სიახლეები

პროდუქტები

20 იანვარი, 2023

„ბიოქიმფარმი“ ფაგების ისტორიულ საწამოს აახლებს

„ბიოქიმფარმი“ ფაგების ისტორიულ საწამოს აახლებს

ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ ისტორიული ბაქტერიოფაგების (ფაგების) საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი დაასრულა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია.

BioChimPharm Renovates the World's Oldest Phage Factory

ევროკავშირის, EBRD-ის, FAO-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა.

„ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.

„ფაგის პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპია ჯერ კიდევ სიახლეა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველები არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ. ამ პროექტით, კომპანია ზრდის საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რის შედეგადაც, ფაგები ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით პაციენტისთვის, მთელს მსოფლიოში. საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოვოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე”, – აღნიშნა „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა.

BioChimPharm Renovates the World's Oldest Phage Factory

„ბიოქიმფარმი“ საქართველოში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგის (ფაგების) პრეპარატებს აწარმოებს. ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიოს მასშტაბით. „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100 წლიან გამოცდილებას.

BioChimPharm

გააზიარე