დან 8 წლამდე
|
20 მლ – დღეში ერთხელ
|
8 წლის ზემოთ
|
20 მლ – დღეში ერთხელ
|
ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შედეგების შესახებ ცნობილი არ არის.
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატი არატოქსიურია, მონაცემები მისი გამოყენების შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების ან ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენის შესახებ გამოვლენილი არ არის.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
პრეპარატი იწარმოება 20 მლ–იან მინის ფლაკონებში. 4 ცალი 20 მლ–იანი მინის ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 2-25°C ტემპერატურაზე.
ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის დახურული ტრანსპორტით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას ტრანსპორტირების მთელ პერიოდში.
ვარგისობის ვადა
სათანადო პირობების დაცვით პრეპარატი ვარგისია 2 წლის განმავლობაში. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: სს „ბიოქიმფარმი“
მისამართი: გოთუას ქ. 3, თბილისი 0160, საქართველო
ტელ: +995 32 2 244778
ვებ–გვერდი: www.biochimpharm.ge
ელ–ფოსტა: biochimpharm@geophage.ge;
პრეპარატის გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: Contact@geophage.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 2 244778.