31 მაისი, 2024
“ბიოქიმფარმი”, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის European Bank for Reconstruction and Development (EBRD) კლიენტი და პარტნიორი ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან (AMR) ბრძოლაში, EBRD-ის მდგრადობის წლიურ (2023 წლის) ანგარიშში მოხვდა.
„ბიოქიმფარმმა“ EBRD-ის, ასევე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზება განახორციელა, რის შედეგადაც მოხდა ევროკავშირში აღიარებულ სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და GMP სერტიფიცირება. საწარმოს გადაიარაღებისა და მოდერნიზაციის 6,5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანიამ მსოფლიო ანტიბიოტიკორეზისტენტობის კრიზისთან ბრძოლაში მოწინავე ადგილი დაიკავა.
„ბაქტერიოფაგები, იგივე ფაგები, წარმოადგენენ მიკროორგანიზნებს, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან ბაქტერიებს. ფაგოთერაპია გულისხმობს ფაგების გამოყენებას ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. “ბიოქიმფარმის” საწარმოს მოდერნიზირება GMP სტანდარტთან შესაბამისობით, საშუალებას მისცემს კომპანიას ფაგის პრეპარატების წარმოების მოცულობა გაზარდოს და გააფართოვოს ექსპორტის არეალი“- ნათქვამია რეპორტში.