სიახლეები

პროდუქტები

3 აგვისტო, 2023

როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ბაქტერიებისგან – ბაქტერიების გავრცელების 6 ყველაზე ხშირი ადგილი

ბაქტერიები

ბაქტერიები უჯრედული მიკროოგანიზმებია, რომლებიც დედამიწაზე მილიონობით წელია ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ და არსებობენ. ისინი შეიძლება შეგვხვდეს ყველგან: წყალში, ჰაერში, ადამიანის კანსა და ორგანიზმში. არსებობენ როგორც სასარგებლო, ასევე საშიში ბაქტერიები, რომელთაც შეუძლიათ სერიოზული დაავადებების გამოწვევა. სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე ცხელ წერტილებს, სად შეიძლება შეხვდეს თქვენი შვილი საშიშ ბაქტერიებს:

სათამაშო მოედნები:

არიზონას უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სათამაშო მოედნებსა და სკვერებში უფრო გავრცელებულია მავნე მიკრობები, ვიდრე ჩვენს საპირფარეშოში. რატომ? „საპირფარეშოებს უფრო ხშირად უკეთებენ დეზინფექციას“ – ამბობს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კელი რეინოლდსი.

ღია სკვერებსა და მოედნებზე მრავლად შევხვდებით ცხოველებსა და ფრინველებს, რომლებიც ბაქტერიების პირველადი გადამტანები არიან. მათმა დატოვებულმა ფეკალურმა მასებმა, შესაძლოა ბავშვებში გამოიწვიოს კანის ინფექციები და კუჭის დაავადებები.

ასევე, საზოგადოებრივ შეკრების ადგილებში უფრო მარტივად ვრცელდება ლორწოვანი მავნე ბაქტერიები, რომელსაც ბავშვები ცემინების ან სურდოს დროს გამოყოფენ.

წყლის შადრევნები:

ქალაქში გავრცელებული ტიპური სასმელი თუ არასასმელი შადრევანი შეიცავს ათასობით მავნე ბაქტერიას. ჯანდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის (NSF) კვლევის მიხედვით, ბავშვები მიდრეკილნი არიან თითებითა და შუბლით შეეხონ სასმელ შადრევნებს, რითიც მიკრობებს გადასცემენ სხვა ადამიანს. აღსანიშნია რომ, გაციებისა და გრიპის ვირუსები მეტალზე ხუთ საათამდე ცხოვრობენ.

ასევე სასმელ შადრევნებს მოიხმარენ მიუსაფარი ცხოველები, რაც კიდევ უფრო ზრდის ტერიტორიის დაბინძურების რისკს.

სავაჭრო ცენტრის კალათები და მისი სახელურები:

მართალია თანამედროვე სუპერმარკეტებში დეფინფექციისა და დასუფთავების სტანდარტი ძალიან მაღალია, თუმცა სასურსათე კალათები მაინც განსაკუთრებით საფრთხილოა. სუპერმარტკეტის თანამშრომლები და მომხმარებლები გამუდმებით ეხებიან ურიკის სახელურებს და გადასცემენ მიკრობებს. ამ დროს განსაკუთრებით საშიშია, თუ უმი ხორცის სისხლის წვეთები სახელურს მიაღწევს, რის შედეგადაც შესაძლოა თქვენმა ბავშვმა გადაყლაპოს საშიში ბაქტერიები: ნაწლავის ჩხირი, სალმონელა და სხვა.

ბავშვთა გასართობი ცენტრები და მუზეუმები

იმ ღილაკებს, რომელსაც თქვენი შვილი ეხება ელექტრონული მოწყობილობებისა და სათამაშო აპარატების გასააქტირებულად, დღის მანძილზე ასობის სხვა პატარა კიდებს ხელს, რაც რისკს განსაკუთრებულად ზრდის. ასეთივე დაბინძურებულია ლიფტის ღილაკებიც. ასე რომ გართობის დროს უთხარით თქვენ შვილს, არ შეეხოს ცხვირს, პირსა და თვალებს, ხოლო გართობის შემდეგ აუცილებლად დაიბანოს ხელები.

კომპიუტერის კლავიატურა:

თანამედროვე ეპოქაში ბაქტერიებით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია კომპიუტერის კლავიატურა. NSF კვლევის თანახმად, სკოლისა და სახლის კლავიატურაზე უფრო მეტი მიკრობია, ვიდრე კარის სახელურებზე.

რომ არ დაბინძურდეს კლავიატურა ბაქტერიებისგან, საჭიროა მისი ყოველდღიური წმენდა სადენზინფექციო საშუალებებით. ასევე ცემინებისას თქვენს შვილს მიუთითეთ აიფაროს მკლავი ან ცხვირსახოცი, რათა ნაკლებად გავრცელდეს კომპიუტერზე მიკრობები. კლავიატურის გამოყენების წინ და შემდგომ აუცილებელია დავიბანოთ ხელი.

მიუსაფარი ცხოველები:

ბავშვების უმეტესობას უყვარს ქუჩის ძაღლებთან და კატებთან ერთად თამაში და მათი მოფერება. რა თქმა უნდა, რთულია ბავშვს ეს დაუშალო, თუმცა ცხოველები ბაქტერიების გადატანის ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოველებთან თამაშის შემდეგ კარგად მოხდეს ხელებისა და სახის დეზინფექცია.

ფაგიო და ბაქტერიები

ბაქტერიებთან საბრძოლველად ბაქტერიების ბუნებრივი „მტერი“ ფაგები გამოიყენება. ფაგოთერაპია არის ბაქტერიოფაგებით (ფაგებით) მკურნალობის სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მავნე (პათოგენური) ბაქტერიებით გამოწვეული ქრონიკული და მწვავე ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო საქართველოში) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. ის გამოიყენება E.coli, Streptococcus, Staphylococcus, Pseudomanas aeruginosa, Proteus ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

ნატურალური ფაგებით წარმოებული პრეპარატი ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის (ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი), ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის (დიარეა, დისბაქტერიოზი), ასევე უროგენიტალური ინფექციების (ცისტიტი, ურეთრიტი) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.

გააზიარე