30 მარტი, 2022
საქართველო ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულების პიონერია. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოდან, საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასობით ტონა ფაგის სამკურნალო პრეპარატებით მარაგდებოდა, ყოველწლიურად.
ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი გიორგი ელიავამ ფრანგული წარმოშობის კანადელ მიკრობიოლოგ ფელიქს დ’ერელთან თანამშრომლობით დააარსა. ინოვაციური ტექნოლოგიის განვითარების ავანგარდში, სამეცნიერო-კვლევით მიღწევებზე დაყრდნობით, ინსტიტუტი ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით მსოფლიო ლიდერად ჩამოყალიბდა და დღემდე წარმატებით ინარჩუნებს აღნიშნულ ტიტულს.
ბიოქიმფარმი ფაგის კვლევისა და წარმოების საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. კომპანია ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზეა დაფუძნებული და ფაგების ინდუსტრიული წარმოების მიმართლებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო მასშტაბით.
ბიოქიმფარმის პროდუქტების პორტფოლიო მოიცავს ერთ ან მრავალ ბაქტერიაზე მოქმედ პრეპარატებს, რომელთა ექპორტი 10-მდე ქვეყანაში ხორციელდება, რეგიონულად 5,000-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი და ეფექტურად გამოიყენება ინფექციების (მათ შორის ანტიბიოტიკორეზისტენტული) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.