29 ივლისი, 2024
პედიატრი გვირჩევს:
თამთა ივანაშვილი – პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პედიატრიული კლინიკა მმედი22-ის სამედიცინო და სამეცნიერო განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი,ჯანმრთელობის დაცვის რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტი.
“ბავშვები განსაკუთრებულ მოვლას, მზრუნველობას და სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებენ. მშობლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე რეკომენდაციების ცოდნა, რადგან ადრეული ასაკის ბავშვზე ადექვატური ზრუნვა და შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა ბავშვის ჯანმრთელობისა და სრულფასოვანი განვითარების საფუძველია. არსებობს ძირითადი რეკომედაციები, რომელთა გათვალისწინება მშიბლებს დაეხმარება, რომ უზრუნველყონ ბავშვების საუკეთესო პატრონაჟი და რა თქმა უნდა, უმჯობესია ეს რჩევები ექიმთან კონსულტირებით მივიღოთ. დღეს ვისაუბროთ ბიოქიმფარმის პროდუქციაზე, მათი გამოყენების ჩვენებებზე, უსაფრთხოებასა და სარგებლიანობაზე. ამ პროდუქციას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვთა დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში, როგორც ქართულ, ბუნებრივ, უნიკალური ტექნოლოგიით მიღებულ საშუალებებს, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ბავშვთა ასაკში გავრცელებული უხშირესი დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს.”
თქვენს პრაქტიკაში რამდენად ხშირია Რესპირატორული და ნაწლავური ინფექციები?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, რესპირატორული ინფექციები პირველ ადგილს იკავებს დაავადებების გავრცელების რეიტინგში, განსაკუთრებით ბავშვთა პოპულაციაში – შესაბამისად, რესპირატორული ინფექციები არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც მშობლები მიმართავენ ჯანდაცვის სპეციალისტებს. ბავშვთა იმუნური სისტემა გარკვეულწილად არ არის სრულყოფილი, ადრეულ ასაკში ისინი ხშირად ავადობენ ვირუსული ინფექციებით.დაავადების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება დღენაკლულობა, დაბადების მცირე წონა, სუსტი იმუნური სტატუსი, იმუნოდეფიციტი, კარდიო-პულმონალური პრობლემები, მალნუტრიცია, გარემოს დაბინძურება, მშობლების მიერ თამბაქოს გამოყენება, ძუძუთი კვების არარსებობა. რაც შეეხება ნაწლავურ ინფექციებს, ეს ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ანთებით მიმდინარე დაავადებებია, რაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსებმა, ბაქტერიებმა, უმარტივესებმა. ვირუსული ინფექციები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციით მიმდინარეობს, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის გარდა ორალურ-ფეკალური გზითაც ვრცელდება. მომართვიანობა განსაკუთრებით იმატებს საკურორტო სეზონზე, როდესაც ვერ ხდება ჰიგიენის ნორმების და კვების პირობების შესაბამისი დაცვა. მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვების პირადი ჰიგიენის წესების დაცვას, პირველ რიგში, ხელების ხშირი დაბანას, საკვებად კარგად გარეცხილი პროდუქტის და სასმელად სუფთა წყლის გამოყენებას, სურსათის მაცივარში შენახვას და ა.შ. პაციენტების ( განსაკუთრებით ეს ეხებათ ადრეული ასაკის პაციენტებს) პედიატრიული პროფილის პაციენტების ექიმთან მომართვიანობის ხშირ მიზეზს სწორედაც რომ რესპირატორული და ნაწლავური ვირუსული ინფექციები წარმოადგენს.
გვესაუბრეთ ფაგიოსა და ასევე ბიოქიმფარმის ახალი პროდუქტის “ფაგესტის” შესახებ. Როდის გამოიყენება ის და რა დაავადებების სამკურნალოდ?
ბიოქიმფარმი უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას სრულიად ჯანსაღი, ბუნებრივი და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად იყენებს. ფაგიო პრაქტიკაში უკვე ფართოდ დანერგილი პროდუქტია, რომელიც პედიატრიული ასაკის პაციენტების მშობლების უმრავლესობამ კარგად იცის და ხშირად წარმატებითაც იყენებენ კიდეც. ფაგიოს უნიკალური თვისებები აქვს, იგი გამოიყენება მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ბავშვებსა და მოზრდილებში. გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს , როგორიცაა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები, ანგინა, სინუსიტი, ბრონქიტი, შუა-ყურის ანთება, უროგენიტალური ინფექციები, ცისტიტი, ურეთრიტი , დისბაქტერიოზი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ფაგიოს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, მოქმედებისას ანადგურებს მხოლოდ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.
ფაგესტი – ანადგურებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (დისბაქტერიოზის) გამომწვევ მავნე ბაქტერიებს; იგი ზრდის პრობიოტიკებით თერაპიის ეფექტურობას; არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას და რაც მთავარია, უსაფრთხოდ გამოიყენება ბავშვებსა და ორსულებში. ფაგესტი იწარმოება ევროპული სტანდარტით, რაც განასხვავებს მას სხვა პრეპარატებისგან და განსაზღვრავს მის მაღალ ხარისხსა და ეფექტურობას. იგი გამოიყენება მკურნალობისა და პრევენციისთვის, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: დისბაქტერიოზი, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი; კვებითი ინტოქსიკაცია, გასტეროენტერიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი; სალმონელოზი, ეშერიხიოზი, შიგელოზი. ჩვენი პაციენტების მშობლების უმრავლესობა ენდობა ფაგესტის უპრეცედენტო უსაფრთხოებასა და ეფექტურობას და იცის, რომ ფაგესტი ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივაა, რომელიც როგორც ფაგიო, გამოიყენება ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ბუნებრივ ანტიმიკრობულ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ის ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს თანმხლები გვერდითი ეფექტების გარეშე. ფაგესტი არის ინოვაციური საშუალება, ფაგების კოქტეილი, რომელიც შედგება ბუნებრივი ანტიბაქტერიული აგენტებისგან, და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს პრობლემებთან გასამკლავებლად, ანტიბიოტიკების გამოყენების გარეშე.
