სიახლეები

პროდუქტები

9 იანვარი, 2023

ნაწლავის ჩხირი

ნაწლავის ჩხირი (e.coli) – ბაქტერია, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა.

ეშერიხია კოლი (E.coli) – ნაწლავური ჩხირი

ეშერიხია კოლი (E.coli) ჩვენთვის უფრო კარგად ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის სახელით არის ცნობილი, რომელიც ჩვეულებივ ჯანმრთელი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში ცხოვრობს. ნაწლავური ჩხირის შტამების უმეტესი ნაწილი არ არის საზიანო და შეიძლება გამოიწვიოს მცირე დიარეა, თუმცა არსებობს შტამები, რომლებიც საკმაოდ ძლიერია და იწვევს კუჭის ძლიერ კრუნჩხვებს, სისხლიან დიარეასა და ღებინებას.

როგორ შეიძლება მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში საზიანო ნაწლავური ჩხირი ?

ნაწლავური ჩხირის ბაქტერია ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით – განსაკუთრებით უმი ბოსტნეულისგან ან არასაკმარისად მოხარშული საქონლის ხორცისგან.

დაავადების ხანგრძლივობა და რისკ ჯგუფი

მავნე ნაწლავური ჩხირისგან გამოწვეული დაავადების მკურნალობას დაახლოებით 1 კვირა სჭირდება. განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ახალშობილი ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც შესაძლოა განუვითარდეთ სიცოცხლისთვის საშიში თირკმლების უკმარისობა.

სიმპტომები

ბაქტერიული დაავადების სიმპტომები, როგორც წესი 3 ან 4 დღის შემდეგ იწყებს გამოვლინებას, თუმცა შესაძლოა სიმპტომი უფრო ადრეც გაჩნდეს. ნაწლავის ჩხირისგან გამოწვეული დაავადებების ძირითადი სიმპტომებია:

• დიარეა, რომელიც შესაძლოა იყოს მსუბუქი, წყლიანი ან სისხლიანი
• კუჭის სპაზმი, ტკივილი ან მგრძნობელობა
• გულისრევის შეგრძნება და ღებინება

ფაგიო და ნაწლავური ჩხირი (E.coli)

ნაწლავური ჩხირის ბაქტერიასთან საბრძოლველად ბაქტერიების ბუნებრივი „მტერი“ ფაგები გამოიყენება. ფაგოთერაპია არის ბაქტერიოფაგებით (ფაგებით) მკურნალობის სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მავნე (პათოგენური) ბაქტერიებით გამოწვეული ქრონიკული და მწვავე ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ფაგიო® კომპანია ბიოქიმფარმის (ფაგების საამქრო საქართველოში) მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელიც ფაგებით მკურნალობის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს. ის გამოიყენება E.coli, Streptococcus, Staphylococcus, Pseudomanas aeruginosa, Proteus ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

ნატურალური ფაგებით წარმოებული პრეპარატი ფაგიო® გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის (ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი), ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის (დიარეა, დისბაქტერიოზი), ასევე უროგენიტალური ინფექციების (ცისტიტი, ურეთრიტი) მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ანოტაციას.

გააზიარე