სიახლეები

პროდუქტები

13 მარტი, 2025

„ფაგიოსა“ და მისი მასკოტის დაუვიწყარი ვიზიტი მზიურის პარკში

მზიურის პარკში კომპანია ბიოქიმფარმმა ფაგიო®-ს მხიარულ მასკოტთან ერთად დაუვიწყარი დღე მოუწყო ბავშვებსა და მშობლებს. პარკის სტუმრებმა სახალისო აქტივობებსა და შემეცნებით გასართობ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა,  სადაც გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

ბავშვებმა მასკოტთან ერთად იმხიარულეს, გადაიღეს ფოტოები და უფრო ახლოდან გაიცნეს ფაგიო®, როგორც დამცავი ფარი გაციებისა და ინფექციებისგან.

მზიურის დღე სითბოთი და ბედნიერი მომენტებით იყო სავსე, ფაგიო® კი კვლავ აგრძელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მეგობრული გარემოს შექმნას. კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, საქართველოსა და დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პარკებში შეხვედრები გაგრძელდება.




გააზიარე