30 იანვარი, 2026
ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა, Touch Platform-ის სამიტის ფარგლებში, რუსთაველის თეატრის სცენიდან აუდიტორიასთან ფაგიო®-სა და ფაგის ტექნოლოგიის, როგორც ინოვაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
თანამომხსენებლებთან ერთად პანელური დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა ინოვაციების ის განუსაზღვრელი შესაძლებლობები, რა დროსაც განვითარებადი ეკოსისტემების გამოწვევებს კონკრეტულ გლობალურ უპირატესობებად გარდაქმნა შეუძლიათ.
Touch Summit არის სივრცე, სადაც ინოვატორები, ლიდერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან იმისთვის, რომ შეცვალონ დღევანდელი და შექმნან ხვალინდელი რეალობა.

