სიახლეები

პროდუქტები

7 ოქტომბერი, 2022

ფაგიო

ფაგიო

ფაგიო (პიო ბაქტერიოფაგი)

ფაგიო® არის კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო)-ს მიერ საქართველოში წარმოებული ფაგებით სამკურნალო პრეპარატი. ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, რომლებსაც შემდეგი ბაქტერიები იწვევენ: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ფსევდომონები და პროტეუსი.

ფაგიო-bacteriophage-ფლაკონი-შეფუთვა

ფაგიოს შენახვის პირობები

ფაგიო ფლაკონი

ფაგიო® (20 მლ 4 ფლაკონი კოლოფში) ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2°С – 25°С ტემპერატურაზე. შენახვის პირობების გათვალისწინებით ფაგიოს მაცივრის კარზე შენახვა ყველაზე ხელსაყრელია. თუ 20 მლ პრეპარატის მიღება არ ხდება ერთჯერადად, ფლაკონიდან შიგთავსის ამოღება რეკომენდებულია სტერილური შპრიცით.

გამოყენებისა და შენახვის სათანადო პირობების დაცვით, პრეპარატი ვარგისია 2 წელი შეფუთვაზე მითითებული დამზადების თარიღიდან.

ფაგიო-სპრეი-ფლაკონი Vial Spray

ფაგიო სპრეი

ფაგიო® სპრეი (20 მლ 1 ფლაკონი კოლოფში) გამოყენებამდე ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. 2°С – 25°С ტემპერატურაზე. ხოლო გამოყენების შემდეგ (პირველი გაფრქვევიდან) ინახება 2°С -8°С ტემპერატურაზე და გამოიყენება 20 დღის განმავლობაში. ფაგიო® სპრეის შემთხვევაშიც, მაცივრის კარი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია პრეპარატის შესანახად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემღვრეული პრეპარატი არ გამოიყენება.

რისთვის გამოიყენება ფაგიო?

მკურნალობის მიზნით ფაგიო გამოიყენება:

• ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების დროს (ცხვირის ღრუსა და წიაღების ანთება, შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი);

• ქირურგიულ პრაქტიკაში: დაჩირქებული ჭრილობების, დამწვრობების, აბსცესების, ფლეგმონების, ფურუნკულების, კარბუნკულების, ჰიდრადენიტების, პანარიციუმების, პარაპროქტიტების, მასტიტების, ბურსიტების, ოსტეომიელიტების სამკურნალოდ;

• უროლოგიურ პრაქტიკაში უროგენიტალური დაავადებების დროს (ურეთრიტები, ცისტიტები, პიელონეფრიტები, კოლპიტები, ენდომეტრიტები, სალპინგოოფორიტები);

• საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ (ენტერული ინფექციები, გასტროენტეროკოლიტები, ქოლეცისტიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი));

• სეფსისის დროს;

• ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს (ომფალიტები, პიოდერმია, სეფსისი);

• ზემოთ მითითებული მიკროორგანიზმებით განპირობებული სხვა დაავადებების დროს

ფაგიო პროფილაქტიკის მიზნით
ფაგიო პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება:

• ახალი ჭრილობების დასამუშავებლად, როგორც სტაციონარულ, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში;
• ყელის ტკივილი
• ქირურგიაში მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს ჩირქოვანი გართულებების პრევენციისთვის;
• მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების ჩირქოვანი გართულებების პრევენციის მიზნით;
• სამკურნალო დაწესებულებებში ბაქტერიული დაბინძურებისა და შიდაჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

ფაგიო ბავშვებში

პრეპარატის ბუნებრივი და უნიკალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ფაგიო® გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც.

ფაგიო ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ პრეპარატის ანოტაციას.

გააზიარე