სიახლეები

პროდუქტები

გაიგეთ, რა არის ფაგი ფაგი - ბალანსი დედამიწაზე მკაცრად სპეციფიური ფაგი ფაგი ანადგურებს ბაქტერიას ფაგი ამარცხებს რეზისტენტულ ბაქტერიებს ფაგის ისტორია სს ბიოქიმფარმი ბიოქიმფარმის პროდუქცია ფაგოთერაპია უკან დაბრუნება

ფაგი ბაქტერიის ბუნებრივი მტერია

“ბაქტერიოფაგი” “ბაქტერიის მშთანთქმელს” ნიშნავს. ფაგი ადამიანის თვალისთვის უხილავი მიკროორგანიზმია, რომელიც ბუნებაში უზარმაზარი რაოდენობით (1033) არსებობს. ფაგები გვხვდებიან როგორც ჩვენ გარშემო, ისე ჩვენს სხეულში. ბევრმა არ იცის, მაგრამ მილიონობით ბაქტერიოფაგი ჩვენს ორგანიზმში, საკვებიდან და სასმელი წყლიდან  ყოველდღიურად ხვდება.

ფაგები დედამიწაზე ბაქტერიულ ბალანსს ინარჩუნებენ

ფაგი არის ყველგან, სადაც ბაქტერიაა. როგორც ზოგიერთი მტაცებელი მღრღნელებით იკვებება, ისე ფაგი ბაქტერიას მოიხმარს. ყოველ 48 საათში, ფაგები ოკეანეში არსებული ბაქტერიების ნახევარს ანადგურებენ.

Balance

მავნე ბაქტერიები

სასარგებლო მიკროორგანიზმების გარდა, გარემოში ჯანემრთელობისთვის სახიფათო ბაქტერიებიც არსებობენ. მათ ქრონიკული სიმპტომების და მომაკვდინებელი იფექციების გამოწვევა შეუძლიათ.

ფაგები სპეციფიკურ ბაქტერიებს ანადგურებენ

ფაგი ბაქტერიებზე შერჩევითად ზემოქმედებს. პრეპარატებისთვის სპეციალურად შერჩეული ფაგები მხოლოდ დაავადების გამომწვევ, მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ. ფაგოთერაპიის უპრეცენდენტო უსაფრთხოება სწორედ აქედან გამომდინარეობს.

ფაგები გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, იმუნოდეფიციტიან პაციენტებში, ახალშობილებსა და ორსულებში.

არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.

ფაგების მოქმედების პროცესი

  • ფაგი ბაქტერიული უჯრედის მემბრანაზე მიემაგრება
  • მიმაგრებული ფაგი ბაქტერიის მემბრანას არღვევს
  • უჯრედში შეღწევისას ფაგი ბაქტერიის ინფიცირებას იწყებს
  • ბაქტერიულ უჯრედში ფაგი სწრაფად მრავლდება
  • ახლად წარმოქმნილი ფაგები პათოგენური ბაქტერიების განადგურებას აგრძელებენ
  • ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურების ციკლის დასასრულს, ფაგი ორგანიზმს ტოვებს
LADOSTAN GASAGZAVN11111 fagebi
ფაგებს რეზისტენტული ბაქტერიების დამარცხებაც შეუძლიათ

ანტიბიოტიკები, დაავადების გამომწვევთა გარდა, კარგ ბაქტერიებსაც ანადგურებენ. მათი მოხმარებით, ჩვენს ორგანიზმში არსებული სასარგებლო მიკროფლორა ირღვევა, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ხშირი გამოყენების გამო, ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მედეგობას გამოიმუშავებენ.

ბაქტერიები უფრო და უფრო ძლიერდებიან, ანტიბიოტიკები კი ინფექციებს ეფექტურად ვეღარ ებრძვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ანტიბიოტიკორეზისტენტობა კაციობრიობის უდიდესი საფრთხეა. ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა.

ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანი იღუპება.
ბაქტერიებს უჭირთ გახდნენ რეზისტენტულები ფაგების მიმართ. თუმცა, სხვა ეფქტური ფაგის პოვნა და შემუშავება ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია.

RX

საქართველოს ფაგოთერაპიის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს

ქვეყანა პიონერია ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, საქართველოდან საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასობით ტონა ფაგის პრეპარატით მარაგდებოდა.

ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი გიორგი ელიავამ ფრანგული წარმოშობის კანადელ მიკრობიოლოგ, ფელიქს დ’ერელთან თანამშრომლობით დააარსა. სამეცნიერო–კვლევითი მიღწევების გამო, ინსტიტუტი ბაქტერიოფაგიაში მსოფლიო ლიდერად დაფუძნების დღიდანვე ითვლებოდა.

map RUSSIA TURKEY ARMENIA AZERBAIJAN

ბიოქიმფარმი ფაგის კვლევისა და წარმოების საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს

ჩვენი კომპანია ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზეა დაფუძნებული. ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით, ბიოქიმფარმი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია.

university-final
ასწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ბუნებრივ, ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატებს ვამზადებთ
ბიოქიმფარმის პრეპარატები ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ერთ, ან მრავალ ბაქტერიაზე მოქმედ პრეპარატებს. ჩვენი პროდუქცია აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

ბიოქიფარმის პრეპარატებით მკურნალობა რეკომენდირებულია ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.

Staphylococcus (MRSA)

e. coli

enterococcus

proteus

streptococcus

Pseudomonas aeruginosa