სიახლეები

პროდუქტები

14 თებერვალი, 2023

ტონზილიტი (გლანდების ანთება) და ფაგოთერაპია

ტონზილიტი (გლანდების ანთება) – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა


ტონზილიტი

ტონზილიტი, რომელიც ჩვენთვის უფრო კარგად გლანდების ანთების სახელით არის ცნობილი, ნუშისებრი ჯირკვლების ანთებითი პროცესია. ტონზილიტის დაავადების დროს გამოხატულია ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და კისრის მიდამოებში ჯირკვლების შესიება.

ტონზილიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ბაქტერია ან ვირუსი. მისი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი და დროული დიაგნოზი, რათა არ გართულდეს დაავადება და არ გახდეს საჭირო ოპერაცია.

სიმპტომები და რისკ ჯგუფი

 

ტონზილიტი ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და თინეიჯერებში გვხვდება. ტონზილიტის საერთო ნიშნები და სიმპტომებია:

 

·      ნუშისებრი ჯირკვლების სიწითლე

·      თეთრი ან ყვითელი ნადები ნუშისებრი ჯირკვლების მიდამოებზე

·      ყელის ტკივილი

·      გართულებული ყლაპვა

·      ცხელება

·      გადიდებული ჯირკვლები კისერზე

·      სუნთქვის უკმარისობა

·      ჩახლეჩილი ხმა

·      თავის ტკივილი

·      კისრის ტკივილი

·      მუცლის ტკივილი

 

მცირეწლოვან ბავშვებში, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი გრძნობების აღწერა, ტონზილი შესაძლოა გამოვლინდეს:

 

·      დაღლილობით

·      ჭამაზე უარის თქმით

·      უჩვეულო მოუსვენრობით

ფაგიო®

ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, ყელყურცხვირის ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.


ყელყურცხვირის დაავადებები:

 

·      ბრონქიტი

·      ტონზილიტი

·      სინუსიტი

·      ლარინგიტი

·      ფარინგიტი

 


ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.

 

გააზიარე