სიახლეები

პროდუქტები

13 ოქტომბერი, 2022

შეხვედრა დარენ ტანგთან

12 ოქტომბერს, სს ბიოქმიფარმის გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი შეხვდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს. დისკუსიის ფორმატში, შეხვედრის თემა საინოვაციო საქმიანობაში ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა იყო.

მრგვალ მაგიდას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, თბილისის ტექნოპარკში უმასპინძლა, რომელშიც ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძემ და საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანმა.

ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა ფაგის ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე და საქართველოში არსებულ საუკუნოვან გამოცდილებაზე ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე შეხვედრაზე განხილეს ფაგების პატენტირებასთან დაკავშირებული საკითხები.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია, რომლის ფარგლებშიც გახსნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენცია – „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“.

გააზიარე