სიახლეები

პროდუქტები

17 იანვარი, 2022

რა არის ფაგი?

„ბაქტერიოფაგი“, შემოკლებით, „ფაგი“, ბაქტერიის მშთანთქმელს ნიშნავს. ეს სიტყვა ორი ბერძნული სიტყვის ფუძეებისგან შედგება: bakteria (რაც „ჩხირს“, „ღეროს“ ნიშნავს) და phagein („შთანთქმა“).

ფაგი ადამიანის თვალისთვის უხილავი, დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმია. ფაგები გვხვდება ნიადაგში, წყალში, ჩვენს კანზე და ორგანიზმში. ბევრმა არ იცის, მაგრამ მილიონობით ფაგი ჩვენს ორგანიზმში საკვებიდან და სასმელი წყლიდან ყოველდღიურად ხვდება.

ბაქტერიოფაგებს ბუნებამ დიდი მისია დააკისრა: მათ დედამიწა ბაქტერიების ჭარბი გამრავლებისგან უნდა დაიცვან და ამით პლანეტაზე სიცოცხლის ბუნებრივი ბალანსი შეინარჩუნონ. სწორედ ამიტომ, ყოველ 48 საათში, ფაგები მსოფლიო ოკეანეებში არსებული ბაქტერიების ნახევარს ანადგურებენ.

 

 

 

გააზიარე