ბიოქიმფარმის მოღვაწეობა უკვე ათწლეულებს ითვლის. ჩვენ ვართ ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ბუნებრივი, უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას იყენებს. დღესდღეობით, ბაქტერიოფაგის პრეპარატები ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას წარმოადგენს. კომპანიის პროდუქცია ეფექტურად გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით; მათ შორის რეზისტენტული სტაფილოკოკით (MRSA) გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში. სპეციალურად შემუშავებული ფაგის პრეპარატები შერჩევითად, მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებენ. სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებისგან (მათ შორის ანტიბიოტიკებისგან) განსხვავებით, ფაგები არ აზიანებენ ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას. ფაგებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები; მაგალითად, არ ახასიათებთ მავნე ზემოქმედება ღვიძლზე და თირკმელებზე, არ იწვევენ დისბაქტერიოზს და ანტბიოტიკების გამოყენების თანმდევ, სხვა არასასურველ პრობლემებს.
ბიოქიმფარმი დაფუძნებულია “ფაგების საამქროს” საწარმოო ბაზაზე, რომელიც ბაქტერიოფაგებით მთელ საბჭოთა კავშირს და აღმოსავლეთ ევროპას ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამარაგებდა. ჩვენ ფაგების კვლევის და წარმოების ასწლიან გამოცდილებას ვეყრდნობით. ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით, ბიოქიმფარმი მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. მისი დაფარვის არეალი წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება.
ბუნება იდეალურად მოწყობილი სისტემაა. მისი შემადგენელი ყველა ორგანიზმი, თავისი არსებობით და დანიშნულებით, სრულყოფს ამ სისტემას. ფაგები ბაქტერიებს ანადგურებენ. ისინი ამას გასაოცარი სიზუსტით ასრულებენ; ისე რომ ზიანს სხვას არაფერს აყენებენ.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ფაგის ტექნოლოგიას ვიყენებთ.
ჩვენი მისია ანტიბიოტიკების ირაციონალური გამოყენების აღმოფხვრა და რეზისტენტული ინფექციების დამარცხებაა.
“ფაგების საამქროს” სპეციალისტები ბაქტერიოფაგის სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების კვლევითა და წარმოებით 1940-იანი წლებიდან იყო დაკავებული. ამ დროს “საამქრო” ჯერ კიდევ ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის შემადგენლობაში შედიოდა. ბიოქიმფარმი სწორედ ამ სამეცნიერო და საწარმოო ბაზას ეფუძნება. 1994 წელს, “ფაგების საამქრო” ინსტიტუტს გამოეყო და დამოუკიდებელ, კერძო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1999 წლის ნოემბერში, კომპანიას სს “ბიოქიმფარმი” ეწოდა.
ბაქტერიოფაგიის მიმართულებით საბჭოთა პერიოდში დაგროვებული გამოცდილება ჩვენთან ინახება. შექმნის დღიდან, ფაგების ტრადიციულ პრეპარატებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდი წამლის ახალ ფორმებს და სხვა ბაქტერიული პათოგენებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო ინოვაციურ პრეპარატებს ქმნის.
ბიოქიმფარმის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ყველა ამ ბაზარზე პროდუქცია აფთიაქებში, რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ჩვენ ვართ ISO 9001:2015 სერტიფიცირებული კომპანია, რომელსაც ევროკავშირის ეკოლოგიისა და უსაფრთხო ტექტნოლოგიების დიპლომი გააჩნია.
სხვა მიღწევების გარდა, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ კომპანიას “დარგის ლიდერი 2015”-ის წოდება მიენიჭა. საქართველოს ბიზნეს დაჯილდოებაზე, ბიოქიმფარმმა ნომინაციაში “წლის ინოვაციური ბიზნესი 2016” გაიმარჯვა.
კომპანია არის რეგიონული ლიდერი ფაგის პრეპარატების წარმოების მიმართულებით. პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოს ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელის 1 000 – ამდე აფთიაქში. ასევე, გარდა ადგილობრივი, ქართული ბაზრისა, კომპანია წარმოდგენილია საექსპორტო ბაზრებზეც. კომპანიის დაფარვის არეალი წლიდან წლამდე მზარდია. ყველა არსებულ ბაზარზე პროდუქცია გაიცემა აფთიაქებში, რეცეპტის გარეშე.