ფაგი ბაქტერიის ბუნებრივი მტერია
“ბაქტერიოფაგი” “ბაქტერიის მშთანთქმელს” ნიშნავს. ფაგი ადამიანის თვალისთვის უხილავი მიკროორგანიზმია, რომელიც ბუნებაში უზარმაზარი რაოდენობით (1033) არსებობს. ფაგები გვხვდებიან როგორც ჩვენ გარშემო, ისე ჩვენს სხეულში. ბევრმა არ იცის, მაგრამ მილიონობით ბაქტერიოფაგი ჩვენს ორგანიზმში, საკვებიდან და სასმელი წყლიდან ყოველდღიურად ხვდება.
მავნე ბაქტერიები
სასარგებლო მიკროორგანიზმების გარდა, გარემოში ჯანემრთელობისთვის სახიფათო ბაქტერიებიც არსებობენ. მათ ქრონიკული სიმპტომების და მომაკვდინებელი იფექციების გამოწვევა შეუძლიათ.
ფაგები სპეციფიკურ ბაქტერიებს ანადგურებენ
ფაგი ბაქტერიებზე შერჩევითად ზემოქმედებს. პრეპარატებისთვის სპეციალურად შერჩეული ფაგები მხოლოდ დაავადების გამომწვევ, მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ. ფაგოთერაპიის უპრეცენდენტო უსაფრთხოება სწორედ აქედან გამომდინარეობს.
ფაგები გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, იმუნოდეფიციტიან პაციენტებში, ახალშობილებსა და ორსულებში.
არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.
ფაგების მოქმედების პროცესი
საქართველოს ფაგოთერაპიის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს
ქვეყანა პიონერია ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, საქართველოდან საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასობით ტონა ფაგის პრეპარატით მარაგდებოდა.
ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი გიორგი ელიავამ ფრანგული წარმოშობის კანადელ მიკრობიოლოგ, ფელიქს დ’ერელთან თანამშრომლობით დააარსა. სამეცნიერო–კვლევითი მიღწევების გამო, ინსტიტუტი ბაქტერიოფაგიაში მსოფლიო ლიდერად დაფუძნების დღიდანვე ითვლებოდა.
ბიოქიმფარმი ფაგის კვლევისა და წარმოების საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს
ჩვენი კომპანია ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზეა დაფუძნებული. ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით, ბიოქიმფარმი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია.