6 ივლისი, 2023
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, დაასრულა ფაგების ისტორიული საწარმოს (1934 წლიდან) მოდერნიზაციის პროცესი. საწარმო აღიჭურვა ევროპული გაიდლაინების შესაბამისად და ემსახურება ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და წარმოებას.
“ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
მოდერნიზაციის პროცესის დასრულების აღსანიშნად, კომპანია ბიოქიმფარმმა პარტნიორ კომპანიებს “ფაგების ჯილდო” გადასცა.
“გვსურს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამოვხატოთ გულწრფრელი მადლიერება უწყვეტი მხარდაჭერისთვის (ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი – EBRD, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO, პროკრედიტ ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA). ჩვენ შევქმენით და გადავეცით „ფაგების ჯილდო“ ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლასა და ფაგის ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის დასაფასებლად.“ – რატი ღოლიჯაშვილი ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.
მოცემულ სტატიაში გვინდა გამოვყოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)! გულწრფელ მადლობას ვუხდით EBRD-ის საქართველოს გუნდსა და EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ფაგოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმოგიდგენთ ჯილდოს გადაცემის ამსახველ ფოტომასალას.
ჩვენ ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.