19 დეკემბერი, 2024
ბიოქიმფარმის ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის ისტორია Forbes-ის ამერიკულ 2024 დეკემბერი – 2025 იანვრის გამოცემაში მოხვდა.
“ბიოქიმფარმის უნიკალური პრეპარატი ფაგიო ხელმისაწვდომია 9 ქვეყნის 8000-ზე მეტ აფთიაქში და გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია სტრეპტოკოკით, სტაფილოკოკითა და სხვა ბაქტერიებით“ – ვკითხულობთ სტატიაში.
ბიოქიმფარმი დაფუძნებულია მსოფლიოში პირველი, ისტორიული ფაგების საწარმოს (1934) ბაზაზე, სადაც დღეს ფაგების შექმნა და წარმოება უკვე ხდება GMP (Good Manufacturing Practie) სტანდარტის შესაბამისი სრულად ავტომატიზირებული მაღალტექნოლოგიური პროცესით.