7 მარტი, 2024
ფაგების მწარმოებელი ადგილობრივმა კომპანია „ბიოქიმფარმის” გენერალური მენეჯერი იმედოვნებს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში კომპანიის მიერ წარმოებული ფაგები პირველი იქნება, რომელიც ევროპაში ექსპორტზე გავა. ამის შესახებ რატი ღოლიჯაშვილმა BM.GE-ისთან განაცხადა.
აღსანიშნია, რომ ფაგების მწარმოებელი ადგილობრივმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც თბილისში 1934 წლიდან ფუნქციონირებს, GMP სერტიფიკატი გასულ წელს მიიღო. ბიოქიმფარმის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს იყო მთავარი ბარიერი ევროპის ბაზარზე ქართული ფაგების ექსპორტთან დაკავშირებით გადალახულია. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს უშუალოდ ექსპორტისთვის საჭირო სხვა პროცედურების პროცესი.
“რა თქმა უნდა, რეგულაციები სფეროებიდან გამომდინარე განსხვავებულია რეგულაციები და სტანდარტები და მოიცავს ბევრ დეტალს. ჩვენს ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის საწარმოო სტანდარტი და ასევე გასავლელია კონკრეტული პროცედურები, რომ ჩვენი უნიკალური ფაგები ევროპულ ბაზარზე მოხვდეს. მნიშვნელოვანი ბარიერი დღეს გადალახულია და დღეს უკვე იმ პროცესში ვართ, რომ პარტნიორების მოსაძიებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, დისტრიბუციისთვის, რეგისტრაციისთვის, მარკეტინგული ავტორიზაციისთვის ჩვენი უნიკალური ფაგების. დიდი იმედი მაქვს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ვიქნებით პირველი ვინც, ევროპაში ფაგების და ზოგადად ფარმაცევტული სტერილური სითხოვანი წამლის ფორმების ექსპორტს განახორციელებს”, – ამბობს რატი ღოლიჯაშვილი.