სიახლეები

პროდუქტები

24 ივნისი, 2022

რა არის ფაგოთერაპია?

ბაქტერიოფაგები (ფაგები) არიან მიკროოგანიზმები, რომლებიც აინფიცირებენ და ანადგურებენ ბაქტერიებს. ფაგოთერაპია აქტიურად გამოიყენება კონკრეტულად იმ ბაქტერიების გასანადგურებლად, რომლებიც ადამიანებს აავადებენ, რა დროსაც სხვა უვნებელი ბაქტერიები არ ზიანდებიან. ფაგოთერაპიას შეუძლია ჩაანაცვლოს ანტიბიოტიკური მკურნალობა, რომელიც იწვევს რეზისტენტობას. ფაგების უზარმაზარი ბიომრავალფეროვნების და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი ფაგების აღმოჩენა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო გამარტივდა.

ფაგოთერაპიით მკურნალობის წარმატებული მაგალითები არსებობს მძიმე და უკურნებელი ინფექციით დაავადებულ ადამიანებში, ასევე იმ ხალხში ვისაც ანტიბიოტიკების მიმართ სრული რეზისტენტობა განუვითარდა. შედეგიანი მაგალითების მზარდი რაოდენობა იმედს აძლევს საზოგადოებას, რომ ანტიბიოტიკებს ფაგები ჩაანაცვლებენ. ათეულობით წლებია ფაგებზე აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები, რის შედეგადაც:

• ფაგები ეფექტურად გამოიყენება იმ ადამიანებშიც, რომელთა მკურნალობისას ანტიბიოტიკოთერაპია წარუმატებელი აღმოჩნდა.

• მრავალი კვლევის საფუძველზე იქმნება დიდი დოკუმენტური ბაზა, რომელიც ავითარებს ფაგოთერაპიას.

• ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით სულ უფრო და უფრო იზრდება ფაგების რაოდენობა, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ახალი პრეპარატების შესაქმნელად.

რა არის ფაგოთერაპია?

ფაგოთერაპია ეფექტურად გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, რომლებსაც შემდეგი ბაქტერიები იწვევენ: Staphylococcus (სტაფილოკოკი), Streptococcus (სტრეპტოკოკი), E.coli (ნაწლავის ჩხირი), Pseudomanas aeruginosa (ფსევდომონები) და Proteus (პროტეუსი). ფაგები ასევე გამოიყენება იმ ბიოფენების სამკურნალოდ, რომელიც ტრადიციული ანტიბიოტიკებით ვერ ინკურნება.

ფაგოთერაპიის უპირატესობები :

• ფაგები შერჩევითად ებრძვიან და ანადგურებენ მხოლოდ იმ ბაქტერიებს, რომელებიც აავადებენ ადამიანის ორგანიზმს.
• არ შეიცავენ ტოქსიკურ გენებს და არ აზიანებენ მიკროფლორას.
• გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის ისე პრევენციისთვის.
• შედეგი მიიღწევა სწრაფად და ეფექტურად.

ფაგიო®

ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიო ფაგოთერაპიის სამყაროში.

ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის (ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი), ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის (დიარეა, დისბაქტერიოზი), ასევე უროგენიტალური ინფექციების (ცისტიტი, ურეთრიტი) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

პრეპარატის უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე ფაგიო® გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე პატარებში სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ფაგიოს უპრეცედენტოდ მაღალი დონის უსაფრთხოებას. პრეპარატის ერთი 20 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს არანაკლებ 10 მილიონ სპეციალურად შერჩეულ ფაგს, რაც მისი ხარისხისა და ეფექტურობის განმაპირობებელი ფაქტორია.

გააზიარე