სიახლეები

პროდუქტები

26 ივლისი, 2023

ფაგების ჯილდო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, დაასრულა ფაგების ისტორიული საწარმოს (1934 წლიდან) მოდერნიზაციის პროცესი. საწარმო აღიჭურვა ევროპული გაიდლაინების შესაბამისად და ემსახურება ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და წარმოებას.

 

“ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.

 

მოდერნიზაციის პროცესის დასრულების აღსანიშნად, კომპანია ბიოქიმფარმმა პარტნიორ კომპანიებს ფაგების ჯილდო გადასცა.

 

“გვსურს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამოვხატოთ გულწრფრელი მადლიერება უწყვეტი მხარდაჭერისთვის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში, ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი – EBRD, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და  პროკრედიტ ბანკი.) ჩვენ შევქმენით და გადავეცით „ფაგების ჯილდო“ ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლასა და ფაგის ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის დასაფასებლად.“ – რატი ღოლიჯაშვილი ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.

დღევანდელ პოსტში გამოვყოფთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს! გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილსა და მინისტრის მოადგილეს, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს, განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ფაგოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში. წარმოგიდგენთ ჯილდოს გადაცემის ამსახველ ფოტომასალას.

 

ჩვენ ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

გააზიარე