სიახლეები

პროდუქტები

9 ნოემბერი, 2022

პნევმონია – სიმპტომები და მკურნალობა

პნევმონია – სიმპტომები და მკურნალობა

რა არის პნევმონია?

პნევმონია არის ფილტვის ან ფილტვების ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზია ბაქტერი, ვირუსი ან სოკო. ინფექცია სითხის ან ჩირქის სახით გროვდება ფილტვების საჰაერო ტომრებში, რაც ართულებს სუნთქვას.

ბაქტერიული და ვირუსული პნევმონია ორივე გადამდებია და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით (ხველებით ან ცემინებით). ასევე პნევმონიით დაავადება შესაძლებელია ბაქტერიით დაბინძურებული ზედაპირებითა და საგნებთან შეხებისას. რაც შეეხება სოკოვან პნევმონიას ის გადამდები არ არის.

პნევმონიის სიმპტომები:

პნევმონიის სიმტპომები შეიძლება იყოს:

  • მსუბუქი ცხელება
  • მშრალი ხველა, რომელიც 1 კვირაზე მეტხანს გრძელდება
  • სველი ხველა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ნახველი
  • შეციება
  • ჰაერის უკმარისობა
  • მკერდის არეში ტკივილი
  • უმადობა
  • ოფლიანობა
  • ქოშინი
  • დაღლილობა
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • თავის ტკივილი

ბაქტერიული პნევმონია

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბაქტერიული პნევმონია. ამ დროს ბაქტერია ფილტვებში ხვდება ჰაერწვეთოვანი გზით და იწვევს ანთებას. ანთებამ საბოლოოდ შესაძლოა გამოიწვიოს საჰაერო ჩანთების ჩირქით და სითხის გავსება, რაც გაართულებს სუნთქვას. პნევმონიის ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა Sterpococcus Pneumoniae.

პნევმონიის რისკ ჯგუფები

პნევმონიით დაავადების რისკი ყველა ადამიანშია, თუმცა განსაკუთრებით ყურადღებას და მოვლას საჭიროებს:

  • 2 წლამდე ბავშვები
  • 65წლის ზემოთ ასაკის ადამიანები
  • სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები
  • ორსულები
  • აივ ინფიცირებულები
  • ასთმით დაავადებულები
  • დიაბეტით დაავადებულები
  • გულის უკმარისობის მქონე პირები
  • ვისაც აწუხებს ღვიძლის დაავადება
  • თირკმლის დაავადების მქონე ადამიანები

პნევმონია და ფაგებით მკურნალობა – ფაგიო

ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის  ეფექტური საშუალებაა. ფაგებით მკურნალობის დროს პრეპარატი ებრძვის მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიას და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.

მსოფლიოში ანტიბიოტიკო რეზისტენტობის მწვავე პრობლემაა. ანტიბიოტიკების არამიზნობრივი და ჭარბი გამოყენების შედეგად, ორგანიზმში ბაქტერიები განიცდიან მუტაციას და ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაეფექტური ხდება, რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.


პნევმონიის დროს გამოიყენება ბუნებრივი ფაგებისგან წარმოებული პრეპარატი ფაგიო. ის არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები არ წარმოადგენენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ფაგიოს უპრეცედენტოდ მაღალი დონის უსაფრთხოებას.

ფაგიო

 

ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები:

  • ბრონქიტი
  • ტონზილიტი
  • სინუსიტი
  • ლარინგიტი
  • ფარინგიტი

ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.

გააზიარე