სიახლეები

პროდუქტები

19 მაისი, 2024

ბიოქიმფარმი საერთაშორისო კონფერენციაზე
კომპანია „ბიოქიმფარმმა“ მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO EURO) და გლობალურ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის, კვლევისა და განვითარების ჰაბის (Global AMR R&D Hub) საერთაშორისო ვორქშოპზე: „ბაქტერიოფაგების ფართო გამოყენება ანტიმიკრობულ რეზისიტენტობასთან ბროძოლაში ერთიანი ჯანმრთელობის პერსპექტივიდან”

 „ბიოქიმფარმის“ სპიკერებმა რატი ღოლიჯაშვილმა (სს „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი) და მარიამ მურთაზაშვილმა („ბიოქიმფარმის“ ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი), ვორქშოპის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს AMR-თან ბრძოლისა და GMP-ის შესაბამისი ფარმაცევტული საშუალებების წარმოების საკითხებში. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) უმასპინძლა.

ვორქშოპის შემდეგ, ბიოქიმფარმა ფაგების საწარმოს ტურზე უმასპინძლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO EURO) გუნდსა და ფაგის სპეციალისტებს.

გააზიარე