სიახლეები

პროდუქტები

13 ნოემბერი, 2019

გამარჯვებულმა კომპანიამ BioChimPharm (BCP) ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ BioChimPharm (BCP) ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ საგრანტო კონკურსში პროექტით PowerPhage™ გაიმარჯვა.

PowerPhage™ ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში − მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში, ანტიბიოტიკების ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. ანტიბიოტიკების ჩანაცვლება სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივით − ფაგებით მოხდება.

გააზიარე