რა პრეპარატს ურჩვეთ მშობლებს ზღვაზე წასაღებად შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად?
ბავშვის გაყვანა ზღვაზე დასასვენებლად პირველ რიგში სრული უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა მოხდეს. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის ასაკი და დასასვენებელი ადგილის ყველა მახასიათებელი. სასურველია მათ თან გქონდეთ პირველადი დახმარების სააფთიაქო კალათა, რომელშიც იქნება სიცხის დამწევი, ალეგიის საწინააღმდეგო საშუალება, დიარეის საწინააღმდეგო საშუალება, ელექტროლიტები, სიცხის საზომი და ა.შ. კალათის შემადგენლობას მშობლებს ურჩევს პედიატრი. სააფთიაქო კალათის საუკეთესო შემადგენელ ნაწილს ფაგიო და ფაგესტი წარმოადგენს, როგორც ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებები, რომლებიც მშობლებს დაუკეთესო დახმარებას გაუწევს დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. მშობლებს ვურჩევდი, ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი პედიატრის რჩევები ნებისმიერი საშუალების გამოყენებისას, მოერიდეთ გადაწყვეტილების თავად მიღებას, რაც არ უნდა უსაფრთო პრეპარატს ეხებოდეს მკურნალობა.
რესპირატორული ტრაქტის დაავადებები როდის არის აქტიური, თქვენ რა სტადიაზე მოგმართავენ და როგორ მართავთ ამ დაავადებებს?
რესპირატორული ტრაქტის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც მშობლები მოგვმართავენ. ვირუსების სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც აერთიანებს თითქმის 200 განსხვავებულ ვირუსს, იწვევენ ბავშვებსა და მოზრდილებში სპორადულ და ეპიდემიურ რესპირატორულ ინფექციებს. გრიპის A და B, პარაგრიპის და რესპირატორული სინციტიალური ვირუსებითა და ადენოვირუსებით გამოწვეული ინფექციების ზეგავლენა ჩვილებსა და ბავშვებზე ფრიად მნიშვნელოვანია და ავადობის შედეგები ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, RSV არის ბრონქიოლიტის და პნევმონიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი 1 წლამდე ბავშვებში და იწვევს წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონ ამბულატორიულ ვიზიტს, 520000 ვიზიტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, 58,000 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევას და დაახლოებით 100-დან 500-მდე სიკვდილობას ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. რეპირატორული დაავადებები რეალურად ყველა სეზონსე შესაძლებელია შეგვხვდეს, პაციენტების უმრავლესობა ექიმს მიმართავს დაავადების მეორე-მესამე დღეს. ინფექციების უმეტესობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა, მნიშვნელოვანია ის ვირუსული ინფექციები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული შედეგები ბავშვებისათვის და საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. რა თქმა უნდა დაავადებას ვმართავთ სიმპტომების, სიმძიმის, ბავშვის ასაკის და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, და ყოველთვის ვცდილობთ არასაჭირო პრეპატარების გამოყენების თავიდან აცილებას. ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: კარგი რესპირატორული ჰიგიენას, დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სახლში დარჩენას, მრავალფეროვანი საკვების მიღებას, ჩვილი ბავშვის დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას ძუძუთი კვება წარმოადგენს; მნიშვნელოვანი და შეუცვლელია ვაქცინაცია, განათლება პრევენციის შესახებ, თამბაქოს მავნებლობის პროპაგანდა, ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება. მკურთალობის პროცესში ფაგიოს გამოყენებით იგი აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ამცირებს გართულებების სიხშირეს, აქვს დიდი როლი ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემასთან ბრძოლაში.
თქვენი პრაქტიკის მიხედვით, რამდენად აქტუალურია ანტიბიოტიკო -რეზისტენტობის პრობლემა ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში?
საფრთხე, რომელიც კაცობრიობის წინაშეა – რეალურია. მსოფლიოშიც და საქართველოშიც პრობლემა ფრიად აქტუალურია. ამ პრობლემასთან ბრძოლისათვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა: პაციენტების მიერ უნდა შეწყდეს ანტიბიოტიკების თვითნებური არჩევა და გამოყენება, სამედიცინო პერსონალის მიერ ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება ზედმიწევნით უნდა განისაზღვროს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ სტრატეგია: ინფექციების კონტროლისა და პრევენციის, ასევე ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისა თუ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მშობელებისათვის გასათვალისწინებელია რეკომენდაციები: ნუ მისცემთ თქვენს შვილს ანტიბიოტიკს თვითნებურად. თუ პრეპარატი დანიშნულია ექიმის მიერ, ზედმიწევნით დაიცავით დოზა, მკურნალობის ხანგრძლივობა, აკონტროლეთ წამლის ვადა, ნუ მისცემთ რჩევას სხვას ანტიბიოტიკის შესახებ. გისურვებთ თქვენი და თქვენი პატარების ჯანმრთელობას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა.