სიახლეები

პროდუქტები

26 დეკემბერი, 2024

პედიატრი ეკა გეთია ფაგიოს შესახებ.

მედიცინის დოქტორი, შპს იმედის კლინიკის პედიატრიული საავადმყოფოს ხელმძღვანელი, პედიატრი, ნეონატოლოგი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ეკა გეთია საუბრობს სეზონური გრიპებისა და ფაგიო®-ს შესახებ:

სეზონური ვირუსებისა და და გრიპების სეზონის შესახებ: 

სეზონური გრიპი A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში სეზონურ აფეთქებებს იწვევს და როგორც წესი, ვლინდება ზამთრის სეზონზე. რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი: ამინდის ცვლილება, დახურულ სივრცეებში ყოფნა, ცივ ამინდში ბავშვების გარეთ გაყვანის შიში, არასწორი ჩაცმა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, ადამიანიდან ადამიანზე დაავადებების ხველებითა და ცემინებით გავრცელების მექანიზმი, ვირუსის მატარებელ ზედაპირებზე შეხება, თვალებთან, პირთან და ცხვირთან ხელების ხშირი კონტაქტი და სკეპტიკური დამოკიდებულება გრიპის აცრაზე (საპროფილაქტიკო).

ძირითადად რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპებს?

გრიპის ვირუსის ინფექციისთვის დამახასიათებელია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების სიმპტომები, როგორიცაა: რინორეა, ხველა, შეუპოვარი ცხელება, რომელიც ძნელად ემორჩილება ანტიპირეტულ თერაპიას, ცეფალგია, მიალგია, ზოგადი ინტოქსიკაციის ფონზე უმადობა.

ხშირად მშობლები მიმართავენ ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობას,რას ურჩევთ მათ?

სამწუხაროა, რომ ანტიბიოტიკების ჭარბმა გამოყენებამ ანტიბიოტიკრეზისტენტობის ჩამოყალიბების მაღალი საფრთხე შექმნა, რასაც ხშირად მშობლების მიერ ანტიბიოტიკების თვითნებურად დანიშვნა იწვევს. ხშირად ადამიანები ამას მოუცლელობითა და გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივებით (შედეგი უნდათ 1-2 დღეში, როცა ვირუსი შეიძლება 5-7 დღეც  გაგრძელდეს) ამართლებენ. ასეთ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაცია იქნება პრეპარატი ფაგიოს გამოყენებით საპროფილაქტიკო ფაგოთერაპია, რომელიც 10-14 დღის განმავლობაში გრძელდება. პრეპარატი ფაგიო არა მხოლოდ ებრძვის არსებულ ინფექციებს, არამედ ეხმარება ორგანიზმს, თავი დაიცვას მომავალი პრობლემებისგან.

რა ალტერნატივა გააჩნია ანტიბიოტიკებს?

ფაგიოს მრავალმხრივი გამოყენება და შესაბამისად მისი ეფექტურობა, განსაკუთრებით ანტიბიოტიკორეზისტენტობის მაღალი რისკის დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან და უსაფრთხო ალტერნატივას მრავალი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფაგიოს მოხმარების ეფექტურობა და უსაფრთხოება როგორც პრაქტიკოს ექიმს მაძლევს იმის უფლებას, რომ თამამად შემიძლია მისი ჩართვა დაავადების ადრეულ ეტაპზე და ძალიან პატარა ასაკიდან.

გააზიარე