სიახლეები

პროდუქტები

7 ივლისი, 2023

ფაგების ჯილდო FAO

ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, დაასრულა ფაგების ისტორიული საწარმოს (1934 წლიდან) მოდერნიზაციის პროცესი. საწარმო აღიჭურვა ევროპული გაიდლაინების შესაბამისად და ემსახურება ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და წარმოებას.

“ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.

მოდერნიზაციის პროცესის დასრულების აღსანიშნად, კომპანია ბიოქიმფარმმა პარტნიორ კომპანიებს “ფაგების ჯილდო” გადასცა.

“გვსურს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამოვხატოთ გულწრფრელი მადლიერება უწყვეტი მხარდაჭერისთვის (ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი – EBRD, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO, პროკრედიტ ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA). ჩვენ შევქმენით და გადავეცით „ფაგების ჯილდო“ ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლასა და ფაგის ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის დასაფასებლად.“ – რატი ღოლიჯაშვილი ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.

დღევანდელ პოსტში გამოვყოფთ ევროკავშირსა და FAO-ს! გულწრფელ მადლობას ვუხდით FAO საქართველოს გუნდსა და ევროკავშირის ENPARD III პროგრამის ფარგლებში FAO-ს პროგრამის კოორდინატორ, ხავიერ სანს ალვარესს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ფაგოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმოგიდგენთ ჯილდოს გადაცემის ამსახველ ფოტომასალას.

ჩვენ ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

phage awards
phage awardsPhage Awards

გააზიარე